ფიფას განახლებულ რეიტინგში საქართველოს ნაკრები ერთი საფეხურით დაწინაურდა და 85-ე ადგილს იკავებს. შესაძლოა, დეკემბერში ცვლილებამ გაგაკვირვოთ, რადგან უკანასკნელად ნოემბერში ვიასპარეზეთ, თუმცა ამის მიზეზი ჩვენზე წინ მდგომი ბაჰრეინის დაქვეითებაა. მიმდინარე თვეში, პორტუგალიელი სოუსას აზიურმა ნაკრებმა ერაყთან ფრედ (0:0) ითამაშა, ომანთან კი დიდი ანგარიშით (0:3) დამარცხდა.
როცა წლის დასაწყისში "ჯვაროსნებს" სათავეში ვილი სანიოლი ჩაუდგა, მაშინ საერთაშორისო რეიტინგში 89-ე ადგილს ვიკავებდით. ასე რომ, პროგრესი გვაქვს - 4 ადგილით დავწინაურდით.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების უახლოეს გეგმებს - მარტში 2 ამხანაგურ შეხვედრას გავმართავთ. მოწინააღმდეგეები ჯერ
დადგენილი არაა, ივნისიდან კი "ერთა ლიგაში" ჩავერთვებით. აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქეებიდან საუკეთესო პოზიცია ჩრდ. მაკედონიას (67-ე) უჭირავს, ბულგარეთი 71-ეა, გიბრალტარი კი - 203-ე.
ფიფას რეიტინგის პირველი ათეული უცვლელია:
1. ბელგია;
2. ბრაზილია;
3. საფრანგეთი;
4. ინგლისი;
5. არგენტინა;
6. იტალია;
7. ესპანეთი;
8. პორტუგალია;
9. დანია;
10. ნიდერლანდები
სანიოლი: ამ ჯგუფის მოგება შეგვიძლია
საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
რა შანსი გვაქვს ჯგუფის ლიდერთან? - პესიმისტურად განწყობილი ბულგარელები
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა გაირკვა
ამის სწავლის შესაძლებლობა საქართველოში 2003 წლიდან რომ არსებობს და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებისათვის უფასოა?
ასე მომზადებული ქართველი ფეხბურთელი ძალიან გვიან რომ იღლება და მოწინააღმეგესთან, რომელსაც ეს ცოდნა არ გააჩნია, ძალიან დიდი უპირატესობა ექნება?
ჩვენები თუ დაძუნძულობენ, ისინი ალბათ დადიან, ბოლო ადგილზე გასულები ან მოედანზე კოტრიიალობენ, ან იძინებენ, აბა სხვანაირად რითი უნდა გაგვესწრო მაგათთვის?
იქნებ ტოტალიზატორებმა მაკედონიასთან თქვეს, ეხლა თქვენ დაწექით და შვედეთთან ისინი დაგიწვებიანო? რა უნდა ექნა სანიოლს? აიღო ერთი ბარტყი და გადაუგდო მელიას.. ამის მერე ვის შეუძლია თავიდან მოიშოროს მელია?
.. შვედების თამაშს, რომ ვუყურებდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ თითქოს დავალებული ქონდათ იმათ გაატანინეთ და თქვენ არ გაიტანოთო..
ასე მგონია შეგნებულად არ იტანდნენ. მე ვიყო მამლაყინწა თუ ვვცდებოდე, ნაღდად ეგრე იყო, კუშებსაც რომ შევხედოთ, ამ საქმიდან სხვა აზრს ვერ გამოიტანთ..
რაც უფრო დიდი მაყუთი ტრიალებს ფეხბურთში, მით უფრო მომგებიანი ხდება ფეხბურთელების ძუნძული მწვანე მინდორზე.
ამაზე უკეთეს ბიზნესს ვერც ინატრებდნენ მე20 საუკუნის დასაწყიში.. წააგე? დაიხურე ქუდი, აიღე დიპლომატით და კმაყოფილი წადი.. ხალხი? ხალხის ნერვიულობა ამ მაყუთში შედის.. თვით ინფაქტიც კი.!
ფედერაცია და კობიაშვილო ხომ არ გგონიათ დრო გავიდა და ხალხს დაავიწყდა რეები გაქვთ გაკეთებული, ვერა ვერ გადაურჩებით არასადროს არ შეგრჩებათ და მოგეთხოვებათ პასუხი.
1). ცხადაძის გაგდება და ვლადიმერ ვაისის ჩამოთრევა. მაშინ როდესაც ნაკრები ყველაზე მებრძოლი იყო და საუკეთესოდ ათამაშდა ისტორიაში.
2). ბოლო 2 თამაშის სპეციალურად წაგება ჯგუფში იმისთვის რომ ერთა ლიგაში უკეთეს კალათში მოვხვედრილიყავით. სახალხოდ გამართლება და მხარდაჭერა ამ "იდეის", რასაც სხვანაირად მიცემა ქვია. ოფიციალური მიცემა ქნეს
3). მერე ასე მიცემით დაწყებული საქმით ერთა ერთა ლიგის ფინალში დანის ჩაცემა ზურგში. მთელი ერი გაამწარეთ გაანადგურეთ 30 წლის იმედი ჩაუწვით თვალწინ.
4). სომხეთთან წაგება. თქვენი ჩამოთრეული ვაისის ხელში.
5). ვაისის მერე მორიგი უცხოელი ტურისტის ჩამოთრევა სანიოლის სახით და კიდევ ერთხელ დატრიალება ძველი ტკბილი "კარუსელის". ფაქტიურად უმწვრთნელო გუნდი. ახალი თაობის მომავალს კლავთ მოსპეთ და ჩაწვით.
6). კოსოვოსთან წაგება. ისტორიაში უდიდესი სირცხვილი. სიკვდილი. საკუთარ სახლში. 7 დებიუტანტის დაყენება კოსოვოსთან ოფიციალურ მატჩში. სპეციალური წაგება. ანომალიური სასტავის დაყენება და შეცვლები ნაკრების მატჩში.
7). კოსოვოსთან წაგების მერე. არც გადადგომა. არც მწვრთნელის მოხსნა. არც ბოდიში. არც არაფერი. ისევ უტიფრად სკამებზე დარჩით. როცა კოსოვომ თავზე დაიმხო ყველაფერი საქართველოსთან წაგების მერე - მწვრთნელი გაუშვა თან მართლა ხარისხიანი სტაჟიანი და ლეგენდარული მწვრთნელი.
----------------
თქვენ ხო არ გგონიათ დრო გავიდა წლები გავიდა ბევრმა წყალმა ჩაიარა და გადაავიწყდა ხალხს თქვენი Nაჩ@თLაX*რი