ჯაბა კანკავამ სანაკრებო კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
ჯაბა კანკავამ ეროვნულ ნაკრებში მოღვაწეობა დაასრულა. ეს ინფორმაცია ფეხბურთელმა გულშემატკივარს საკუთარი "ინსტაგრამის" მეშვეობით აცნობა:

"ცხოვრებაში დგება დრო, როდესაც შეძლებისდაგვარად მოკლედ ბევრი რამის თქმა გსურს. ეს სწორედ ასეთი შემთხვევაა. სიტყვა მადლობა ჩემს ცხოვრებაშიც გამორჩეულია. ამიტომ მადლობა ღმერთს, რისი კეთების შესაძლებლობაც მომცა; მადლობა ჩემს ქვეყანას, რადგან თავის წარმოჩენის საშუალება ასეთ დონეზე და ამ დოზით მქონდა. მადლობა ხალხს, თითოეულ გულშემატკივარს, ვისგანაც ვგრძნობდი სიყვარულს, გვერდში დგომას, პატივისცემას წლების განმავლობაში. გამორჩეული და განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა დედას, სწორედ მისი და ჩემი ოჯახის თითოეული წევრის და
ახლობელი ადამიანის დიდი დამსახურებაა, რომ მქონდა მოტივაცია და შესაძლებლობა ამდენი ხნის განმავლობაში ვყოფილიყავი ეროვნული ნაკრების წევრი. მინდა გამოვყო და გამოვარჩიო ჩემ მიმართ ლევან კობიაშვილის და ალექსანდრე იაშვილის გვერდში დგომა. მათმა დამოკიდებულებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში კვლავ ნაკრების წევრი ვყოფილიყავი.

მადლობა თითოეულ მწვრთნელს, ფეხბურთელს, სამედიცინო პერსონალს, ყველა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც, თუნდაც ერთი თამაში ჩავატარე და სანაკრებო გარემოში ვიმუშავე. მადლობა იმ პატივისცემისთვის და ურთიერთობებისთვის, რაც ერთმანეთის მიმართ გვქონდა. მე ვარ ამაყი, რომ ვიყავი საქათველოს ეროვნული ნაკრების წევრი 17 წლის განმავლობაში. რამდენად გამომივიდა, არ ვიცი, მაგრამ მე ნამდვილად მაქსიმუმს ვაკეთებდი, რომ ჩემი ქვეყნის წარმატებაში ჩემი წვლილი შემეტანა. მივიღე გადაწყვეტილება, დავასრულო სანაკრებო კარიერა. წარმატებებს ვუსურვებ მთელ საქართველოს და ეროვნულ ნაკრებს. დარწმუნებული ვარ და მჯერა მათი წარმატების მომავალში. ქვეყნის და საქართველოს ნაკრების დიდი გულშემატკივარი ჯაბა კანკავა" - წერს ჯაბა საკუთარ "ინსტაგრამის" გვერდზე.

შეგახსენებთ, კანკავამ ეროვნულ ნაკრებში 100 მატჩი ჩაატარა და თავი 10 გოლითაც გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 77 /
მადლობა შენ, კაპიტანო, იმ შემართებისთვის და თავდადებისთვის, რომლითაც ნამდვილად გამოირჩეოდი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში!
⚽️
16:07 27-01-2022
1
შენ ყოველთვის ჯიგარს დებდი მოედანზე, ნამდვილი მებრძოლი იყავი, არავის უშინდებოდი...წარმატებები შემდგომში...
ჩვენ ბრძოლაში ვართ ბედნიერები...
mamuka09ze
16:03 27-01-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული