გოლგაუშვებლად მოგიგებთო და საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთი მაკედონია გაანადგურა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ჩრდილოეთი მაკედონია 3:0 დაამარცხა.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა წინა მატჩთან შედარებით სასტარტოში ორი ცვლილება განახორციელა, სტრატეგია და ტაქტიკა კი იგივე დატოვა. გუნდებმა თამაში ფრთხილად დაიწყეს, გამწვავებას ერიდებოდნენ. პირველი მომენტი კვარაცხელიამ შექმნა, მაგრამ ძლიერი დარტყმა არ გამოუვიდა და ბურთს მეკარე დაეუფლა. აქედან მოყოლებული, უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ და შემოგვიტიეს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და მეტოქის კარზე იერიშების მიტანა უჭირდა. 31-ე წუთზე შორიდან დავითაშვილის დარტყმული ბურთი დიმიტრიევსკიმ მოიგერია და ნაკლებად სანახაობრივი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ
მაკედონიელები ცოტა ხანი ისევ ფლობდნენ ინიციატივას. საქართველოს ნაკრები სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა. ჯერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე ხოჭოლავამ მცველებს დაასწრო და ბურთი თავურით მიზანს ოდნავ ააცილა, შემდეგ კი წიტაიშვილის გადაცემულ ბურთს ზივივაძემ მოწინააღმდეგის კარში მიუჩინა ადგილი. 62-ე წუთზე ხვიჩამ შორიდან თითქოს ზარბაზნიდან გაისროლა და ანგარიში გაზარდა. 84-ეზე უკვე კიტეიშვილმაც დალაშქრა დიმიტრიევსკის კარი, რომელიც გოლგაუშვებლად დამარცხებით გვემუქრებოდა და ისევ მოვიგეთ. ისევ დიდი ანგარიშით.

სანიოლის გუნდმა ტურნირზე მესამე გამარჯვება მოიპოვა (ბურთების შეფარდება 12:2), უშუალო კონკურენტი ჩრდილოეთი მაკედონია უკვე 5 ქულით ჩამოიტოვა, 12 ივნისს ბულგარეთს უმასპინძლებს და ამის და დარჩენილი კალენდრის გათვალისწინებით, მიზნის მიღწევისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

სკოპიე. „პროესკი არენა“
ჩრდ. მაკედონია - საქართველო 0:3
გოლები: 0:1 ზივზივაძე (52), 0:2 კვარაცხელია (62) 0:3 კიტეიშვილი (84)

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ჩურლინოვი, დ. ველკოვსკი, მუსლიუ, ალიოსკი (ტოდოროსკი 79), ელმასი, სპიროვსკი (მიოვსკი 71), ბარდი, აშკოვსკი, მ. რისტოვსკი (ბაბუნსკი 71), ტრაიკოვსკი (ნიკოლოვი 60)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა, კაკაბაძე (ყაზაიშვილი 83), აბურჯანია (კიტეიშვილი 61), კვეკვესკირი, წიტაიშვილი, დავითაშვილი (მამუჩაშვილი 71), კვარაცხელია (ლობჟანიძე 83), ზივზივაძე (მიქაუტაძე 71)

მკითხველის კომენტარები / 196 /
ყოჩაღ ბიჭებო.ესე ერთი და სხვა მრავალი.....ხვიჩამ რა უქნა იმ ტიპს გოლის დროს,მასტი ვერ გაერკვა სად იყო და რატომ....
კახა ქ.
10 ივნისი 2022 01:04
0
ძველი კვირკველია დაგვიბრუნდა განახლებული ვერსიით. აი რამდენს ნიშნავს ფეხბურთელისთვის ნდობის გამოცხადება
David
10 ივნისი 2022 00:59
0
სანიოლის საქციელი დასაფასებელია საქართველოში რომ დაიწყო ცხოვრობა მაგრამ იმედია კეთილსინდისიერი პროფესიონალია და დამოუკიდებლად აზროვნებს ფედერაციისგან არ იღებს რჩევებს. სხვა მხრივ კარგი ბიჭები გვყავს და ყველაფერი კარგად იქნება, ეს გამარჯვებები კარგია მაგრამ საჭიროა სიფხიზლე ყველას საქმიანობა ობიექტურად უნდა გაანალიზდეს. მადლობა კვირკველია რომ დააბრუნა ძირითადში და და კარგი იქნება თუ აღარ გარისკავს ზოგიერთი საეჭვო ფეხბურთელებით.
mkitxveli.
10 ივნისი 2022 04:34
55
რანაირი ანალიზია, ფეხბურთს უყურებ საერთოდ?
tttt
10 ივნისი 2022 09:50
0
რანაირი ანალიზია და ნაციონალის ანალიზია :))
odala
10 ივნისი 2022 11:36
3
ყველა გამოხმაურება
ყოჩაღ ყოჩაღ და ყოჩაღ. ესე ესე და ესე. ცივსიხლით და სილაღით! ჯიგრები ხართ!!!
გივი
10 ივნისი 2022 01:34
0
ეს არის დიდი ფეხბურთი !!!
მაგარი ხართ ბიჭებო!!! ბრავოოოოო!!
მაგარი თაობა და დიდი იმედის მომცემი!
ხვიჩამ თქვა ვალი გვაქვსო და გადაიხადეს ბრწყინვალეთ!!
მთელი საქართველო გაახარეს!
ბრავოოოოი
ჯონი
10 ივნისი 2022 01:17
1
რაო, რაო ქართველებს ნელი მცველები ჰყავთო, მათი სისუსტებიც ვიცითო და ჩვენს თამაშს მოვახვევთო...
უაჰაჰაჰა!!!
მადლობა ვილის და ბიჭებს!!!
10 ივნისი 2022 01:09
1
კვარაცხელია გადის მოედნიდან და სანიოლს ეუბნება: "ფეოლა მოვიგეთ". სანიოლი - გაგიჭირდებოდათ :)!, რა არის ეს! , რას გავს ეს! თქვენ გული არა გაქვთ! ნახეთ როგორ ტირიან ის საწყლები! რა ანგარიშია ეს! ცოდოები არ არიან?!, არ გეცოდებათ?! :):):)
ნიკოლოზი
10 ივნისი 2022 08:28
0
Თქვენ გენაცვალეᲗ!!! ...მეᲨინია სიზმარᲨი არ ვიყო
გიუᲨა
10 ივნისი 2022 01:46
0
აი ახლა კი ვამბობ - ყოჩაღ,ბრავო!
ეს გუნდი თამაშობს ბ ლიგის დონეზე, აუცილებლად იქ უნდა გადავიდეთ!
წინ საქართველო!
Jango
10 ივნისი 2022 01:30
0
ეს ის მომენტია როცა სიამაყის გრძნობა გიასმაგდება! მჯეროდა და მადლობა ნაკრების სრულ შემადგენლობას!!! ეს დასაწყისია მომავალი წარმატებების!!!
ნკ
10 ივნისი 2022 01:26
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული