გოლგაუშვებლად მოგიგებთო და საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთი მაკედონია გაანადგურა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ჩრდილოეთი მაკედონია 3:0 დაამარცხა.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა წინა მატჩთან შედარებით სასტარტოში ორი ცვლილება განახორციელა, სტრატეგია და ტაქტიკა კი იგივე დატოვა. გუნდებმა თამაში ფრთხილად დაიწყეს, გამწვავებას ერიდებოდნენ. პირველი მომენტი კვარაცხელიამ შექმნა, მაგრამ ძლიერი დარტყმა არ გამოუვიდა და ბურთს მეკარე დაეუფლა. აქედან მოყოლებული, უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ და შემოგვიტიეს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და მეტოქის კარზე იერიშების მიტანა უჭირდა. 31-ე წუთზე შორიდან დავითაშვილის დარტყმული ბურთი დიმიტრიევსკიმ მოიგერია და ნაკლებად სანახაობრივი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ
მაკედონიელები ცოტა ხანი ისევ ფლობდნენ ინიციატივას. საქართველოს ნაკრები სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა. ჯერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე ხოჭოლავამ მცველებს დაასწრო და ბურთი თავურით მიზანს ოდნავ ააცილა, შემდეგ კი წიტაიშვილის გადაცემულ ბურთს ზივივაძემ მოწინააღმდეგის კარში მიუჩინა ადგილი. 62-ე წუთზე ხვიჩამ შორიდან თითქოს ზარბაზნიდან გაისროლა და ანგარიში გაზარდა. 84-ეზე უკვე კიტეიშვილმაც დალაშქრა დიმიტრიევსკის კარი, რომელიც გოლგაუშვებლად დამარცხებით გვემუქრებოდა და ისევ მოვიგეთ. ისევ დიდი ანგარიშით.

სანიოლის გუნდმა ტურნირზე მესამე გამარჯვება მოიპოვა (ბურთების შეფარდება 12:2), უშუალო კონკურენტი ჩრდილოეთი მაკედონია უკვე 5 ქულით ჩამოიტოვა, 12 ივნისს ბულგარეთს უმასპინძლებს და ამის და დარჩენილი კალენდრის გათვალისწინებით, მიზნის მიღწევისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

სკოპიე. „პროესკი არენა“
ჩრდ. მაკედონია - საქართველო 0:3
გოლები: 0:1 ზივზივაძე (52), 0:2 კვარაცხელია (62) 0:3 კიტეიშვილი (84)

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ჩურლინოვი, დ. ველკოვსკი, მუსლიუ, ალიოსკი (ტოდოროსკი 79), ელმასი, სპიროვსკი (მიოვსკი 71), ბარდი, აშკოვსკი, მ. რისტოვსკი (ბაბუნსკი 71), ტრაიკოვსკი (ნიკოლოვი 60)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა, კაკაბაძე (ყაზაიშვილი 83), აბურჯანია (კიტეიშვილი 61), კვეკვესკირი, წიტაიშვილი, დავითაშვილი (მამუჩაშვილი 71), კვარაცხელია (ლობჟანიძე 83), ზივზივაძე (მიქაუტაძე 71)

მკითხველის კომენტარები / 196 /
ეჭვიც არ მეპარებოდა,ყველას რომ მოვუგებდით და ასეც იქნება აწიც!მადლობა მართლაც ყველას თან წაყოლილ ქომაგებთან ერთად!რაგბშიც ფრანგმა დაგვაწყებინა წარმატებულად თამაშები.ვილი,ასე გააგრძელე და ყველა ქართველისთვის გახდები საქართველოს საამაყო შ-ვილი!წარმატებები საქართველოს ყველა გუნდს ყველა შეჯიბრებებში და ჩვენს საქართველოს ყველაგან და ყოველთვის!
თამაზი
10 ივნისი 2022 02:33
1
გენაცვალეთ
მამუკა
10 ივნისი 2022 00:52
0
ხო ვიძახდი გადაგივლით მეთქი. Მადლობა ვილის და ბიჭებს Ღმერთო რამხელა სიხარული და ბედნიერება მოგვანიჭეთ ასმაგად ათასმაგად მილიონმაგად დაგიბრუნდეთ უკან ამ სიხარულისთვის.
ლაშა
10 ივნისი 2022 00:48
0
გილოცავთ მაგრები ხართ
თენგო
10 ივნისი 2022 00:51
0
მე ვარ საქართველო, შენ ხარ საქართველო და ჩვენ ვართ საქართველო!
T.q
10 ივნისი 2022 03:18
4
წარმოუდგენელი ამბები ხდება! საქართველო "ბ" ლიგაში და წინ ევროპის ჩემპიონატისკენ!
ალექს
10 ივნისი 2022 00:43
1
ახლა მართლა მაკე დონიაა
დააორსულეს!
გურჯი
10 ივნისი 2022 03:12
2
ბედნიერებისგან ოთახებში დავფრინავ, ასჯერ ვიჩქმიტე და აშკარად არ მძინავს. მგონ ი უმაგრესი გუნდი იქმნება, გილოცავთ ყველას.............
სტალინი
10 ივნისი 2022 00:43
4
დიმიტრიევსკი ჭიტააააა:):):)
Lasha
10 ივნისი 2022 00:45
0
გონიათ ბულგარეთი აიღეს და ეხლა მაკედონიის ასაღებად მოდიანო გრუზინებს ამბციები გაუჩნდათო გოლსაც არ გავატანინებთო ნელი მცველები ყავთო საერთოდ პრობლემა არ გვექნებაო რეებს წერდნენ მატჩამდე რუსებივით იგესლებოდნენ
XXX
10 ივნისი 2022 01:51
1
აუ ეს ერთი დისლაიქი ლაიქია დამეჭირა ხელი
T.q
10 ივნისი 2022 03:02
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული