გოლგაუშვებლად მოგიგებთო და საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთი მაკედონია გაანადგურა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ჩრდილოეთი მაკედონია 3:0 დაამარცხა.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა წინა მატჩთან შედარებით სასტარტოში ორი ცვლილება განახორციელა, სტრატეგია და ტაქტიკა კი იგივე დატოვა. გუნდებმა თამაში ფრთხილად დაიწყეს, გამწვავებას ერიდებოდნენ. პირველი მომენტი კვარაცხელიამ შექმნა, მაგრამ ძლიერი დარტყმა არ გამოუვიდა და ბურთს მეკარე დაეუფლა. აქედან მოყოლებული, უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ და შემოგვიტიეს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და მეტოქის კარზე იერიშების მიტანა უჭირდა. 31-ე წუთზე შორიდან დავითაშვილის დარტყმული ბურთი დიმიტრიევსკიმ მოიგერია და ნაკლებად სანახაობრივი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ
მაკედონიელები ცოტა ხანი ისევ ფლობდნენ ინიციატივას. საქართველოს ნაკრები სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა. ჯერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე ხოჭოლავამ მცველებს დაასწრო და ბურთი თავურით მიზანს ოდნავ ააცილა, შემდეგ კი წიტაიშვილის გადაცემულ ბურთს ზივივაძემ მოწინააღმდეგის კარში მიუჩინა ადგილი. 62-ე წუთზე ხვიჩამ შორიდან თითქოს ზარბაზნიდან გაისროლა და ანგარიში გაზარდა. 84-ეზე უკვე კიტეიშვილმაც დალაშქრა დიმიტრიევსკის კარი, რომელიც გოლგაუშვებლად დამარცხებით გვემუქრებოდა და ისევ მოვიგეთ. ისევ დიდი ანგარიშით.

სანიოლის გუნდმა ტურნირზე მესამე გამარჯვება მოიპოვა (ბურთების შეფარდება 12:2), უშუალო კონკურენტი ჩრდილოეთი მაკედონია უკვე 5 ქულით ჩამოიტოვა, 12 ივნისს ბულგარეთს უმასპინძლებს და ამის და დარჩენილი კალენდრის გათვალისწინებით, მიზნის მიღწევისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

სკოპიე. „პროესკი არენა“
ჩრდ. მაკედონია - საქართველო 0:3
გოლები: 0:1 ზივზივაძე (52), 0:2 კვარაცხელია (62) 0:3 კიტეიშვილი (84)

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ჩურლინოვი, დ. ველკოვსკი, მუსლიუ, ალიოსკი (ტოდოროსკი 79), ელმასი, სპიროვსკი (მიოვსკი 71), ბარდი, აშკოვსკი, მ. რისტოვსკი (ბაბუნსკი 71), ტრაიკოვსკი (ნიკოლოვი 60)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა, კაკაბაძე (ყაზაიშვილი 83), აბურჯანია (კიტეიშვილი 61), კვეკვესკირი, წიტაიშვილი, დავითაშვილი (მამუჩაშვილი 71), კვარაცხელია (ლობჟანიძე 83), ზივზივაძე (მიქაუტაძე 71)

მკითხველის კომენტარები / 196 /
თქვენი დედის დისლაიქები გამოიღეთ
X.
10 ივნისი 2022 03:19
5
"ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩს Kladenje-მ ანალიტიკური წერილი მიუძღვნა... შურისმაძიებელი საქართველო ნელი მცველებით ფრითაც კმაყოფილი დარჩებაო...მოგებაზე განცხადებების გაკეთების მიუხედავად, საქართველო, როგორც ჩანს, ფრითაც კმაყოფილი დარჩება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ უპირატესობას შეინარჩუნებს და მოწინააღმდეგეს საპასუხო შეხვედრაში დაელოდებაო... ბევრ გოლს არ ელოდოთ, შეიძლება ორივე გუნდისგან თითო გოლი იხილოთ, თუმცა ჩვენ ბუკმეკერების ფავორიტი მაკედონიის გამარჯვებას ველითო"...
Kladenje:
10 ივნისი 2022 01:33
1
ასეთ მწვრთნელს დიდი ხანი ელოდა საქართველოს ნაკრები და მადლობა ყველას
შოკირებული გულშემატკივარი
10 ივნისი 2022 01:09
1
მაგათ ვენაცვალე! ძლივს რაღაც არ გამიხარდაა ))))
მორიელი
10 ივნისი 2022 01:13
0
კი ბიჭები ყველაფერს დებენ და თაობაც უკეთესია მაგრამ ესაა ძმებო მწვრტნელი. გუნდიც გაიცნო, ტაქტიკაც იპოვა, ფეხბურთელების მოტივირებასაც ახდენს. ცვლილებებიც იცის. რამდენი გოლი გაიტანეს სეცვლაზე შემოსულებმა?
მინდია
10 ივნისი 2022 01:00
0
ყოჩაღ ბიჭენს ბრავო სანიოლს ! იტალიის და გერმანიის მომგები მაკედონია გავანადგურეთ სტუმრაად და იმ წაგებაზეც ვიძიეთ შური ! სანიოლი რომ დაბიშნეს მეც ვამბობდი რა სანიოლი საერთოდ ვინაა მეთქი ! ძალიან მაგარი მწვრთნელი გამოდგა და სამწუხაროდ ალბათ მალე წაგვართმევენ ბობოლები((( დამავიწყდა რა ხნით აქვს ჩვენ ფედერაციას მაგასთან კონტაქტი ? კი ბატონო გვყავს ხვიჩა ზურიკო კაშია კიტე ლობჟანიძე და სხვა ძალიან მაგჰრები მაგრამ მწვრთნელი თუ არ ყავს გუნდს სუპერვარსკვლავებიც ვერ ითამაშებენ ! თავის დროზე დინამოშიც იყბნენ ყიფიანი გუცაევი მააიძე ჩივაძე... მაგრამ ვერ თამაშობდნენ მაგრამ მპოვიდა ახალკაცი დააა !! (ალბათ მაშინაც ამბობდნენ--ვინაა ეს ახალკაცი რა უნდა გააკეთოსო D) ასე თუ გავაგრძელეთ 2-3 წელში უკვე ტოპ ნაკრები გვეყოლება და ევროპაზეც გავალთ და მსოფლიოზეც და იქაც არ ვიქნებით უბრალო მაყურებლის როლში !
zura222
10 ივნისი 2022 00:59
0
გილოცავთ ხლხო, გილოცავთ! ამას რას მოვესწარით. ყოჩაღ ვილი, რამდენი იმუშავა ამ კაცმა და იმდენი კარგი ფეხბურთელები შეკრიბა, ორი გუნდის დაყენება შეუძლია, თითქმის თანაბარის. არადა რა ამბავი ატყდა, ჯერ ჩამოსულიც კი არ იყო, რომ შეურაცყმფობელი კომენტარები იდებოდა. არა და ცოდნია კაცს საქმე. მადლობა დიდი ვილი!!!
ლევანი
10 ივნისი 2022 00:59
0
bravo bichebo.genacvalet da meti carmatebebi. wili sagol aseve tavistavad
კუ კობსონი
10 ივნისი 2022 00:42
1
მთავარი რამ, ჟილკა და წესრიგი, აი ეს არის რაც სანიოლმა გუნდში ჩააბეტონა, მადლობა ამისთვის.........
სიმართლე
10 ივნისი 2022 16:17
0
როცა ჩვენს ნაკრებში დაცვაში სტაბილურად ვთამაშობთ, ის თამაშები საუკეთესოდ გამოგვდის. ყურადღება მიაქციეთ კვირკველია როცა თამაშობს ყველა თამაში კარგად გამოგვდის შეუცვლელია დღეს ნაკრებში. მადლობა ბიჭებს ამ თამაშებისთვის.
semi
10 ივნისი 2022 11:27
1
"გივი" ვაი შენს პატრონს გახსოვს ის დრო როცა ეგეთ წასისინებას ვერ გაბედავდი და ვერც იოცნებებდი რადგან არავინ დაობდა რომ კვერკველია რუსეთში საუკეთესო იყო ჩემპიონიც ხდებოდა ყველაფერი მოიგო და ინგლისის პრემიერლიგის კლუბებიდან წინადადებებს იღებდა როცა ტრამვის მერე უსამართლოდ ამოაგდეს ძირითადიდან გუნდიდან გააგდეს და ასეთ ფეხბურთელზე ასეთ პიროვნებაზე ცინიკოსობას ბედავ საცოდავიო იძახი თან იმის მერე რაც ნაკრებში მაგარი თამაში ჩაატარა შენ ქართველი ხარ მაგას პრიმატი რუსის გარდა არავინ დაწერს ეხლა თან ესეთი სუფთა სწერვა რუსული მანერით სტF წატი შ**** ით თქვენი მენტალიტეტის ტყVN@ ეხლა იწყება
Stf
10 ივნისი 2022 13:28
2
საცოდავი კვირკველია როგორც კი მივიდა ხარკოვის "მეტალისტ 1925"-ში მის მერე ყველა მატჩი წააგო მეტალისტმა, აქედან ყოველი მეორე საბას სინდისზე იყო , ეს ისე, ცნობისათვის,,,,
გივი
10 ივნისი 2022 11:42
38

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული