გოლგაუშვებლად მოგიგებთო და საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთი მაკედონია გაანადგურა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ჩრდილოეთი მაკედონია 3:0 დაამარცხა.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა წინა მატჩთან შედარებით სასტარტოში ორი ცვლილება განახორციელა, სტრატეგია და ტაქტიკა კი იგივე დატოვა. გუნდებმა თამაში ფრთხილად დაიწყეს, გამწვავებას ერიდებოდნენ. პირველი მომენტი კვარაცხელიამ შექმნა, მაგრამ ძლიერი დარტყმა არ გამოუვიდა და ბურთს მეკარე დაეუფლა. აქედან მოყოლებული, უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ და შემოგვიტიეს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და მეტოქის კარზე იერიშების მიტანა უჭირდა. 31-ე წუთზე შორიდან დავითაშვილის დარტყმული ბურთი დიმიტრიევსკიმ მოიგერია და ნაკლებად სანახაობრივი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ
მაკედონიელები ცოტა ხანი ისევ ფლობდნენ ინიციატივას. საქართველოს ნაკრები სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა. ჯერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე ხოჭოლავამ მცველებს დაასწრო და ბურთი თავურით მიზანს ოდნავ ააცილა, შემდეგ კი წიტაიშვილის გადაცემულ ბურთს ზივივაძემ მოწინააღმდეგის კარში მიუჩინა ადგილი. 62-ე წუთზე ხვიჩამ შორიდან თითქოს ზარბაზნიდან გაისროლა და ანგარიში გაზარდა. 84-ეზე უკვე კიტეიშვილმაც დალაშქრა დიმიტრიევსკის კარი, რომელიც გოლგაუშვებლად დამარცხებით გვემუქრებოდა და ისევ მოვიგეთ. ისევ დიდი ანგარიშით.

სანიოლის გუნდმა ტურნირზე მესამე გამარჯვება მოიპოვა (ბურთების შეფარდება 12:2), უშუალო კონკურენტი ჩრდილოეთი მაკედონია უკვე 5 ქულით ჩამოიტოვა, 12 ივნისს ბულგარეთს უმასპინძლებს და ამის და დარჩენილი კალენდრის გათვალისწინებით, მიზნის მიღწევისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

სკოპიე. „პროესკი არენა“
ჩრდ. მაკედონია - საქართველო 0:3
გოლები: 0:1 ზივზივაძე (52), 0:2 კვარაცხელია (62) 0:3 კიტეიშვილი (84)

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ჩურლინოვი, დ. ველკოვსკი, მუსლიუ, ალიოსკი (ტოდოროსკი 79), ელმასი, სპიროვსკი (მიოვსკი 71), ბარდი, აშკოვსკი, მ. რისტოვსკი (ბაბუნსკი 71), ტრაიკოვსკი (ნიკოლოვი 60)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა, კაკაბაძე (ყაზაიშვილი 83), აბურჯანია (კიტეიშვილი 61), კვეკვესკირი, წიტაიშვილი, დავითაშვილი (მამუჩაშვილი 71), კვარაცხელია (ლობჟანიძე 83), ზივზივაძე (მიქაუტაძე 71)

მკითხველის კომენტარები / 196 /
ღმერთმა გაგახაროთ ბიჭებო!!!!!!
ეს რა დღე გაგვითენეს ჰა ???!!!!!!!
ერთი რაც მაკლია ... მინდა ტვ-ში სასწრაფოდ გადმოსცენ რომ პუტინს უკანალში ლიმონკა აუფეთქეს და გეფიცები დავიჯერებ რომ სამოთხეში ვარ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
დიდგორელი
10 ივნისი 2022 01:16
5
შენს კომენტარზე დისლაიკის დამწერსაც რომ აუფეთქდეს ტრაკში ლიმონკა, აი სამოთხე მაშინ იქნება..))
didgorels
10 ივნისი 2022 03:03
3
ამას რას მოვესწარით, უჯანსაღესს კონკურენციაში, სამ თამაშში, სხვადასხვა შემადგენლობებით, 12 გოლი გავიტანეთ, ბევრად მეტი შეგვეძლო, როესმე რომელიმე ფეხბურთელმა არა სთქვას, რომ ვერ მოვიგეთ მაგრებთანო. საუკეთესო გუნდი გვყავს, ოღონდ როცა ვილის უჯერებენ. მადლობა დიდი ვილი, ფეხბურთის ქვეყანას, ფეხბურთი რომ დაუბრუნე, ბიჭებს ვენაცვალე ჯიგარში...............
???????????????
10 ივნისი 2022 02:29
1
გაიხარეთ ბიჭებო ჩვენი ესე გახარებისთვის.მე არამახსოვს საქართველოს ნაკრებს ზედიზედ სამი თამაში ესე ეთამაშოს და ასეთი ანგარიშებით მოეგოთ, ყოჩაღ ბიჭებს და ყოჩაღ სანიოლის.
გიორგი777
10 ივნისი 2022 01:48
0
გამახსენდა ძველი დრო, როცა გულშემატკივრები რამდენიმე დღით ადრე ემზადებოდნენ მატჩისათვის (სპექტაკლისათვის - მესხის, მეტრეველის, ყიფიანის, გუცაევის და სხვათა მონაწილებით). ბილეთების შოვნა ხომ მართლაც პრობლემა იყო! გადაჭედილი სტადიონი! ზეიმი! (ყველაფერი ეს კარგადაა ასახული ცნობილ ფილმში "ბურთი და მოედანი"). მე მგონი ძველი დრო ბრუნდება!!! გაგიმარჯოთ ბიჭებო არამარტო შედეგისათვის, არამედ კარგი, ქართული ფეხბურთისათვის!!!!!!
სტაჟიანი გულშემატკივარი
10 ივნისი 2022 12:32
0
ვინც მაგ დროს არ მოვესწრით და სულ ცუდი პერიოდ გვახსოვს, იქნებ ახლა მაინც გავიხაროთ.
90 იანებში დაბადებულ ბავშვებს საფეხბურთო თვალსაზრისით კარგი არაფერი გვინახავს :))
ეს თაობაც ვიმსახურებთ სიხარულს
Skeleton
10 ივნისი 2022 14:23
0
ის დრო მენატრება როცა ყველა ქვეყნის გუნდისათვის ანგარიშგასაწევი ძალა ვიყავით. ოფიციალური გათამაშებიდან ვაგდებდით ინგლისის (ლივერპული, ვესტჰემი), საფრანგეთის (ბასტია), იტალიის (ნაპოლი, ინტერი), ჰოლანდიის (ფეინოორდი) გუნდებს, რომ არაფერი ვთქვათ იუგოსლავიის, რუმინეთის, პოლონეთის, საბერძნეთის და სხვა ქვეყნების გუნდებაზე.
ეხლანდელ რეალობაში საკლუბო გუნდების პერსპექტივაზე რა მოგახსენთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ნაკრების წინსვასა და განვითარებაში.
სლოგანი: "პოლიტიკას ქმნიან მეფეები, საფეხბურთო წარმატებებს - ვარსკვლავები"
გულშემატკივარი
10 ივნისი 2022 16:22
0
ყველა გამოხმაურება
ვაშა!ჩვენ უკვე ფეხბურთს ვთამაშობთ და ესაა მთავარი.გამარჯვებები,კარგ თამაშს მოაქვს და არა ეხბურთელების ტანჯვას,მოედანზე.კი,იგრძნობოდა,რომ მაკედონიელები გულებს იმაგრებდნენ,მაგრამ შეფიქრიანებულები იყვნენ და ეს,თამაშშიც იგრძნობოდა.წლინახევრის წინ,თბილისში რომ წავაგეთ,ჩვენ ვერ გავუძელით ფიზიკურად,დღეს კი,თვითონვე აღიარებენ,ვერ გავუძელითო.მართლაც,ჩვენი მხრიდან,არავინ დაღლილა ისე,რომ ფეხის კრუნჩხვა დასწყებოდა,რაც წინა გათამაშებებიდან კარგად გვახსოვს და რაც მთავარია,შეტევაში დავიწყეთ თამაშის დალაგება,სტანდარტულებიდანაც გავიტანეთ გოლები.ეს ყველაფერი,არველაძეების შემდეგ,მგონი აღარც გვქონია.კიდევ ერთი დიდი სიხარული კვირკველიას თამაშია.დღეს ისეთი იყო,როგორიც მოსკოვის ლოკომოტივში საუკეთესოდ თამაშის პერიოდიდან მახსოვდა.მობილიზებული,სწრაფი და თავგანწირული.მადლობა სანიოლს და გული მეუბნება,რომ ბათუმელებმა სასწრაფოდ უნდა დაიწყონ გუნდისათვის ახალი ფეხბურთელების მოძიება,რადგან ამ ბიჭებს,დიდხანს არავინ დაურჩენთ.დარწმუნებული ვარ,ამ ციკლის შემდეგ,ხვიჩას და მამარდას,კიდევ მიჰყვებიან ძლიერ ლიგებში სხვა ფეხბურთელები.შეუძლებელია, არ შეამჩნიონ მათი პროგრესი.
სოსო
10 ივნისი 2022 02:29
0
სიხარულისგან სიტყვებს ვუყრი თავს ... ღმერთმა დალოცოს ყველა საქართველოსთვის მებრძოლი! მადლობა ბიჭებს!, მადლობა სტაფს! მადლობა ვილის! ჩვენ ვართ საქართველო! P.S. 2000 წლების ხორვატიის ნაკრები მახსენდება, ესეთი შემართებით უკეთეს მიაღწევთ ბიჭებო, თქვენ გენაცვალეთ! წინ დიდი გამარჯვებები გელოდებათ! მადლობა ამ სიხარულისთვის!
KQ
10 ივნისი 2022 01:56
2
გენაცვალეთ
მამუკა
10 ივნისი 2022 00:52
0
ყველა თამაში უნდა მოვიგოთ ჯგუფში რომ მასპინძწლი ქვეყანა ვიყოტთ
ემიგრანტი
10 ივნისი 2022 02:03
2
იეეეეეეე
ზაზა
10 ივნისი 2022 00:52
1
მთელ საქართველოს გილოცავთ !!! მადლობა ბიჭებს !!!
დინამოელი
10 ივნისი 2022 00:42
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული