გოლგაუშვებლად მოგიგებთო და საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთი მაკედონია გაანადგურა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ჩრდილოეთი მაკედონია 3:0 დაამარცხა.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა წინა მატჩთან შედარებით სასტარტოში ორი ცვლილება განახორციელა, სტრატეგია და ტაქტიკა კი იგივე დატოვა. გუნდებმა თამაში ფრთხილად დაიწყეს, გამწვავებას ერიდებოდნენ. პირველი მომენტი კვარაცხელიამ შექმნა, მაგრამ ძლიერი დარტყმა არ გამოუვიდა და ბურთს მეკარე დაეუფლა. აქედან მოყოლებული, უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ და შემოგვიტიეს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და მეტოქის კარზე იერიშების მიტანა უჭირდა. 31-ე წუთზე შორიდან დავითაშვილის დარტყმული ბურთი დიმიტრიევსკიმ მოიგერია და ნაკლებად სანახაობრივი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ
მაკედონიელები ცოტა ხანი ისევ ფლობდნენ ინიციატივას. საქართველოს ნაკრები სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა. ჯერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე ხოჭოლავამ მცველებს დაასწრო და ბურთი თავურით მიზანს ოდნავ ააცილა, შემდეგ კი წიტაიშვილის გადაცემულ ბურთს ზივივაძემ მოწინააღმდეგის კარში მიუჩინა ადგილი. 62-ე წუთზე ხვიჩამ შორიდან თითქოს ზარბაზნიდან გაისროლა და ანგარიში გაზარდა. 84-ეზე უკვე კიტეიშვილმაც დალაშქრა დიმიტრიევსკის კარი, რომელიც გოლგაუშვებლად დამარცხებით გვემუქრებოდა და ისევ მოვიგეთ. ისევ დიდი ანგარიშით.

სანიოლის გუნდმა ტურნირზე მესამე გამარჯვება მოიპოვა (ბურთების შეფარდება 12:2), უშუალო კონკურენტი ჩრდილოეთი მაკედონია უკვე 5 ქულით ჩამოიტოვა, 12 ივნისს ბულგარეთს უმასპინძლებს და ამის და დარჩენილი კალენდრის გათვალისწინებით, მიზნის მიღწევისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

სკოპიე. „პროესკი არენა“
ჩრდ. მაკედონია - საქართველო 0:3
გოლები: 0:1 ზივზივაძე (52), 0:2 კვარაცხელია (62) 0:3 კიტეიშვილი (84)

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ჩურლინოვი, დ. ველკოვსკი, მუსლიუ, ალიოსკი (ტოდოროსკი 79), ელმასი, სპიროვსკი (მიოვსკი 71), ბარდი, აშკოვსკი, მ. რისტოვსკი (ბაბუნსკი 71), ტრაიკოვსკი (ნიკოლოვი 60)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა, კაკაბაძე (ყაზაიშვილი 83), აბურჯანია (კიტეიშვილი 61), კვეკვესკირი, წიტაიშვილი, დავითაშვილი (მამუჩაშვილი 71), კვარაცხელია (ლობჟანიძე 83), ზივზივაძე (მიქაუტაძე 71)

მკითხველის კომენტარები / 196 /
ასეთ მწვრთნელს დიდი ხანი ელოდა საქართველოს ნაკრები და მადლობა ყველას
შოკირებული გულშემატკივარი
10 ივნისი 2022 01:10
0
თქვენი არ ვიცი და მე კაი 30 წლით გავახალგაზრდავდი... არადა, მეტითაც შეიძლებოდა...
დდდ
10 ივნისი 2022 01:02
0
წლების განმავლობაში ასე ჩვენ გვიგებდნენ, თითქოს ბურთს ვაგორავებდით მთელი თამაში, მაგრამ ერთი-ორი შეტევა და 3-0 ვაგებდით. თურმე რა სასიამოვნო ყოფილა, შენი ნაკრები როცა თამაშობს ასე. არ ვიცი ზოგადად მაკედონიასა და ჩვენს შორის მართლა ამხელა სხვაობაა თუ არა, მაგრამ ობიექტურ მაყურებელს რომ ენახა გუშინ თამაში, დაასკვნიდა, რომ გაცილებით მაღალი კლასის გუნდმა მარტივად და კლასიკურ სტილში მოუგო მეორე გუნდს. მაკედონიელების მწვრთნელი კი იძახის, გოლი უნდა გაგვეტანაო, მაგრამ რეალურად არავითარი შანსი არ ჰქონიათ გუშინ, უბრალოდ დაათრევდნენ ბურთს.
დავითი
10 ივნისი 2022 11:05
0
მაკედონიამ მწვრთნელი არ გადააყენა "გარშოკზე"?
მწვრთვნელი
10 ივნისი 2022 10:23
0
Თქვენ გენაცვალეᲗ!!! ...მეᲨინია სიზმარᲨი არ ვიყო
გიუᲨა
10 ივნისი 2022 01:52
2
ყოჩაღ ბიჭებს.აი მაგალითი იმისა, თუ რა შედეგი მოაქვს გუნდში ჯანსაღ კონკურენციას და მაგარ სათადარიგო სკამს.ყველას დიდი მადლობა ამ სიხარულისთვის.ოხ რას მოიფხანდა გულს იტალიელი გულშემატკივრები? კვარას თამასა, კიდევ უფრო მაღლა აიწევს.❤❤❤
გულშემატკივარი
10 ივნისი 2022 01:07
1
ლამის გული გამისკდეს სიხარულით. ჯიგარი ჩადეს და რევანში აღებულია. რა დამაძინებს ახლა არ ვიცი.იეეეეს!!!!!!
ჟორა ხვედელიძე
10 ივნისი 2022 01:06
0
ბიჭო ბიძინას ფული როა ფეხბურთში და ეგ რო ქვშველის ეგეც ახსენეთ. რატო არ ამბობთ როგორ ეხმარება ქართულ რეგბს
Vaxo
10 ივნისი 2022 00:51
112
ბიძინას ფული რატომაა? ფედერაცია ბიუჯეტიდან ფინანსდება, ფეხბურთელები კლუბებში თამაშობენ,ბიუჯეტი კი ჩვენი ფულია, ჩვენი ჩამოჭრილი 20%, აი ბიძინა სად ნახე, ან მიშა ან ვინმე კიდე დაანებეთ თავი მაღლა ყურებას, საქართველო ვართ ჩვენ, ხალხი და არა ბიძინა მიშა შალვა და გინდაც გუბაზა
რაიოოო!
10 ივნისი 2022 01:08
0
რა შუაშია ახლა ეგ, გინდა კარგი გაგებით გინდა ცუდით?
ეეე
10 ივნისი 2022 01:10
1
ყველა გამოხმაურება
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებოოო

დათკა
10 ივნისი 2022 00:45
0
მადლობა ყველას! მამარდაშვილი როგორ ,,დასტოინად,, იდგა. მაგრად გაიზარდა ეს ბიჭი. ღმერთი ფარავდეს და კაი ხანი მეკარის პრობლემა მოხსნილი გვაქვს. ვილიმ შეასწავლა მეტოქეებს ლორიას თამაში და ყველაზე გადამწყვეტ მომენტში, ლაწ და მამარდაშვილი.
100%
10 ივნისი 2022 09:57
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული