გოლგაუშვებლად მოგიგებთო და საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთი მაკედონია გაანადგურა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ჩრდილოეთი მაკედონია 3:0 დაამარცხა.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა წინა მატჩთან შედარებით სასტარტოში ორი ცვლილება განახორციელა, სტრატეგია და ტაქტიკა კი იგივე დატოვა. გუნდებმა თამაში ფრთხილად დაიწყეს, გამწვავებას ერიდებოდნენ. პირველი მომენტი კვარაცხელიამ შექმნა, მაგრამ ძლიერი დარტყმა არ გამოუვიდა და ბურთს მეკარე დაეუფლა. აქედან მოყოლებული, უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ და შემოგვიტიეს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და მეტოქის კარზე იერიშების მიტანა უჭირდა. 31-ე წუთზე შორიდან დავითაშვილის დარტყმული ბურთი დიმიტრიევსკიმ მოიგერია და ნაკლებად სანახაობრივი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ
მაკედონიელები ცოტა ხანი ისევ ფლობდნენ ინიციატივას. საქართველოს ნაკრები სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა. ჯერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე ხოჭოლავამ მცველებს დაასწრო და ბურთი თავურით მიზანს ოდნავ ააცილა, შემდეგ კი წიტაიშვილის გადაცემულ ბურთს ზივივაძემ მოწინააღმდეგის კარში მიუჩინა ადგილი. 62-ე წუთზე ხვიჩამ შორიდან თითქოს ზარბაზნიდან გაისროლა და ანგარიში გაზარდა. 84-ეზე უკვე კიტეიშვილმაც დალაშქრა დიმიტრიევსკის კარი, რომელიც გოლგაუშვებლად დამარცხებით გვემუქრებოდა და ისევ მოვიგეთ. ისევ დიდი ანგარიშით.

სანიოლის გუნდმა ტურნირზე მესამე გამარჯვება მოიპოვა (ბურთების შეფარდება 12:2), უშუალო კონკურენტი ჩრდილოეთი მაკედონია უკვე 5 ქულით ჩამოიტოვა, 12 ივნისს ბულგარეთს უმასპინძლებს და ამის და დარჩენილი კალენდრის გათვალისწინებით, მიზნის მიღწევისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

სკოპიე. „პროესკი არენა“
ჩრდ. მაკედონია - საქართველო 0:3
გოლები: 0:1 ზივზივაძე (52), 0:2 კვარაცხელია (62) 0:3 კიტეიშვილი (84)

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ჩურლინოვი, დ. ველკოვსკი, მუსლიუ, ალიოსკი (ტოდოროსკი 79), ელმასი, სპიროვსკი (მიოვსკი 71), ბარდი, აშკოვსკი, მ. რისტოვსკი (ბაბუნსკი 71), ტრაიკოვსკი (ნიკოლოვი 60)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა, კაკაბაძე (ყაზაიშვილი 83), აბურჯანია (კიტეიშვილი 61), კვეკვესკირი, წიტაიშვილი, დავითაშვილი (მამუჩაშვილი 71), კვარაცხელია (ლობჟანიძე 83), ზივზივაძე (მიქაუტაძე 71)

მკითხველის კომენტარები / 196 /
1981 წლის შემდეგ ჩვენი ფეხბურთით ასე არ მისიამოვნია, მადლობა ბიჭებს
დავით
10 ივნისი 2022 01:36
0
გილოცავთ ყველას. ერთი კომენტარის ავტორს მინდა გამოვეხმაურო რომელმაც ბულგარეთთან თამაშის წინ აქ დაწერა რომ აბურჯანიას ერთი ფეხის ფასი არაა კიტეიშვილიო გამეცინა არ გავეცი მაშინ პასუხი ახლა კი მოგწერ კიტეიშვილის თითოეული მოძრაობა პასი და ბურთთან შეხება გააზრებული თამაშით და მოედნის ხედვით მერწმუნეთ აბურჯანია ვერასდროს მივა კიტეიშვილამდე განა აბურჯანიასთან რამე პირადი წყენა მაქვს? არა უბრალოდ კიტეიშვილი სხვა კლასია რომელიც მარტო ვარჯიშით არ მოდის ეს თანდაყოლილიც უნდა იყოს მე იმაშიც დარწმუნებული ვარ კიტეიშვილი სულ ოდნავ ფიზიკურად ძლიერი რომ ყოფილიყო არც ამდენ ტრავმებს მიიღებდა და ბევრად უკეთესი კარიერაც ექნებოდა ნუ ახლა სამხრეთ ამერიკელი ან ბალკანეთის ქვეყნიდან რომ ყოფილიყო ეჭვი არ მეპარება რომელიმე გრანდშიც იქნებოდა ყოველგვარი ცინიზმის გარეშე.
შენგელია
10 ივნისი 2022 01:33
3
მე თამაშამდე დავწერე ტურისტი აბურჯანიები და ეგეთები არა იქ უკვე სერიოზული ხალხია მეთქი საჭირო!!! მაინც დააყენა მარა მეორე ტაიმში ხომ გამოჩნდა ვინ ვინ არი კიტეზე რომ მაგას იტყვის ის ხო ქართველი არაა მგონი საერთოდ
Killer11
10 ივნისი 2022 02:20
6
აბურჯანია ვასილ მაისურაძის 17 წლამდელებში იყო ერთ-ერთი ლიდერი ყიფიანივით ალაგებდა თან მაგის ნათესაობას ძაან ქონდათ თავში ავარდილი სტადიონზე მოდიოდნენ და საქართველო კი არა აბურჯანია ეწერათ ბანერი ქონდათ გადმოფენილი ან ეს ვის გაუგია ერთი კონკრეტული ფეხბურთელის საბალეშიკოდ რომ
მიდიხარ მოედანზე და მაგიტომაც არ ეღირსათ აბლატავება დღეს აბურჯანიას პიროვნულად არაფერს ვერჩი მაგრამ ეხლა ძალიან სუსტია არ არის ნაკრების დონეზე და მაინც რომ ათამაშებენ თავი უნდა დააკლას მოედანზე და ისეთი სიფათები არ უნდა დაიჭიროს ვითომც არაფერი ვითომ ჩვეულებრივი ამბავია ნაკრებში რო იწყებს თან ძირითადში ოდნავ შეშინებული კი ჩანს მარა მეტი შეგნებაა საჭირო
საქართველო
10 ივნისი 2022 02:33
19
თქვენ შემოგევლეთ ბიჭებო ამ სიხარულისთვიის
საქმე
10 ივნისი 2022 00:48
0
ბიჭებო რა ჯიგრები ხართ, რა კარგები ხართ. ყოჩაღ ვილი....ბრავოოოო!
გილოცავთ ყველას!!
G.LA
10 ივნისი 2022 00:45
0
მოსაწონი და აღსანიშნავია, რომ შეტევისას არ ხარბობენ (ფეხბურთის ენაზე ღორობას რომ ქვია). ძალიან სასიამოვნო საყურებელია როგორ აწვდიან ბურთს უკეთეს პოზიციაში მყოფ თანაგუნდელს. ამ მომენტში პასის მიმცემს უფრო მეტი ქება ეკუთვნის, ვიდრე გამტანს. ყველანი საუკეთესოები ხართ, სულ გამარჯვებით გევლოთ!
ნიკოლოზი
10 ივნისი 2022 12:16
0
ბულგარული შეიჭამა, დასაჩრდილი დაიჩრდილა...
იიფ
10 ივნისი 2022 00:50
1
რა ცოტა უნდა ადამიანს ბედნიერებისათვის! წინ, საქართველო! ბევრი სიხარული და გამარჯვება.
mamuka09ze
10 ივნისი 2022 10:29
0
იმათი მეკარე - ფოტიგა თამაშის წინ ამბობდა გოლს არ გავუშვებთო, ხოლო მწვრთნელი ვიოლა კრამონი მაინც თავშეკავებული იყო. დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია! :)
გელსონი
10 ივნისი 2022 02:30
13
რუსები სად არიან არავინ რო არ ეთამაშებათ არ უნდათ დახმარების თითი გავუწოდოთ მოწუწნონ ხვიჩას რო ლანძღავდნენ რამხელა პრეტენზიები ქონდათ არავითარი იტალიაო ეგ არის საქართველოს ჩემპიონატის დონის ფეხბურთელიო ბათუმის ნაპოლიო გრუზინმა ქურდებმა უყიდესო რუსეთის საუკეთესო ახალგაზრდის ტიტული რუბინ მოიკაზე სუფთა ნეიმარს გავსო პროფილშიო და ჯერ კიდე აზრზე არა ხართ რეებს წერდნენ კომენტარებში
Xishti_.
10 ივნისი 2022 02:13
6
რაც ეს ბიჭები დაგვიბრუნდნენ,სხვებიც ისე მაგრად ათამაშდნენ,სულაც აღარ მგონია,რომ საქართველოს დღევანდელი ჩემპიონატი,სუსტია.
სოსო
10 ივნისი 2022 17:07
0
როგორ მომწონს ამ ნაკრების მკვლელი კონტრშეტევებიიი... მადლობა ბიჭებს და მადლობა ვილის, ეტყობა ნაკრებში დიდებული ატმოსფეროა
bftdghvm
10 ივნისი 2022 01:12
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული