"კვარაცხელიას თამაში ორ ნაწილად შეიძლება გაიყოს..." - სანიოლი

AutoSharing Option
ამხანაგურ მატჩში უზბეკეთის 1:0 დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"ეს ჩვენი საუკეთესო მატჩი არ ყოფილა. რამდენიმეთვიანი პაუზის წინ მნიშვნელოვანი იყო, კარგი განწყობა შეგვენარჩუნებინა. შვედეთთან მატჩის შემდეგ ზოგიერთ ფეხბურთელს, შესაძლოა, დაღლილობაც ეტყობოდა.

გიორგი ჩაკვეტაძეს 2 დღის წინ ვესაუბრე. მას ტკივილი აწუხებდა, სამედიცინო ჯგუფმა შეამოწმა და სამწუხაროდ, ამ მატჩში დაგვაკლდა. გიორგის მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

რა თქმა უნდა, ფორვარდის არჩევასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას მეტოქიდან გამომდინარე ვიღებთ. ვოლკოვს დღევანდელი გოლი თავდაჯერებაში დაეხმარება, შვედეთთან კი მისი პერფორმანსი მოსაწონი იყო.

მარტამდე დიდი დროა,
თუმცა მას მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენებთ. ჩვენი შტაბის წევრები სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებენ. საინტერესოა ფეხბურთელების ნაკრებს მიღმა დაკვირვება და მათთან საუბარი.

რაც შეეხება 2021 წელს - მარტის შემდეგ რამდენიმე კარგი ეპიზოდი იყო. ვწუხვართ იმ შეხვედრების გამო, რომლებიც სექტემბერში გავმართეთ.

ჩვენზეა დამოკიდებული, მარტში როგორი განწყობა იქნება და ის ფეხბურთელები, რომლებმაც ახლა თავი კარგად წარმოაჩინეს, როგორ ფორმაში შეხვდებიან.

კვარაცხელიას თამაში ორ ნაწილად შეიძლება გაიყოს - პირველი 10 და დასკვნითი 15 წუთი. მთავარია, მან სტაბილურობას მიაღწიოს.

კანკავამ შვედეთთან იმიტომ არ ითამაშა, რომ კოსოვოსთან გვილიამ და კვეკვესკირმა კარგად იასპარეზეს, ახლა კი ოჯახური პრობლემების გამო დაგვაკლდა".

მკითხველის კომენტარები / 3 /
მწვრთნელის შეცვლაზე. ვაისმაც ჩაისვარა თავიდან, მაგრამ შემდეგ ერთა ლიგის ფინალში გავედით. რადგან სექტემბრის კატასტროფის მერე შედეგი მივიღეთ, ჩემი მოკრძალებული აზრით, მგონი სანიოლი ფიქრობს, მუშაობს, აანალიზებს. რაც ოპტიმიზმის მცირე იმედს ტოვებს. დავტოვოთ, ახალი რომ მოვიდეს ერთბაშად ღობეები არ დაანგრიოს.
ჰაჰა
13:14 16-11-2021
1
სანიოლის სტატისტიკა ნაკრებში:12 მატჩი 4 მოგება 1 ფრე 7 წაგება.ბურთების შეფარდება 10:20-თან.აქედან ოთხი მატჩი იყო ამხანაგური.ერთი შეხედვით ცუდი სტატისტიკაა,მაგრამ მეორეს მხრივ მას ფაქტიურად არ ჰქონია დრო ნაკრების გასაცნობად.ახლა კი ასე თუ ისე გაიცნო გუნდი და თუ ბიჭებიც მოინდომებენ და ხელს შეუწყობენ,შეიძლება საშუალო ევროპული დონის ნაკრების ჩამოყალიბება!წარმატებები!
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული