პროგრესი სანიოლის პერიოდში - ფიფას წლის უკანასკნელი რეიტინგი

AutoSharing Option
ფიფას განახლებულ რეიტინგში საქართველოს ნაკრები ერთი საფეხურით დაწინაურდა და 85-ე ადგილს იკავებს. შესაძლოა, დეკემბერში ცვლილებამ გაგაკვირვოთ, რადგან უკანასკნელად ნოემბერში ვიასპარეზეთ, თუმცა ამის მიზეზი ჩვენზე წინ მდგომი ბაჰრეინის დაქვეითებაა. მიმდინარე თვეში, პორტუგალიელი სოუსას აზიურმა ნაკრებმა ერაყთან ფრედ (0:0) ითამაშა, ომანთან კი დიდი ანგარიშით (0:3) დამარცხდა.

როცა წლის დასაწყისში "ჯვაროსნებს" სათავეში ვილი სანიოლი ჩაუდგა, მაშინ საერთაშორისო რეიტინგში 89-ე ადგილს ვიკავებდით. ასე რომ, პროგრესი გვაქვს - 4 ადგილით დავწინაურდით.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების უახლოეს გეგმებს - მარტში 2 ამხანაგურ შეხვედრას გავმართავთ. მოწინააღმდეგეები ჯერ
დადგენილი არაა, ივნისიდან კი "ერთა ლიგაში" ჩავერთვებით. აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქეებიდან საუკეთესო პოზიცია ჩრდ. მაკედონიას (67-ე) უჭირავს, ბულგარეთი 71-ეა, გიბრალტარი კი - 203-ე.

ფიფას რეიტინგის პირველი ათეული უცვლელია:

1. ბელგია;

2. ბრაზილია;

3. საფრანგეთი;

4. ინგლისი;

5. არგენტინა;

6. იტალია;

7. ესპანეთი;

8. პორტუგალია;

9. დანია;

10. ნიდერლანდები

altსანიოლი: ამ ჯგუფის მოგება შეგვიძლია

altსაქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია

altრა შანსი გვაქვს ჯგუფის ლიდერთან? - პესიმისტურად განწყობილი ბულგარელები

altერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა გაირკვა



მკითხველის კომენტარები / 9 /
ვფიქრობ და ვერ ვიხსენებ ბოლოს ბელგიამ როდის რა მოიგო არც ევროპა არც მსოფლიო არც ერთა ლიგა და რატოა პირველზე ბელგია და მესამეზე საფრანგეთი
ტოტტი
23 დეკემბერი 2021 16:08
5
და ბაჰრეინი რატომ იყო ჩვენზე წინ, ეგ იცოდი?!... კიდევ კარგი, რომ 3:0 მოუგო ომანმა და ნეტავ ეგ ომანი რომელზეღაა და ერთი მაგათთან გვათამაშა შაიბიანი ჰოკეი რააა...
ვოოტ
23 დეკემბერი 2021 16:49
0
სხვა პროგრეს ვერ ხედავდიტ რა ცოტა გაკმაკოპილებტ ვაი პპპპპპპ
aron
23 დეკემბერი 2021 16:46
8
ვინმემ იცოდით, დახარჯული ენერგიის აღდგენა თამაშის დროსვე რომ არის შესაძლებელი?
ამის სწავლის შესაძლებლობა საქართველოში 2003 წლიდან რომ არსებობს და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებისათვის უფასოა?
ასე მომზადებული ქართველი ფეხბურთელი ძალიან გვიან რომ იღლება და მოწინააღმეგესთან, რომელსაც ეს ცოდნა არ გააჩნია, ძალიან დიდი უპირატესობა ექნება?
Guja Kakhadze
23 დეკემბერი 2021 22:34
3
რომელ პროგრესზე საუბრობთ?
თემო
24 დეკემბერი 2021 14:56
0
ანუ გამოდის, რომ ჩვენ ნაკრებზე უფრო სუსტებიც არსებობენ?
ჩვენები თუ დაძუნძულობენ, ისინი ალბათ დადიან, ბოლო ადგილზე გასულები ან მოედანზე კოტრიიალობენ, ან იძინებენ, აბა სხვანაირად რითი უნდა გაგვესწრო მაგათთვის?
იქნებ ტოტალიზატორებმა მაკედონიასთან თქვეს, ეხლა თქვენ დაწექით და შვედეთთან ისინი დაგიწვებიანო? რა უნდა ექნა სანიოლს? აიღო ერთი ბარტყი და გადაუგდო მელიას.. ამის მერე ვის შეუძლია თავიდან მოიშოროს მელია?
.. შვედების თამაშს, რომ ვუყურებდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ თითქოს დავალებული ქონდათ იმათ გაატანინეთ და თქვენ არ გაიტანოთო..
ასე მგონია შეგნებულად არ იტანდნენ. მე ვიყო მამლაყინწა თუ ვვცდებოდე, ნაღდად ეგრე იყო, კუშებსაც რომ შევხედოთ, ამ საქმიდან სხვა აზრს ვერ გამოიტანთ..
რაც უფრო დიდი მაყუთი ტრიალებს ფეხბურთში, მით უფრო მომგებიანი ხდება ფეხბურთელების ძუნძული მწვანე მინდორზე.
ამაზე უკეთეს ბიზნესს ვერც ინატრებდნენ მე20 საუკუნის დასაწყიში.. წააგე? დაიხურე ქუდი, აიღე დიპლომატით და კმაყოფილი წადი.. ხალხი? ხალხის ნერვიულობა ამ მაყუთში შედის.. თვით ინფაქტიც კი.!
კ ო მ ბ ლ ე
24 დეკემბერი 2021 02:20
3
არ ჯობია რომ საერთოდ არ ჩავატაროთ, სანაკრებო თამაშები და ასე უფრო წინ გავიწევთ რეიტინგში.
მორიელი
24 დეკემბერი 2021 13:08
0
ძალიან საინტერესოა რატომ არ იძიებენ ამ ფედერაციის და ვაისის რბილად რომ ვთქვატ ძალიან საეჭვო საქციელს მაკედონიასთან მატჩში ..როდესაც ამ გადამწყეტ თამაშში ვაისი გაუნძრევლად ეგდო და არ შეცვალა მოთამაშეები ბოლო წუთამდე?! რას მოიტანდა შეცვლა არ ვიცით..მაგრამ ასეთრი დონის მატში ყველაფერს ცდიან!!!!!! მერე წაგება სომხებთან რომ გული მოეკლათ ხალხისთვის..სომხეთის ნაკრები რა ღვითოც არი მანამდეც ჩანდა და მერეც დავრწმუნდით..ალბათ ასე იყო საჭირო რომ რაც შეიძლება მეტ ქართველს დამარცხებულის მენტალიტეტი ღრმად გაუჯდეს ჯიგარში.......მერე კოსოვოსთან დიდი ექსპერიმენტი....და როგორც კი ყველა შანსი დაიკარგა...მერე გავინავარდეთ ან უფრო ნება მოგვცეს გაგვენავარდებინა!!!!!! ქართველი გულშემატკივრები ვითხოვთ გამოიძიონ მატჩები მაკედონიასთან და სომხეთთან..ძალიან ცუდი სუნი ადის ამ თამაშებს...ეს გუნდები მაინც არ გვჯობდნენ!!!!!!
ნუგზარ ნუცუბიძე
05 იანვარი 2022 11:30
0
პროგრესი სანიოლის კ ა რ ი ე რ ა შ ი . სხვაგან არსად... ისევ იგივე ყველაფერი და უტიფარი პიარი

ფედერაცია და კობიაშვილო ხომ არ გგონიათ დრო გავიდა და ხალხს დაავიწყდა რეები გაქვთ გაკეთებული, ვერა ვერ გადაურჩებით არასადროს არ შეგრჩებათ და მოგეთხოვებათ პასუხი.

1). ცხადაძის გაგდება და ვლადიმერ ვაისის ჩამოთრევა. მაშინ როდესაც ნაკრები ყველაზე მებრძოლი იყო და საუკეთესოდ ათამაშდა ისტორიაში.

2). ბოლო 2 თამაშის სპეციალურად წაგება ჯგუფში იმისთვის რომ ერთა ლიგაში უკეთეს კალათში მოვხვედრილიყავით. სახალხოდ გამართლება და მხარდაჭერა ამ "იდეის", რასაც სხვანაირად მიცემა ქვია. ოფიციალური მიცემა ქნეს

3). მერე ასე მიცემით დაწყებული საქმით ერთა ერთა ლიგის ფინალში დანის ჩაცემა ზურგში. მთელი ერი გაამწარეთ გაანადგურეთ 30 წლის იმედი ჩაუწვით თვალწინ.

4). სომხეთთან წაგება. თქვენი ჩამოთრეული ვაისის ხელში.

5). ვაისის მერე მორიგი უცხოელი ტურისტის ჩამოთრევა სანიოლის სახით და კიდევ ერთხელ დატრიალება ძველი ტკბილი "კარუსელის". ფაქტიურად უმწვრთნელო გუნდი. ახალი თაობის მომავალს კლავთ მოსპეთ და ჩაწვით.

6). კოსოვოსთან წაგება. ისტორიაში უდიდესი სირცხვილი. სიკვდილი. საკუთარ სახლში. 7 დებიუტანტის დაყენება კოსოვოსთან ოფიციალურ მატჩში. სპეციალური წაგება. ანომალიური სასტავის დაყენება და შეცვლები ნაკრების მატჩში.

7). კოსოვოსთან წაგების მერე. არც გადადგომა. არც მწვრთნელის მოხსნა. არც ბოდიში. არც არაფერი. ისევ უტიფრად სკამებზე დარჩით. როცა კოსოვომ თავზე დაიმხო ყველაფერი საქართველოსთან წაგების მერე - მწვრთნელი გაუშვა თან მართლა ხარისხიანი სტაჟიანი და ლეგენდარული მწვრთნელი.

----------------

თქვენ ხო არ გგონიათ დრო გავიდა წლები გავიდა ბევრმა წყალმა ჩაიარა და გადაავიწყდა ხალხს თქვენი Nაჩ@თLაX*რი
Xalxi.
25 დეკემბერი 2021 08:33
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული