გოლგაუშვებლად მოგიგებთო და საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთი მაკედონია გაანადგურა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ჩრდილოეთი მაკედონია 3:0 დაამარცხა.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა წინა მატჩთან შედარებით სასტარტოში ორი ცვლილება განახორციელა, სტრატეგია და ტაქტიკა კი იგივე დატოვა. გუნდებმა თამაში ფრთხილად დაიწყეს, გამწვავებას ერიდებოდნენ. პირველი მომენტი კვარაცხელიამ შექმნა, მაგრამ ძლიერი დარტყმა არ გამოუვიდა და ბურთს მეკარე დაეუფლა. აქედან მოყოლებული, უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ და შემოგვიტიეს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და მეტოქის კარზე იერიშების მიტანა უჭირდა. 31-ე წუთზე შორიდან დავითაშვილის დარტყმული ბურთი დიმიტრიევსკიმ მოიგერია და ნაკლებად სანახაობრივი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ
მაკედონიელები ცოტა ხანი ისევ ფლობდნენ ინიციატივას. საქართველოს ნაკრები სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა. ჯერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე ხოჭოლავამ მცველებს დაასწრო და ბურთი თავურით მიზანს ოდნავ ააცილა, შემდეგ კი წიტაიშვილის გადაცემულ ბურთს ზივივაძემ მოწინააღმდეგის კარში მიუჩინა ადგილი. 62-ე წუთზე ხვიჩამ შორიდან თითქოს ზარბაზნიდან გაისროლა და ანგარიში გაზარდა. 84-ეზე უკვე კიტეიშვილმაც დალაშქრა დიმიტრიევსკის კარი, რომელიც გოლგაუშვებლად დამარცხებით გვემუქრებოდა და ისევ მოვიგეთ. ისევ დიდი ანგარიშით.

სანიოლის გუნდმა ტურნირზე მესამე გამარჯვება მოიპოვა (ბურთების შეფარდება 12:2), უშუალო კონკურენტი ჩრდილოეთი მაკედონია უკვე 5 ქულით ჩამოიტოვა, 12 ივნისს ბულგარეთს უმასპინძლებს და ამის და დარჩენილი კალენდრის გათვალისწინებით, მიზნის მიღწევისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

სკოპიე. „პროესკი არენა“
ჩრდ. მაკედონია - საქართველო 0:3
გოლები: 0:1 ზივზივაძე (52), 0:2 კვარაცხელია (62) 0:3 კიტეიშვილი (84)

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ჩურლინოვი, დ. ველკოვსკი, მუსლიუ, ალიოსკი (ტოდოროსკი 79), ელმასი, სპიროვსკი (მიოვსკი 71), ბარდი, აშკოვსკი, მ. რისტოვსკი (ბაბუნსკი 71), ტრაიკოვსკი (ნიკოლოვი 60)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა, კაკაბაძე (ყაზაიშვილი 83), აბურჯანია (კიტეიშვილი 61), კვეკვესკირი, წიტაიშვილი, დავითაშვილი (მამუჩაშვილი 71), კვარაცხელია (ლობჟანიძე 83), ზივზივაძე (მიქაუტაძე 71)

მკითხველის კომენტარები / 196 /
ეს რა იყო ხალხოო... ბურთი მაქვს ყელში გაჩხერილი, ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ სპორტული სიამაყისგან
მადლობა ყველას საერთოდ ვისაც ერთი წვეთი აქვს ამ პროგრესისთვის წამატებული
რა მაფიაა?
10 ივნისი 2022 01:33
0
თამაშის წინ ასეთი კომენტარი დამიწერია: ...ყველა ვარიანტში მთელს მოედანზე პრესინგს გვეთამაშებიან, რისი გადალახვაც ტრადიციულად გვიჭირს. დიდი სკამის იმედი მაქვს, მეორე ტაიმში დაიღლებიან. ვფიქრობ მანდ გამოჩნდება შანსი. და კიდევ ერთი, მთავარია ბიჭები არ დაგვიმტვრიონ, განსაკუთრებით კვარას ვუფრთხილდები. წარმატებები!!!
იღბალო
10 ივნისი 2022 01:53
0
ნიუ იორკში ვარ მანქანას ვატარებ თან ლაივსქორი მაქ ჩართული მე -3 გოლზე იმხელა ვიღრიალე კინაღამ პოლიცია ავიკიდე თან ვიღაც პარაზიტი აპიპინებდა ეგონა იმას ვუღრიალე მორჩა ჩაი*** ვა იმენა. აეგრე აღარც დააპიპინოთქო თქვენი კარგის ტ ------ მ--- ანთ
iif
10 ივნისი 2022 01:34
3
უკლებლივ ყველა ვილიანად ქების ღირსია, კვარა რომ მარგალიტია, ეს კარგად ვიცით, განსაკუთრებით გამახარა კიტეიშვილის გოლმა, უნივერსალია და თავდაჯერებას დაუმატებს, ჩაკვეტაძეს ალბათ მიეცემა დარჩენილ თამაშებში, განსაკუთრებით გიბრალტართან თავის გამოჩენის, ტონუსში შესვლის საშუალება, ეს ნაკრები ალბათ ჩვენს ისტორიაში საუკეთესოა. ვულოცავ საქართველოს გამარჯვებას!!!
მინდია
10 ივნისი 2022 01:25
0
ვილის ძეგლი დავდგათ პარლამენტის ადგილას
kaxa
10 ივნისი 2022 00:45
3
სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ სიხარულს,რასაც ეხლა განვიცდი.მადლობა თავდადებისთვის, მადლობა ამ სიხარულის თვის.
ტორპედოელი
10 ივნისი 2022 01:18
0
გენაცვალეთ ბიჭებო
oldg
10 ივნისი 2022 00:48
0
12 გოლო სამ თამში როდის გატანეს არც ვიცი
nika
10 ივნისი 2022 01:23
0
პირველი არხი ჩვენი ფულით იღებთ ხელფასებს და მაინც რეკლამაზე ხართ დაგეშილი!!! თამაში დამთავრებული არ არის რო წყვეტთ ტრანსლაციას, დატოვეთ ხოლმე კადრი კიდევ რამოდენიმე წუთი და ბოლომდე მიგვაღებინეთ ჩვენც მოგებით გამოწვეული სიამოვნება!!! დიდებული საღამო იყო!!! გილოცავთ ყველას!!!
abe
10 ივნისი 2022 01:03
1
რა ვთქვა, აღარც კი ვიცი. ბრავოო, ბრავოო და ბრავოო ჩვენს ბიჭებს და ვილის, თავის შტაბთან ერთად! გადაუჭარბებლად ვიტყვი რომ ასე მოთამაშე საქართველოსთან არცერთ წამყვან ნაკრებს არ ელოდება იოლი მატჩი. უფრო მეტიც, მადა ჭამაში მოდისო და უკვე ევროპის შესარჩევშიც მსურს რომ ვაჩვენოთ ჩვენი კლასი! ამ ეტაპზე გრანდებს თუ ვერ ვაჯობებთ, უარეს შემთხვევაში 3-ე ადგილი აუცილებლად უნდა დავიკავოთ.
წარმატებები ჩვენებს და ბოლოს ასე ვიტყვი: აი, რა შეუძლია მის უდიდებულესობა ფეხბურთს - ერის გამთლიანება, სიხარულისა და ბედნიერების მინიჭება
patrioti
10 ივნისი 2022 10:31
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული