"საქართველოს ნაკრები უკვე სულ სხვა გუნდია" - ჩრდილომაკედონიელთა მწვრთნელი

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენციაზე ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ბლაგოია მილევსკიმ ისაუბრა:

"საქართველოს ბულგარეთთან და სხვა წინა შეხვედრები გავაანალიზეთ. ეს შესანიშნავი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული შესანიშნავი გუნდია. ბულგარეთთან კარგად ითამაშეს, მაგრამ ეს უკვე ისტორიაა და ვნახავთ, რა მოხდება ხვალ მოედანზე. თბილისში ჩატარებულ შეხვედრას ხვალინდელ დაპირისპირებასთან საერთო არაფერი აქვს. ქართველი ფეხბურთელები ინდივიდუალურად ძლიერები არიან და თუ საშუალება მიეცი, შეუძლიათ გამოიყენონ. ინდივიდუალური ოსტატობა მნიშვნელოვანია, თუმცა საბოლოოდ გუნდი იგებს ან აგებს.

მოკლე პერიოდში 4 მატჩის ჩატარება გვიწევს და ფეხბურთელებს მაქსიმალურად კარგ ფორმაში ყოფნას
ვერ მოვთხოვთ. ვინც აქ არის, ბოლომდე იხარჯება. ვეცდებით, ხვალ უკეთ ვითამაშოთ. თბილისურ შეხვედრასთან შედარებით საქართველო სხვა გუნდია. მათ ახალი მწვრთნელი ჰყავთ, ახალი ფილოსოფია აქვთ და სრულიად სხვანაირად თამაშობენ. აი, რატომ ვერ ვხედავ ამ ორ მატჩს შორის კავშირს. გვინდა სტადიონი გაივსოს და გულშემატკივრებმა მხარი დაგვიჭირონ. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია".

მკითხველის კომენტარები / 4 /
ისე ამათ მაგარი კალენდარი აქვთ ამ 10 დღეში ფაქტიურად 2 თამაშს თამაშობენ ... ნუ გიბრალტართან ვარჯიშობენ და რა გამოდის ჩვენ და ბულგარელებს გვაქვს უფრო დატვირთული გრაფიკი
bejo
23:42 08-06-2022
1
მგონი ამასაც სხვანაირი ბუზი აზის უკვე, თავს იზღვევს წინასწარ
rigiti
12:44 09-06-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული