სანიოლი: საქართველო ძლიერი ქვეყანაა - ეს ესპანეთთან და შვედეთთან ვაჩვენეთ

AutoSharing Option
წლის სადებიუტო შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ბოსნია-ჰერცეგოვინას 1:0 სძლია, ნამატჩევს კი ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"მეტოქეს არავითარი სიურპრიზი არ შემოუთავაზებია. ძველი სისტემით ითამაშეს. ჩემი აზრით, კარგი შეხვედრა იყო. შედეგი ისეთია, როგორიც არის. შეიძლებოდა 1:1 ან 2:2 ყოფილიყო. ჩვენ ახალი ტაქტიკა გამოვცადეთ და ჩემი ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ. ძალიან ბრძოლისუნარიანი ხასიათი გამოვავლინეთ.

თქვენ მართალი ხართ, მსაჯებმა რამდენიმე არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს. თქვენ გოლი არ ჩაგითვალეს, თუმცა მეორე ტაიმში ჩვენ პენალტი არ დაგვიდეს. რას ვიზამთ, ხანდახან არბიტრის ასეთი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ. ამხანაგური
მატჩი იყო და ეს გუნდების მომზადებას ემსახურება. შედეგს ყველაზე დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

საქართველო ძლიერი ქვეყანაა, ძლიერი ხალხი ჰყავს, რომლებიც ბრძოლას მიჩვეულები არიან და ეს ფეხბურთელთა თამაშზე აისახება. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ესპანეთთან და შვედეთან ეს ვაჩვენეთ. ვაჩვენეთ რამდენად მნიშვნელოვანია სწორი მენტალიტეტი. ზედიზედ ოთხი გამარჯვება ვიზეიმეთ და იმედია, ალბანეთსაც მოვუგებთ", - ციტირებს სანიოლს  sportsport.ba.

ba.n1info აღნიშნავს, რომ სანიოლი ნაკრებს წარმატებით ხელმძღვანელობს და დღეს თავისი ვიზავი ტაქტიკურ ორთაბრძოლაში სრულად დაჯაბნა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ფსიქოლოგიურად ძალიან სწორად უდგება ვილი, რაც თვითდაჯერებულობას მატებს ფეხბურთელებს
საქართველო
05:59 26-03-2022
0
სანიოლი საქართველოს გიმნს სწავლობს ნელ-ნელა! ყოჩაღ "ტრენერ"ალალი კაციხარ! აქა ხარ საქართველოში და გულსა და სულს დებ! ვაისივით კი არ გარბიხარ თამაშის დამთავრებისთანავე! კარგი გულის კაცი ხარ და ღმერთმა ხელი მოგიმართოს! ყური არავის დაუგდო შენით მართე ნაკრები და ამწელიწადში რაღაც დაგვეტყობა!
მწრთვნელი
13:35 26-03-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული