მატჩის დღე! - ბულგარეთი 10-მატჩიანი მოუგებელი სერიით და ფავორიტი საქართველო

AutoSharing Option
დღეს, 5 ივნისს (22:45 სთ), "ერთა ლიგის" მე-2 ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები ბულგარეთს ესტუმრება. პირველ ტურში "ჯვაროსნებმა" გიბრალტარი (4:0) დაამარცხეს, მათი უახლოესი მეტოქე კი საკუთარ მოედანზე ჩრდ. მაკედონიას (1:1) დაუზავდა.

Sportskeeda:

"გასულ ტურში, ბულგარეთის ნაკრებმა მეტოქის კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა და გაიტანა, ქართველებმა კი გიბრალტართან გაილაღეს. ასე რომ, ვილი სანიოლის გუნდი დღეს მცირე ფავორიტად მიიჩნევა.

სავარაუდო ანგარიში - 1:2"

Sportall.Ge

101greatgoals:

"დინამო არენაზე" 43 ათასზე მეტი გულშემატკივარი ხვიჩა კვარაცხელიას ვარსკვლავურ თამაშს აღნიშნავდა. მოახერხებს თუ არა საქართველო, შავი ზღვის გავლით, ზედიზედ მე-2
გამარჯვებას?

"ჯვაროსნები" "ერთა ლიგის" რეკორდით იკვეხნიან - ჯგუფური ეტაპის 13 მატჩიდან 7 მოიგეს და ერთადერთი მარცხი სომხეთის ნაკრებთან (1:2) აქვთ.

თუკი სანიოლის გუნდს B ლიგაში დაწინაურება სურს, ბულგარეთსა და ჩრდ. მაკედონიაში გამარჯვება დასჭირდება.

ბულგარეთის ნაკრები B ლიგიდან დაქვეითდა და იასენ პეტროვის გუნდს ამ ტურნირზე ბოლო 10 შეხვედრაში არ გაუმარჯვია. მათი ყველაზე საშიში მოთამაშე ფორვარდი კირილ დესპოდოვია, რომელმაც გასულ ტურში მე-6 სანაკრებო გოლი გაიტანა ("ლუდოგორეცის" 25 წლის ფეხბურთელს "კალიარისა" და "შტურმის" ღირსებაც დაუცავს).

Sportall.Ge

გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" სასტარტო კიპერია, თუმცა ნაკრებში პირველი გიორგი ლორიაა. "სან ხოსეს" ყოფილმა ფეხბურთელმა (რომელიც ახლა სამხრეთ კორეაში გამოდის) ვაკო ყაზაიშვილმა გიბრალტარს გაუტანა და შესაძლოა, ახლა სასტარტოში ვიხილოთ, თუმცა მთავარი კაცი ხვიჩა კვარაცხელია იქნება, რომელსაც 21 წლის ასაკში ბრწყინვალე შედეგები აქვს."

ურთიერთშეხვედრები:

8 სექტემბერი, 2021 წელი, ამხანაგური მატჩი

ბულგარეთი - საქართველო 4:1;

14 ოქტომბერი, 2009 წელი, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი

ბულგარეთი - საქართველო 6:2;

15 ოქტომბერი, 2008 წელი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი

საქართველო - ბულგარეთი 0:0;

12 ნოემბერი, 2005 წელი ამხანაგური მატჩი

ბულგარეთი - საქართველო 6:2;

11 ოქტომბერი, 1995 წელი, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი

საქათველო-ბულგარეთი 2:1;

12 ოქტომბერი, 1994 წელი, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი

ბულგარეთი - საქართველო 2:0

altოთხი ცვლილებით - საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა

altსანიოლი: უკანასკნელი ექვსი თვიდან გამომდინარე, ამაზე არ ვნერვიულობ

მკითხველის კომენტარები / 27 /
ვიგებთ უკვე 67წუთზე 4:1.
დათიკო48
00:16 06-06-2022
0
შეცვალონ ახლა ეგ ბიჭი უკვე, ყველაფერი გააკეთა უკვე გუნდისთვის. ორი ასისტი, პენალი მოიპოვა, თავადვე გაიტანა. ნუ გადაწვავთ, მომდევნო თამაშებზეც გვჭირდება.
Winter
00:16 06-06-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული