"ჩემი სული ტირის, საუბედუროდ, ჩვენ კვლავ მონობაში ვართ..." - ბულგარეთის ნაკრების გადამდგარი მწვრთნელის ქალიშვილი საქართველოსთან მძიმე მარცხზე წერს

AutoSharing Option
ბულგარეთის ნაკრების აწ უკვე ყოფილი მწვრთნელის, იასენ პეტროვის შვილი ვანესა პეტროვა საქართველოს ნაკრებთან მატჩს სოციალურ ქსელში ემოციურად ეხმაურება:

"გუშინ გვქონდა "პატივი", პირდაპირ ეთერში გვეყურებინა "ვასილ ლევსკის ჩამოხრჩობისთვის". ჩემი სული ნამდვილი ბულგარელივით ტირის!

მჯეროდა, რომ ის სულისკვეთება, რაც მამაჩემმა და მისმა გუნდმა დათესეს, ყველა უბედურებაზე გაიმარჯვებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, საუბედუროდ, ჩვენ კვლავ მონობაში ვართ... 

ვიცი, რომ ფეხბურთს, რომელსაც მამაჩემი თავის ასისტენტებთან ერთად ქმნის, არის ნამდვილი სიამოვნება თვალისა და გულისთვის. გუშინდელი სისხლიანი წარმოდგენის შემდეგ თავს ნამდვილად დაზარალებულად (გაძარცვულად) ვგრძნობ.

მთავარ გმირებს და
სცენარისტებს წარმატებებს ვუსურვებ რეჟისურაში, მაგრამ არა ფეხბურთში. რასაც იქ აკეთებენ, უბრალოდ ეს არ შეუძლიათ.

პატივისცემა მამაჩემის და ყველა ღირსეული ბულგარელის ღვაწლის წინაშე, რომლებიც პატიოსნად, დიდი სურვილითა და კეთილგანწყობით შოულობენ საარსებო წყაროს.

კარგი ზრახვები ყოველთვის იმარჯვებს.

ყველაზე დიდი გამარჯვება კი ისაა, რომ მშვიდად იძინო, ამაყად ასწიო თავი და ყველას მშვიდად ჩახედო თვალებში, რადგან იცი, რომ მათთან სავსებით მართალი იყავი!

გული და სული ბულგარეთისთვის! ღმერთმა დაგვიფაროს! “ – დაწერა ვანესამ სოციალურ ქსელში.
მკითხველის კომენტარები / 24 /
ვერ გავიგე რა უნდა? რა სცენარი,რა რეჟისურა? რა,ფიქრობს რომ ძალით წააგეს?:))არჩევნებში წაგებულებივით არიან,გამიყალბეს ბატონო,გამიყალბესოოო...
გურულო
07 ივნისი 2022 17:36
3
დაიკიდე მოგეშვება
skaro
07 ივნისი 2022 18:05
2
ამათ გლოვის დღე გამოუცხადებიათ, ვიზიარებ, რას იზამ ასეა ფეხბურთშიი ისე როგორც ცხოვრებაში, ხან აღმა ადიხარ, ხან კიდევ დაბლა ეშვები
მიხო
07 ივნისი 2022 13:47
0
რაოოო??????????????
ILIA
07 ივნისი 2022 12:53
0
ნუგეში იქნება ის რომ აქ 5-0 ს მოვიგებთ და მამაშენი და შენც დამშვიდდებით (სხვა მწვრთნელი იქნება)
rigiti
07 ივნისი 2022 15:51
1
ვაა რა ლამაზი გოგოაა ** სანიოლი-- თქვენ არავინ არ გეცოდებათ თქვენ ადამიოანები კ არა მხეცები ხააართ შეხედეთ ამ საცოდავ გოგოს როგორ ტირის ((( მორჩა მე თქვენ აღარ მჭირდებით! გათავდა შენი ფოკუზნუკობა კვარაცხელია ! გათავდა შენი უმსგავსოება დავითაშვოლო DD
zura222
07 ივნისი 2022 17:43
0
რის და ვის მონობაშია, ვინმემ გაიგო?
saba
07 ივნისი 2022 22:24
0
ეს სისულელე არ უთქვამს, ნაცების წამატებულია.
saba-ს.
10 ივნისი 2022 06:35
0
ეგ ჟურნალი იყი ვანესაჯან. ნამდვილი კინო წინ გელოდებათ))) 9-0 ზედა გაქვთ!!!
კინორეჟისორი
07 ივნისი 2022 17:17
2
ვიცოდი ჩააწყეეენ ჩაააწყეეენ, ახლა რომ დაგახევთ ბურთს აქა და მაკედონიასაც ზედ მივაყოლებთ მერე კიდე იტყვით ჩააწყენო?
გელა
07 ივნისი 2022 17:50
4
კარგია მოგება, თუ მომავალშიც ასე გავაგრძელებთ, დიდი ხნის სანუკვარ ოცნებას ავიხდენთ – ვითამათებთ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე! იქაც თუ ღირსულად გამოვალთ! ბულგარეთის ნაკრები ღრმა კრიზისშია. ასეთი სუსტები არასდროს მინახავს! ჩვენთან თამაშამდე ცნობილი იყო, მათი მთავარი მწვრთნელის მალე გადადგომის შესახებ. ალბათ შეატყვეთ, ბულგარელებს თამაშის არავითარი სურვილი არ ჰქონდათ! ვნახოთ რა მოხდება.
....
08 ივნისი 2022 01:34
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული