ua-football: დღე, როდესაც ხვიჩამ ზლატანი დაჩრდილა

AutoSharing Option
უკრაინულმა ua-football-მა საქართველოსა და შვედეთის მატჩი მიმოიხილა და ჩვენი გუნდის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია შეაქო:

საქართველოს დიდმა ტალანტმა სკანდინავიელები შოკში ჩააგდო

"შვედეთს ბათუმში გამარჯვება ესაჭიროებოდა, რათა ესპანეთთან ფინალურ მატჩს პირველ ადგილზე შეხვედროდა, მაგრამ მოდუნებამ დააღალატა.

მომენტების ასე განიავება არ შეიძლება. ჯერ კიდევ შესვენებამდე კლასონი ცარიელ კარში ურტყამდა, მაგრამ ძლივს მიარტყა ბურთს ფეხი და გურამ კაშიამ გამოიტანა. შემდეგ ზლატანმა დარტყმის მაგივრად რამდენიმე მეტრიდან მეკარეს პასი გაუკეთა. ცენტრში გარღვევაზე გასულმა ისაკმაც ვერ დაარტყა უკეთ.

და რამდენი ნახევარმომენტი იყო, არასწორი გადაწყვეტილება და უბრალოდ პიჟონობა
იანე ანდერსონის გუნდისგან! მოჩანდა, თითქოს შვედებს არ სჯეროდათ, რომ ქულებს დაკარგავდნენ და ამან ისინი დაღუპა.

მეორე ტაიმის დასაწყისში იბრაჰიმოვიჩის მიერ ბურთის დაგდების მერე კლასონმა კიდევ ერთი ასპროცენტიანი შანსი ვერ გამოიყენა. საქართველომ ანგარიში პირველივე სტანდარტულიდან გახსნა - „რუბინის“ 20 წლის ლიდერმა კვარაცხელიამ ყველაზე უკეთ მოახერხა ჯგლეთაში ორიენტირება.

იქ ზლატანსაც უნდა გამოეჩინა თავი, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ, 40 წლის ვეტერანი მოედანზე თავს არაკომფორტულად გრძნობდა. მისი ახალგაზრდა პარტნიორები ხშირად რაღაც თავისას თამაშობდნენ და მისთვის ადვილი არ იყო საერთო სურათში საკუთარი ადგილის მონახვა.

ხვიჩა კი სივრცეში უბრალოდ ღვთაებრივად უტევდა. მისი პირველი გარღვევა კინაღამ გოლით დასრულდა - თავისი გუნდი ოლსენმა გადაარჩინა, ხოლო მეორე ცდიდან კვარაცხელიამ ლინდელოფსა და კომპანიას შეცდომა არ აპატია.

ქართველებმა ნახევარი წლის მანძილზე მეორე გამარჯვება მოიპოვეს!"

მკითხველის კომენტარები / 15 /
ხვიჩამ უშუალოდ ზლატანს მოუგო 2:0, იმიტომ რომ ორივე თავდამსხმელია!
ბადრი
13 ნოემბერი 2021 09:58
0
სუმატოხა,სივიწროვე და პიჟონობა არ ვიცი,მაგრამ ხვიჩამ მაგარი კი ჯგლეთა შვედები
:-)
13 ნოემბერი 2021 03:36
1
რა ნიშანს აჩვენებს ხვიჩა იქნებ ვინმემ ამიხსნას?
გურჯი
12 ნოემბერი 2021 20:57
1
ტაიმ აუტის ნიშანია და კრიტიკოსებს მიმართა,ენები გააჩერეთო!
სოსო
13 ნოემბერი 2021 15:45
0
ასო ნ-ს აჩვენებს
Bb
13 ნოემბერი 2021 09:49
3
ყველა გამოხმაურება
არცოდნა არცოდვაა, უბრალოდ რაც არ იცით, იმაზე ნუ წერთ, თანაც ირონიულად და უხერხულ მდგომარეობაში ნუ იგდებთ თავს.
ნიკა
12 ნოემბერი 2021 20:30
0
"სუმატოხა" - ალიაქოთი, აურზაური, შფოთი, გაწამაწია. ჯგლეთა სულ სხვა რამეა. ქართული სიტყვაა და შესაბამისად, თარგმნას არ საჭიროებს.
სანდრო
12 ნოემბერი 2021 20:23
0

SL-ს: ჯგლეთა ქართული სიტყვაა და არა უკრაინულიდან ნათარგმნი - მდგომარეობა, როდესაც რაიმე ადგილას დიდი სივიწროვეა.
sandro
12 ნოემბერი 2021 20:13
2
"ჯგლეთა" მითარგმნეთ უკრაინულად გეხვეწებით ))))



ან რამე ენაზე მაინც მითარგმნეთ )))))

ქართულად მაინც )))))
SL
12 ნოემბერი 2021 19:58
7
ჭყანჭყუა მარგალურ ენაზე
ბაჩი
15 ნოემბერი 2021 21:13
0
სუმატოხა..)))
zaza
12 ნოემბერი 2021 20:16
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული