გოლგაუშვებლად მოგიგებთო და საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთი მაკედონია გაანადგურა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ჩრდილოეთი მაკედონია 3:0 დაამარცხა.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა წინა მატჩთან შედარებით სასტარტოში ორი ცვლილება განახორციელა, სტრატეგია და ტაქტიკა კი იგივე დატოვა. გუნდებმა თამაში ფრთხილად დაიწყეს, გამწვავებას ერიდებოდნენ. პირველი მომენტი კვარაცხელიამ შექმნა, მაგრამ ძლიერი დარტყმა არ გამოუვიდა და ბურთს მეკარე დაეუფლა. აქედან მოყოლებული, უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ და შემოგვიტიეს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და მეტოქის კარზე იერიშების მიტანა უჭირდა. 31-ე წუთზე შორიდან დავითაშვილის დარტყმული ბურთი დიმიტრიევსკიმ მოიგერია და ნაკლებად სანახაობრივი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ
მაკედონიელები ცოტა ხანი ისევ ფლობდნენ ინიციატივას. საქართველოს ნაკრები სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა. ჯერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე ხოჭოლავამ მცველებს დაასწრო და ბურთი თავურით მიზანს ოდნავ ააცილა, შემდეგ კი წიტაიშვილის გადაცემულ ბურთს ზივივაძემ მოწინააღმდეგის კარში მიუჩინა ადგილი. 62-ე წუთზე ხვიჩამ შორიდან თითქოს ზარბაზნიდან გაისროლა და ანგარიში გაზარდა. 84-ეზე უკვე კიტეიშვილმაც დალაშქრა დიმიტრიევსკის კარი, რომელიც გოლგაუშვებლად დამარცხებით გვემუქრებოდა და ისევ მოვიგეთ. ისევ დიდი ანგარიშით.

სანიოლის გუნდმა ტურნირზე მესამე გამარჯვება მოიპოვა (ბურთების შეფარდება 12:2), უშუალო კონკურენტი ჩრდილოეთი მაკედონია უკვე 5 ქულით ჩამოიტოვა, 12 ივნისს ბულგარეთს უმასპინძლებს და ამის და დარჩენილი კალენდრის გათვალისწინებით, მიზნის მიღწევისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

სკოპიე. „პროესკი არენა“
ჩრდ. მაკედონია - საქართველო 0:3
გოლები: 0:1 ზივზივაძე (52), 0:2 კვარაცხელია (62) 0:3 კიტეიშვილი (84)

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ჩურლინოვი, დ. ველკოვსკი, მუსლიუ, ალიოსკი (ტოდოროსკი 79), ელმასი, სპიროვსკი (მიოვსკი 71), ბარდი, აშკოვსკი, მ. რისტოვსკი (ბაბუნსკი 71), ტრაიკოვსკი (ნიკოლოვი 60)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა, კაკაბაძე (ყაზაიშვილი 83), აბურჯანია (კიტეიშვილი 61), კვეკვესკირი, წიტაიშვილი, დავითაშვილი (მამუჩაშვილი 71), კვარაცხელია (ლობჟანიძე 83), ზივზივაძე (მიქაუტაძე 71)

მკითხველის კომენტარები / 196 /
გამოუშვით ბრაზილია, არგენტინა, ბელგია , გერმანია, ინგლისი , საფრანგეთი და სხვა ტოპ გუნდები, მჯერა მათაც დავამარცხებთ, გენაცვალეთ ბიჭებო სამშობლოს გახარებისათვის, წინ ახალი გამარჯვებებია!
ლეო
10 ივნისი 2022 01:30
1
შენ ახლა ნამეტანი ნუ მოინდომე )
დავით67
10 ივნისი 2022 05:30
4
Ეს ბუდუ ზივზივაძე საიდან დაგვებედა ხალხო?
Ზივზივაძის ფანი
10 ივნისი 2022 01:18
0
ღმერთო, ნუთუ შეიძლება, ქართული ფეხბურთის 70-იანების ბოლო და 80-იანების დასაწყისი დაბრუნდეეეს? თავი სიზმარში მგონია.... სტადიონზე, ჩვეულებრივ თამაშებზე 45-50 კაცი, ხოლო უეფას თამაშემზე ანშლაგი.... თავი სიზმარში მგონია... 40 წელია ამას ველოდებოდიიით.... კიდევ არ მჯერა...
გიორგი-50
10 ივნისი 2022 01:16
3
ყოჩაღ ვილი! მართლა ბრავო!
ბს
10 ივნისი 2022 01:11
0
დაგვიბრუნეთ ვაისი! ) ეს ნამეტანია უკვე
სლავა
10 ივნისი 2022 01:08
0
გილოცააავთ!!!
nika
10 ივნისი 2022 00:42
1
მადლობა! მადლობა! მადლობა! ხვიჩა შენ ცალკე მადლობა!
კაპიტან გარდენბურგი
10 ივნისი 2022 01:22
0
ძალიან ბედნიერი ვარ და რამდენია ჩემსავით ეხლა ვინ მოთვლის! მადლობა ჩვენს ბიჭებს ამ დიდი სიხარულისათვის და განსაკუთრებული მადლობა ვილი სანიოლს, კაცი რომელმაც გუნდი ერთ მუშტად შეკრა და ერთ ოჯახად გადააქცია.ბრავო!!!
თომა
10 ივნისი 2022 01:03
0
წლებია, სახლში და ახლობლები დამცინოდნენ, რას ნერვიულობ საქართველოს ნაკრებზე, ამათგან არაფერი გამოვა, რატომ უყურებ ყველა თამაშსო...
გამოვიდა....უკვე გამოვიდა, ამიტომაც მტკიოდა გული ამდენი წელი, რომ ვიცოდი და მჯეროდა, ეს დღეც დადგებოდა.
კვარა ძალიან მაგარია, ტოპია, მაგრამ ეს გუნდი მარტო კვარა არ არის
-ორი ერთმანეთზე უკეთესი მეკარე, ლორია ასაკის მიუხედავად ტოპ-ლიგის ბევრ თავის ტოლ მეკარეს აჯობებს, მამარდა მინიმუმ 10 წლიანი გარანტიაა ჩვენი ნაკრების კარში საიმედოობის
-უგამოცდილესი და თავგანწირული დაცვა, კაშია, რომელიც უკვე წიგნებს დაწერს, როგორი უნდა მცველი. სუპერ ამბავია კვირკველიას დაბრუნება, უცხოეთის კარგ გუნდში უნდა წავიდეს, ხოჭოლავა ბოლოს და ბოლოს დადგა ის, რაც უნდა ყოფილიყო თავიდან, კაკაბაძეზე მწყდება გული, უფრო დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა, მაგრამ ჯერ ახალგაზრდაა, მოასწრებს. აზაროვი-მომავალია, გიორბელიძე კარგი შეცვლა
-ჩემთვის კიტეიშვილი ერთ-ერთი საუკეთესოა ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ამ ბიჭმა ტრამვების გამო 10-15 % გამოავლინა მხოლოდ, მაგრამ ამასაც არ აქვს დიდი ასაკი, აბურჯანიას მაგრად მოუმატებია, წიტაიშვილი ტყუილად არ ყოფილა თურმე 20 წლამდე მსოფლიო ჩემპიონის, უკრაინის ნაკრების გამორჩეული წევრი, ლობჟანიძე ტავდადების და გულიანი თამაშის მასტერ კლასია, კვეკვე უფრო დიდი ფეხბურთელი უნდა ყოფილიყო, სამწუხაროდ, არ მოხდა ასე
-სრული სიურპრიზია ბუდუ. არ იყო ადრეც ცუდი, მაგრამ ეხლა მაგრად მაკვირვებს, ერთდროულად ასეთი მონდომებული, დინჯი, სწორ ფეხბურთს თამაშობს. ჟორჟი მომავალია, უნდა მოუმატოს
-ვილი ძალიან მაგარია. რაღაცნაირად მჯერა, რომ ჩაკვესაც გამოიყვანს ამ მდგომარეობიდან.
დარწმუნებული ვარ, ევროპის სკაუტები უკვე დაკვირვებით უყურებენ ამ თამაშებს, ეს საქართველო ვინაა და რა მიზეზით იგებს ამდენ თამაშსო. დაიყრება ჩვენი ბიჭები ევროპაში:))
zaz197
10 ივნისი 2022 07:12
0
დაე იტალიელები ჩამოვიდნენ და თვეში 30 ლარად ვასწავლოთ როგორ გავუტანოთ გოლი მაკედონიას. .
დიდება ცოცხალ გმირებს, მე ვფიქრობ რევანში შედგა.
ვანჩოპე
10 ივნისი 2022 01:05
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული