2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურის მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს უმასპინძლებს. 8 ოქტომბერს, ვილი სანიოლის გუნდმა შეხვედრის მასპინძელ ბათუმი არენაზე მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართა. ამ ეტაპზე შეკრებაზე მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და მომავალი შეხვედრისთვის სრული დატვირთვით ემზადება.
საბერძნეთთან თამაშს წინა მატჩებში მიღებული ყვითელი ბარათების გამო გურამ კაშია და გრიგოლ ჩაბრაძე გამოტოვებენ.
საბერძნეთთან თამაშს წინა მატჩებში მიღებული ყვითელი ბარათების გამო გურამ კაშია და გრიგოლ ჩაბრაძე გამოტოვებენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა საბერძნეთთან შეხვედრაში
მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)
დაცვა: ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი,
პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი)

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურის მატჩი საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის 9 ოქტომბერს 20:00 საათზე ბათუმი არენაზე შედგება. ეროვნული გუნდის შეხვედრას გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა დაესწრება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმი არენაზე სტადიონის ტევადობის 33 პროცენტის შესაბამისი რაოდენობის ქომაგი დაიშვება.
საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურის მატჩი 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურის მატჩი 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
nakrebi.ge