ერთა ლიგის C ლიგის მე-4 ჯგუფში საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქის, ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ბლაგოია მილევსკიმ კენჭისყრა შეაფასა.
"რთული ჯგუფია, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში ადვილი მეტოქეები არ არიან და ქულების მოპოვებას ვერ დაგეგმავ. სერიოზულ შეხვედრებს მოუთმენლად ველით.
საქართველოს უკანასკნელ ხანს რამდენიმეჯერ შევხვდით. ბულგარეთმა იტალიასთან ფრეს მიაღწია. ეს იმის მანიშნებელია, რომ ჩვენი ოპონენტი მნიშვნელოვნად გაძლიერდა. გიბრალტარიც, რა თქმა უნდა, ის აღარ არის, რაც ერთა ლიგის პირველი გათამაშებისას იყო, როდესაც დავუპირისპირდით.
ყველა მატჩი მაღალ დონეზე უნდა ჩავატ
აროთ. თანამედროვე ფეხბურთში სხვა მიდგომა უბრალოდ არ არსებობს. ყველას ბოლომდე დახარჯვა გმართებს", - ციტირებს მილევსკის "სპორტმედია".