"იქნებ, ისეთ ხალხს მოგვცეთ შანსი, რომელიც ნაკრების ფორმას ჩაიცვამს და თავს შეაკლავს" - ლევან კუტალია საქართველოს ნაკრების მორიგ მარცხს ეხმაურება

AutoSharing Option
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

აღნიშნულ დაპირისპირებას სოციალური ქსელის მეშვეობით ისრაელის კლუბ "ნეს ტზიონას" ფორვარდი ლევან კუტალია გამოეხმაურა:

"პირველი იმით მინდა დავიწყო რო დღეს ისეთი რთული და ტრაგიკული დღე იყო რამხელა ოჯახებისთვის და ასევე ქვეყნისთვის ამ დღეს როცა თამაში გაქვს თავი უნდა მოიკლა რო არ წააგო კი არა უნდა მოიგო თამაში რო ხალხი მცირედით გაახარო...

მეორე რამდენი წელია კიდე არ მოგვიგია თამაში არც გვახსოვს… იქნება მოგვცეთ ისეთ ხალხს შანსი ჩავიცვათ ნაკრების
ფორმა რომელიც თავს არ დაზოგავს და თავს შეაკლავს,ფეხბურთია მესმის არ გამოგივიდეს თამაში მაგრამ ბრძოლა ჟინი უნდა გეტყობოდეს!", - წერს კუტალია.
მკითხველის კომენტარები / 18 /
არასწორი განცხადებაა მოქმედი ფეხბურთელისაგან. ნაკრებში სულ რომ გამოიძახონ, რა დამოკიდებულებით დახვდებიან მოთამაშეები უკვე ვხვდები.
QT
10 ოქტომბერი 2021 10:20
6
მასე თუა მეც მინდა კაცო ნაკრებში!!! მე ვისზე ნაკლები ვარ?! გიოს და სულს მეც დავდებ , ქვილითაიას და აბურჯანიას არც შევიდარებ.
Vasili
10 ოქტომბერი 2021 01:22
9
თუ მაგარი ფეხბურთელი ხარ(ქვილითაიას კი ჯობიხარ)რატო ვერ ითამაშე გუნდაც ჰოლანდიის დონეზე ჩქიმ ჯიმა.პრობლემა ისაა რო მაღალი დონის მოთამაშეები არა გვყავს ვინც ბერძნების დონის გუნდს მოუგებს- საჭიროა 5-6კაცი ვინც თამაში იცის.
სანიოლმა კიდე ვინც წინა თამაშებში ყველას აჯობა ის ბიჭი სულ არ ათამაშა.
მეტი არ იციან-შენც არ იცი მეტი,არ გეწყინოს,კაი ბიჭი ხარ,ქვილითაიას მირჩევნიხარ როგორც ფორვარდი,მაგრამ არ არის ეს საკმარისი..იყო სხვებიც,ბუდუც სცადეს ახლა ნიკა სიჭინავაზე იჭინთებიან,მაგრამ ეს არაა საკმარისი.
კალაძის,არველაძის,ქინქლაძის კლასი არ ეყო სადმე გაღწევას და ახლა საშუალო ჩემპიონატების საშუალო გუნდების რეზერვებით რა უნდა ვქნათ(გიორბელიძე-დრეზდენის სკამი,კაკაბაძე პოლონეთში სკამი,დავითაშვილი ტულას სკამი,დვალი უნგრეთში სკამზე,აბურჯანია ჟილ ვისენტეს სკამი და ვაბშე მთელ გუნდა სკამის ფორმა აქვს
Levani
09 ოქტომბერი 2021 23:59
2
მერე ზუსტად ეგ თქვა
მაგ ბიჭმა ათამაშეთ ის ხალხი ვისაც სკამის ფორმა არააქვსო.
Sinsilo
10 ოქტომბერი 2021 09:34
3
კაი რა კუტალია.შენ არ იყავი ირტიშში რომ გადახვედი დინამოდან და ოცნება ავისრელე ისტორიულ გუნდში მოვხვდიო???ისრაელის მეორე ლიგიდან გინდა ნაკრებში მოხვედრა?
master
09 ოქტომბერი 2021 23:43
3

სიახლეები პოპულარული