სანიოლი: ამ ამხანაგური მატჩების გამოყენება ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად გვსურს

AutoSharing Option
29 მარტს ალბანეთთან ამხანაგური მატჩის წინ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

"იგივე მოლოდინი მაქვს, როგორც ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მატჩამდე. სამწვრთნელო შტაბისთვის ნათელია, რომ ამ ამხანაგური მატჩების გამოყენება ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად გვსურს, თუმცა ეროვნულ ნაკრებში კარგი თამაშის ჩვენების საკითხი ყოველთვის მნიშვნელოვანია. ველი, რომ შევინარჩუნებთ დინამიკას, რომელიც ოქტომბრიდან გვაქვს. ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მატჩის შემდეგ კმაყოფილი ვიყავი დისციპლინით და გუნდური სულისკვეთებით და იმავეს ველი ალბანეთის წინააღმდეგაც.

მეტოქეს ძალიან კარგად ვიცნობთ. მოწინააღმდეგის შესწავლა ჩემი სამსახურის ნაწილია. რა თქმა უნდა, ალბანეთი ძლიერი გუნდია, რაც ესპანეთთან შეხვედრაში
დაამტკიცეს. მეტოქეს საინტერესო მოთამაშეები ჰყავს, რომლებიც კარგ ევროპულ კლუბებში თამაშობენ. ვიცით, მინიმუმ ისეთივე რთული შეხვედრა იქნება, როგორიც ბოსნია-ჰერცეგოვინის წინააღმდეგ ჩავატარეთ.

ალბანეთის ნაკრები ესპანეთთან მატჩის და მგზავრობის შემდეგ, შესაძლოა, დაღლილი იყოს, რაც გასაგებია. აქედან გამომდინარე, ცვლილებებიც არ არის გამორიცხული. ბოლო წლებში ალბანეთის ნაკრებს სტილი და ტაქტიკა დიდად არ შეუცვლია. დადებითი შედეგის მისაღწევად ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დისციპლინის და გუნდური სულისკვეთების შენარჩუნება".

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
მამარდას უჩალიჩებენ რა, ბულგარეთთანაც ასე იყო და ახლაც იგივე ხდება, ყველა წასაგებ თამაშში მას აყენებენ.
რრრ
23:46 28-03-2022
16
გამარჯობა ვილჯან! რად არ მიპასუხსე წინა კითხვაზე - იქნება ალბანელებთან თამაშისას მიტინფი და ქუდზე კაცი ჩვენს საჯარიმოში? ჰა?

შაკითვა
23:14 28-03-2022
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული