"საქართველოსთან ეს არ უნდა განმეორდეს" - ბულგარელთა მწვრთნელი უკმაყოფილოა

AutoSharing Option
ერთა ლიგის C ლიგის მე-4 ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, ბულგარეთი საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ მაკედონიას დაუზავდა (1:1). მასპინძელთა გუნდის მწვრთნელი იასინ პეტროვი თავისი გუნდის თამაშითა და ქულების დაკარგვით უკმაყოფილო დარჩა:

"დიდ გუნდს შევხვდით. ინიციატივის დაუფლება ვერ მოვახერხეთ, განსაკუთრებით, მოედნის ცენტრში, უფრო მეორე ტაიმის დასაწყისში. ბევრი ელემენტარული შეცდომა დავუშვით. ვიცი, მეტი შეგვიძლია. ძალიან დიდი იყო მოგების სურვილი. ამან ფეხბურთელთა ნერვიულობა გამოიწვია.
არა, შესვენების შემდეგ ჭკვიანურად ვერ ვთამაშობდით. შეცდომის შედეგად გოლი გავუშვით, უაზრო გოლი. ერთიმეორის მიყოლებით ელემენტარული შეცდომები დავუშვით. ეს ფეხბურთია. ეს უნდა
დავივიწყოთ და წინ ვიაროთ. ჩვენს ზოგიერთ ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა აკლია და საუკეთესო ფორმაში არაა. ვერ ვიტყვი, რომ არ მოინდომეს.

მათ ჰყავთ ფეხბურთელები, რომლებიც ძლიერ გუნდებში ასპარეზობენ. კარგი გუნდია, კარგად მუშაობენ. სწრაფად ვერ ვუტევდით, ნერვიულობა დაგვეტყო. ამან ხელი შეგვიშალა. თავდამსხმელთა უმეტესობას სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. სრულიად სხვაა, როდესაც თამაშობ და როდესაც არ თამაშობ. თუმცა ისინი ჩვენი ფეხბურთელები არიან და მათზე იმედებს ვამყარებთ.

იმედია, საქართველოსთან ამ შეცდომებს ადგილი არ ექნება. მადლობა გულშემატკივრებს! შესანიშნავი ატმოსფერო იყო, პოზიტიური. დღეს ისინი საუკეთესონი იყვნენ".

ბულგარეთი საქართველოს ნაკრებს 5 ივნისს უმასპინძლებს.

altბულგარეთმა სახლში ჩრდილოეთ მაკედონიის დამარცხება ვერ შეძლო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 17 /
სწორედ ბულგარელებთან გვმართებს,ძარღვიანი,ხისტი დახვედრა,თამაში,არა უადგილო პირველსაწყისი უხეშობით.ასპარუხოვის დონის ფეხბურთელი,დღეს არ ჰყავთ,ტექნიკურადაც არ ჩამოუვარდებით,ფიზიკურად უნდა ვაჯობოთ,თუმცა არც ჩვენ ვართ,ფიზიკურად პიკზე,დაცვა თავდადებით და სისწრაფეებით უნდა დახვდეს,საჭიროა შემტევი ფეხბურთი 60-40 პროცენტზე,,ლორია უნდა შეიცვალოს,უფრო მომძლავრო გუნდებთან,მანდრაჟში ვარდება,შეიძლება სტრესული,ასაღები ბურთი გაუშვას,ძლიერ სეივებთან პარალელურად.ტრიბუნებს არ უნდა შევუშინდეთ,გულშემატკივრები მარტო ომახიანი ყიჟინაა,სხვა არაფერი,უნდა გავუძლოთ დაუბნევლად,ჭკვიანურად.....თუ ტაქტიკურად სწორად ვეთამაშეთ,თამაშის მოგება,გვძალუძს,ლიდერებმაც უნდა გაიბრწყინონ,შესაგდები არ აფუჭონ,არ ჩაისვარონ,ბულგარელების მეთორმეტე მოთამაშის ვირტუალური ზეწოლისგან,თამაში მოსაგებია ობიექტურად დღეს დღეობით მათზე ძლიერი ,ჯერ ჯერობით შეუთამაშებელი,მცირედად ეგოისტური,(მეც შემიძლია შევავაგდო ბურთი),უკეთესად მყოფისთვის პასის ნაცვლად....,ნაკრები გვყვავს
ზ.მ დიდი ვაშლიდან
10:09 04-06-2022
0
ამათა ეხლა მაინც უნდა მოუგოთ, ორივე თამაში, რაღაც დიდ გულზეა ამათი მწვრთნელი და აუცილებლად უნდა მოუგოთ საქართველოსო, არადა მაკედონიასთან სულ ერთი კარში დარტყმა ქონდათ, გიბრალტართან კარგად წაივარჯიშეს ბიჭებმა და აუცილებლად მოუგებთ ამათაც
გოგა
18:07 03-06-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული