ua-football: დღე, როდესაც ხვიჩამ ზლატანი დაჩრდილა

AutoSharing Option
უკრაინულმა ua-football-მა საქართველოსა და შვედეთის მატჩი მიმოიხილა და ჩვენი გუნდის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია შეაქო:

საქართველოს დიდმა ტალანტმა სკანდინავიელები შოკში ჩააგდო

"შვედეთს ბათუმში გამარჯვება ესაჭიროებოდა, რათა ესპანეთთან ფინალურ მატჩს პირველ ადგილზე შეხვედროდა, მაგრამ მოდუნებამ დააღალატა.

მომენტების ასე განიავება არ შეიძლება. ჯერ კიდევ შესვენებამდე კლასონი ცარიელ კარში ურტყამდა, მაგრამ ძლივს მიარტყა ბურთს ფეხი და გურამ კაშიამ გამოიტანა. შემდეგ ზლატანმა დარტყმის მაგივრად რამდენიმე მეტრიდან მეკარეს პასი გაუკეთა. ცენტრში გარღვევაზე გასულმა ისაკმაც ვერ დაარტყა უკეთ.

და რამდენი ნახევარმომენტი იყო, არასწორი გადაწყვეტილება და უბრალოდ პიჟონობა
იანე ანდერსონის გუნდისგან! მოჩანდა, თითქოს შვედებს არ სჯეროდათ, რომ ქულებს დაკარგავდნენ და ამან ისინი დაღუპა.

მეორე ტაიმის დასაწყისში იბრაჰიმოვიჩის მიერ ბურთის დაგდების მერე კლასონმა კიდევ ერთი ასპროცენტიანი შანსი ვერ გამოიყენა. საქართველომ ანგარიში პირველივე სტანდარტულიდან გახსნა - „რუბინის“ 20 წლის ლიდერმა კვარაცხელიამ ყველაზე უკეთ მოახერხა ჯგლეთაში ორიენტირება.

იქ ზლატანსაც უნდა გამოეჩინა თავი, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ, 40 წლის ვეტერანი მოედანზე თავს არაკომფორტულად გრძნობდა. მისი ახალგაზრდა პარტნიორები ხშირად რაღაც თავისას თამაშობდნენ და მისთვის ადვილი არ იყო საერთო სურათში საკუთარი ადგილის მონახვა.

ხვიჩა კი სივრცეში უბრალოდ ღვთაებრივად უტევდა. მისი პირველი გარღვევა კინაღამ გოლით დასრულდა - თავისი გუნდი ოლსენმა გადაარჩინა, ხოლო მეორე ცდიდან კვარაცხელიამ ლინდელოფსა და კომპანიას შეცდომა არ აპატია.

ქართველებმა ნახევარი წლის მანძილზე მეორე გამარჯვება მოიპოვეს!"

მკითხველის კომენტარები / 15 /
ხვიჩამ უშუალოდ ზლატანს მოუგო 2:0, იმიტომ რომ ორივე თავდამსხმელია!
ბადრი
09:58 13-11-2021
0
სუმატოხა,სივიწროვე და პიჟონობა არ ვიცი,მაგრამ ხვიჩამ მაგარი კი ჯგლეთა შვედები
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული