ვინ გააძლიერებს ნაკრებს და როგორ ფორმაში არიან ქართველი ფეხბურთელები? - მალე სანიოლი იტყვის...

AutoSharing Option
2 ივნისამდე არც ისე დიდი დროა, როცა საქართველოს ეროვნული ნაკრები "ერთა ლიგის" დატვირთულ ციკლში ჩაერთვება. თემა აქტუალურია და ვეცდებით, Sportall.ge-ს მკითხველებს მანამდე ამომწურავად ვესაუბროთ.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაასახელებს საქართველოს ნაკრების შემადგენლობას მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი. სავარაუდოდ, ის მაისის შუა რიცხვებში, ანუ საკმაოდ მალე უნდა მოხდეს. მსჯელობის გახსნა სწორედ კონტინგენტის თემით შეგვიძლია...

რამდენი იქნება საჭირო?

თუკი თვალს გადავავლებთ, ფრანგი მთავარი მწვრთნელი ხშირად 24-25  ფეხბურთელისგან შემდგარ სიას იყენებს. გამომდინარე იქიდან, რომ ახლა საუბარი 4 შეხვედრაზე გვაქვს, ლოგიკურია, რომ ეს რიცხვი კიდევ
უფრო გაიზრდება და პირველად სიაში, შესაძლოა, 28 მოთამაშეც კი ვიხილოთ.

სად შეიძლება კონკურენციის გაზრდა?

უკანასკნელ ამხანაგურ შეხვედრებამდეც ვწერდით, რომ მიუხედავად იმისა, ახალი ფეხბურთელების გამოცდის ბოლო შანსი იყო, სანიოლი ზედმეტ ექსპერიმენტებს მაინც მოერიდებოდა, რადგან მოახლოებული ტურნირისთვის გუნდის შეთამაშება უმნიშვნელოვანესი იყო. მაშინ რამდენიმე ახალი სახე ვიხილეთ.

ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებკონკურენტიან და პრობლემურ პოზიციად მარჯვენა ფლანგი რჩება და ამაზე დეტალურად დაგვიწერია. ლოგიკურად შეგვიძლია მივიჩნიოთ, თუკი ფრანგი დამრიგებლის სიაში თბილისის "დინამოს" მცველ ნიკა მალის გვარს ამოვიკითხავთ.

23 წლის ფეხბურთელს საქართველოს ნაკრებში თამაშის გამოცდილება აქვს, თუმცა ვლადიმირ ვაისმა ექსპერიმენტულ პოზიციაზე ათამაშა და ის მატჩი მისთვის კარგი გასახსენებელი ნამდვილად არაა. ვინც ეროვნულ ლიგას თვალს ადევნებს, ნიკა საკმაოდ კარგად გამოიყურება და ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგაც მშვენივრად ითამაშა. ამ პოზიციაზე სხვადასხვა ფეხბურთელი მოგვიაზრებია, თუმცა მალს აქ კონკურენციის გაზრდა ნამდვილად შეუძლია...

ჯაბა კანკავას წასვლის შემდეგ მოედნის ცენტრში ახალი მოთამაშის აუცილებლობა გაჩნდა. სანიოლმა თავის გამოჩენის შესაძლებლობა თბილისის "დინამოელ" ანზორ მექვაბიშვილს მისცა. თუკი "ჯვაროსნების" თავკაცი შუა ხაზის გაძლიერებას ეროვნულ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელით გადაწყვეტს, ისევ "დინამოელი" გიორგი მოისწრაფიშვილის განხილვა შეუძლია. 20 წლის ფეხბურთელს ეროვნულ ლიგაში გოლი და 3 შედეგიანი პასი აქვს.

ვისი თამაშია საეჭვო?

როცა ტრავმირებულებს ვახსენებთ, პირველ რიგში, ოთარ კიტეიშვილი გვახსენდება, რომელიც სამწუხაროდ, ისევ დაშავდა. არადა, საქართველოს ნაკრებისთვის როგორი საჭირო მოთამაშეა. მცირეა იმის შანსი, "შტურმელმა" მომჯობინება მოასწროს.

ტრავმირებულია გიორგი ქვილითაია, რომელიც კვიპროსის ჩემპიონატში მშვენიერ ფორმაში იყო, თუმცა მისი განაცხადში შეყვანა მაინც შესაძლებელია...

Sportall.Ge

ვის აქვს პრობლემები?

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ხშირად ამბობს, რომ სათამაშო პრაქტიკის გარეშე მასთან ფეხბურთელი ვერ ითამაშებს, მაგრამ ზოგჯერ მაინც უწევს ამა თუ იმ მსგავსი პრობლემის მქონე მოთამაშეს დაეყრდნოს. გასაგებია, ამის მიზეზი ნაკლები კონკურენცია და ამა თუ იმ ფეხბურთელის მნიშვნელობაა.

პირველ რიგში, გიორგი ჩაკვეტაძეზე უნდა ითქვას. მშვენიერი დასაწყისის შემდეგ მას "ჰამბურგში" ახლა კარგი პერიოდი არ აქვს და თამაშის შესაძლებლობა არ ეძლევა. მართალია, ბოლო სანაკრებო შეკრებაზე "ჩაკვე" არც სანიოლმა ათამაშა, თუმცა ფრანგი მის საკლუბო შეხვედრას დაესწრო და მაქსიმალურად ცდილობს, გიორგის დაანახოს, მისი ფორმაში ყოფნა რამდენად მნიშვნელოვანია.

მაგალითად, სათამაშო პრაქტიკის პრობლემა გამოკვეთილად აქვს ვაკო გვილიას და კარგად საქმე არც ნიკა კვეკვესკირის შემთხვევაშია. საუბარია საქართველოს ნაკრების საყრდენ ზონაზე და აქ ფორმაში მყოფ მოთამაშეებს დიდი ფასი აქვს. ისევ არ თამაშობს ცენტრალური მცველი ლაშა დვალი...

Sportall.Ge

ვინ მოუმატა?

არიან მოთამაშეები, რომლებიც ბოლო სანაკრებო მატჩებისგან განსხვავებით, უკეთეს ფორმასა და ხასიათზე არიან.

გიორგი მიქაუტაძე "სერენს" ელიტაში დარჩენაში გოლით დაეხმარა და თუკი სანიოლი გამოიძახებს, ეროვნულ ნაკრებში უფრო კარგ განწყობაზე იქნება.

წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, სათამაშო პრაქტიკის მხრივ უკეთეს მდგომარეობაში არიან გურამ გიორბელიძე, გიორგი აბურჯანია, საბა კვირკველია და გიორგი წიტაიშვილი.

და რაც მთავარია, ჩვენს ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიას ისევ ფორმაში მყოფსა და ლაღს ვხედავთ, რომელიც მალე იტალიურ "ნაპოლიში" ჩაირიცხება. "ჯვაროსნებში" მისი როლი ძალიან დიდია...

შეგახსენებთ, "ერთა ლიგის" პირველ ტურში 2 ივნისს, გიბრალტარის ნაკრებს ვუმასპინძლებთ.

altხვიჩას არყოფნაში საუკეთესო - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასება

altსანიოლის ნაკრების კარგი და ცუდი - "ერთა ლიგის" წინ

მკითხველის კომენტარები / 19 /
ჩაკვეტაძის ვერაფერი გავიგე, სამი მწვრთნელი ამბობს ვარჯიშზე მონდომებული არააო და უნდა კი ფეხბურთის თამაში, გასაგებია მძიმე ტრავმა ქონდა მაგრამ ბევრი ფეხბურთელს ქონდა მაგაზე მძიმე ტრავმა და ბევრი ვარჯიშით და მონდომებით უფრო ძლიერები დაბრუნდნენ
irakli
10:45 11-05-2022
1
ძალიან უსახური გუნდია ჩვენი ნაკრები. რა თქმა უნდა ვგულშემატკივრობთ ყველანი, მაგრამ გულის სიღრმეში ასევე ყველამ ვიცით რომ თამაშის ნაცვლად ეს არის მოედანზე ჩვენი ბიჭების წვალება. ხანდახან შედეგიც კი მოაქვს ამას, მაგრამ რაიმე სერიოზულ წარმატებაზე საუბარი ზედმეტია, მინიმუმ ათწლეული. მანამდე სანამ ქართულ ფეხბურთს სათავეში მენეჯერები არ ჩაუდგებიან და მხოლოდ ყოფილი ფეხბურთელები უხელმძღვანელებენ ასე საცოდავად ვიქნებით. არადა ეგენი არავის არაფერს დაანებებენ და ასე ვართ ჩაკეტილ წრეზე, კი გავიდა უკვე 28 წელი.
ირაკლი
14:06 11-05-2022
17

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული