საქართველოს ნაკრების მეტოქის ბანაკში არეულობაა - "ჯვაროსნებს" უმძიმესი ბრძოლა ელის

AutoSharing Option
ერთა ლიგის პირველ ტურში სახლში გიბრალტარის 4:0 დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრები 5 ივნისს სტუმრად ბულგარეთს დაუპირისპირდება. ჩვენი მეტოქის ბანაკში კი სიტუაცია მთლად დალაგებული ვერაა, ვინაიდან საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრეს (1:1) დასჯერდნენ და ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბორისლავ მიხაილოვმა ვიცე-პრეზიდენტ იორდან ლეჩკოვთან ერთად საფინალო სასტვენის შემდეგ სასწრაფოდ უკმაყოფილომ დატოვა სტადიონი.

"ტრუდი" იტყობინება, რომ მიხაილოვი იმედგაცრუებულია ეროვნული გუნდის უხეირო თამაშით და მწვრთნელი იასინ პეტროვი ქალაქ ვარნაში დაიბარა. საუბარი სასტუმრო "ვილა ჩენკაში" შედგა. გამოცემის ცნობით, პეტროვისადმი, რომელსაც ზამთარში კონტრაქტი ერთი წლით გაუგრძელეს,
უნდობლობა იზრდება და უკანასკნელი გაფრთხილება მისცეს.

ნაკრების ხუთმა წამყვანმა ფეხბურთელმა შექმნილი ვითარება განიხილა, რათა გამოსავალი იპოვნონ და ჯგუფიდან გასვლა შეძლონ, რაც ბულგარული მედიის მტკიცებით, ასეთი თამაშით შეუძლებელია.

ასე რომ, ბულგარელებს უკანდასახევი გზა მოჭრილი აქვთ და ჩვენს გუნდს მძიმე ბრძოლის გადატანა მოუწევს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
უნდა მოვუგოთ მაგ უჯიშოებს.
ILIA
01:18 04-06-2022
28
რა უცნაური რაღაცეები ხდება საქართველოში,ზოგი ერეკლეს მოღალატეს ეძახის და ზოგი ხაზს უსვავს ფეხბურთელების მეგრელობას,კორონამ დაგვიტოვა რაღაც სიმპტომი თუ რამე ახალი ვირუსია? არაფერი მაქვს მეგრულის წინააღმდეგი ან რატომ უნდა მქონდეს,მაგრამ საზოგადოებაში როცა საუბრობ,მაშინ ყველასთვის გასაგებ ენაზე უნდა ისაუბროთ. საზოგადოებაში ჩურჩულის არ იყოს,უზრდელობაა ეგ ამბავი და არა ის რო ჩემი კუთხე მიყვარს ამბავი.როცა მარტო მეგრელები იქნებით კონკრეტულ წრეში ან სახლში ისაუბრეთ მეგრულად,საზოგადოებაში იმ ენაზე,რაც ყველას ესმის. უზრდელობაა ეს ამბავი და არ მგონია,რომ სამეგრელოში ეგეთი ხალხი ცხოვრობს,რაღაცეების არევასთან გვაქვს საქმე.
რას არ გაიგებს კაცი
19:18 04-06-2022
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული