ბოსნიელთა მწვრთნელი: საქართველოს ერთადერთი მომენტი ჰქონდა და გამოიყენა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან 0:1 დამარცხების შემდეგ კომენტარი ბოსნია-ჰერცეგოვინელთა მწვრთნელმა ივაილო პეტევმა გააკეთა:

"ჩვენ გამართლება არ გვაქვს, წაგებისთვის პასუხისმგებლები ვართ. ჩემი ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ, მხოლოდ გოლი დაგვაკლდა. დღეს მოწინააღმდეგეზე უკეთესი გუნდი ვიყავით. ერთხელ დაარტყეს და გოლი გაგვიტანეს. მსაჯმა ნაღდი გოლი არ ჩაგვითვალა. საქართველო 11 ფეხბურთელით იცავდა თავს. მათი დაცვის გარღვევა ადვილი არ იყო. შეხვედრის ბედი ერთმა გოლმა გადაწყვიტა. დემიროვიჩმა და სტევანოვიჩმა კარგი შანსები ვერ გამოიყენეს.

ვიმედოვნებ, რომ ნაკლს რაც შეიძლება მალე აღმოვფხვრით. ფეხბურთელთა ფსიქოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყველაფერ შესაძლებელს გავაკეთებთ. რაიმეს რადიკალურად შესაცვლელად
დრო არ გვაქვს. ერთმანეთი უნდა გავამხნევოთ, ბიჭები წავახალისოთ", - ციტირებს პეტევს ba.n1info.

მკითხველის კომენტარები / 7 /
გუშინ ინგლის შვეიცარიას უყურეთ, მოგეწონათ ვინმეს? საშინელი სვარკა იყო, ესაა თანამედროვე ფეხბურთი სამწუხაროდ. ტყუილად ელით სანიოლის გუნდიდან ფეერულ თამაშებს.
რრ
08:55 27-03-2022
0
ერთი მომენტი იგებს თამაშს,ისე კი საქართველომ შეტევაში მეტი უნდა იაქტიუროს აქვს ამის რესურსი გუნდს, საკმაოდ ბევრი შემტევი ფეხბურტელია დღეს ნაკრებში.სამომავლოდ კი ისეთი ფეხბურთელებით დაკოპლენქტებულმა გუნდმა როგორებიც არიან ჩაკვეტაძე,კვარაცხელია,ლობჟანიძე,წიტაიშვილი,დავითაშვილი,ზივზივაძე,ოქრიაშვილი ყაზაიშვილი,ქვილითაია მეტი უნდა შეუტიოს,რა თქმა უნდა ესენი ყველა ფორმაში და ჯამრთელად უნდა იყვნენ ამავედროს.
qomagebi
17:15 26-03-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული