გოლგაუშვებლად მოგიგებთო და საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთი მაკედონია გაანადგურა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ჩრდილოეთი მაკედონია 3:0 დაამარცხა.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა წინა მატჩთან შედარებით სასტარტოში ორი ცვლილება განახორციელა, სტრატეგია და ტაქტიკა კი იგივე დატოვა. გუნდებმა თამაში ფრთხილად დაიწყეს, გამწვავებას ერიდებოდნენ. პირველი მომენტი კვარაცხელიამ შექმნა, მაგრამ ძლიერი დარტყმა არ გამოუვიდა და ბურთს მეკარე დაეუფლა. აქედან მოყოლებული, უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ და შემოგვიტიეს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და მეტოქის კარზე იერიშების მიტანა უჭირდა. 31-ე წუთზე შორიდან დავითაშვილის დარტყმული ბურთი დიმიტრიევსკიმ მოიგერია და ნაკლებად სანახაობრივი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ
მაკედონიელები ცოტა ხანი ისევ ფლობდნენ ინიციატივას. საქართველოს ნაკრები სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა. ჯერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე ხოჭოლავამ მცველებს დაასწრო და ბურთი თავურით მიზანს ოდნავ ააცილა, შემდეგ კი წიტაიშვილის გადაცემულ ბურთს ზივივაძემ მოწინააღმდეგის კარში მიუჩინა ადგილი. 62-ე წუთზე ხვიჩამ შორიდან თითქოს ზარბაზნიდან გაისროლა და ანგარიში გაზარდა. 84-ეზე უკვე კიტეიშვილმაც დალაშქრა დიმიტრიევსკის კარი, რომელიც გოლგაუშვებლად დამარცხებით გვემუქრებოდა და ისევ მოვიგეთ. ისევ დიდი ანგარიშით.

სანიოლის გუნდმა ტურნირზე მესამე გამარჯვება მოიპოვა (ბურთების შეფარდება 12:2), უშუალო კონკურენტი ჩრდილოეთი მაკედონია უკვე 5 ქულით ჩამოიტოვა, 12 ივნისს ბულგარეთს უმასპინძლებს და ამის და დარჩენილი კალენდრის გათვალისწინებით, მიზნის მიღწევისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

სკოპიე. „პროესკი არენა“
ჩრდ. მაკედონია - საქართველო 0:3
გოლები: 0:1 ზივზივაძე (52), 0:2 კვარაცხელია (62) 0:3 კიტეიშვილი (84)

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ჩურლინოვი, დ. ველკოვსკი, მუსლიუ, ალიოსკი (ტოდოროსკი 79), ელმასი, სპიროვსკი (მიოვსკი 71), ბარდი, აშკოვსკი, მ. რისტოვსკი (ბაბუნსკი 71), ტრაიკოვსკი (ნიკოლოვი 60)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა, კაკაბაძე (ყაზაიშვილი 83), აბურჯანია (კიტეიშვილი 61), კვეკვესკირი, წიტაიშვილი, დავითაშვილი (მამუჩაშვილი 71), კვარაცხელია (ლობჟანიძე 83), ზივზივაძე (მიქაუტაძე 71)

მკითხველის კომენტარები / 196 /
ვიღაცა წერდა რა დამაძინებს არ ვიციო. მე წუხელ 3 საათი ვიწვალე რომ დამძინებოდა. მე სიხარულის გამო არ დამიძინია და ნეტა მაკედონიელებმა როგორ უნდა დაიძინონ? ალბათ ივნისის ბოლოს თუ დაიძინებენ ნერვიულობისგან. :დდდ აუ 12 ში ბულგარეთთან მიწევს ერთი წვალებით დაძინება ვიცი უფრო მაგრად გაგვიხარდება.
roma bejanidze
10 ივნისი 2022 09:31
0
მგონი სულ დაავიწყდათ თუ ვინმესთვის მოუგიათ მაკედონიელებს:)
7კ7
10 ივნისი 2022 01:11
0
ნამდვილად კარგი იყო, ვულოცავ ბიჭებს! იგრძნობა გუნდურობა და მოედნი უკეთესი ხედვადა ფიზიკაც მომატებულია აშკარად, ასე გააგრძელეთ!
კობა
10 ივნისი 2022 11:25
1
აბა, სად არის "დედას ბუშტი" მეკარე ეხლა? ხომ გამოიძრე სამჯერ?!
აჩი
10 ივნისი 2022 10:23
0
იტალიელებს უკვე უყვარდათ კვარა და ეხლა საერთოდ გააფანატებენ მაკედონიას რო თხარა
შაკო
10 ივნისი 2022 10:05
1
ეს ხომ ძალიან კარგი და ყველას გილოცავთ!
მომავალ წელს, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გვეყოლება გუნდი, რომლის ბირთვი იქნება მამარდაშვილი, აზაროვი, დავითაშვილი, კვარაცხელია, წიტაიშვილი და მიქაუტაძე. კიდევ გვყავს მაგარი ბიჭები - გაგნიძე ლუკა, წულიკიძე ლუკა...
შეიძლება ჩემპიონობასაც გამოვკრათ ხელი!
არჩი
10 ივნისი 2022 09:46
0
რა ცოტა უნდა ადამიანს ბედნიერებისათვის! წინ, საქართველო! ბევრი სიხარული და გამარჯვება.
mamuka09ze
10 ივნისი 2022 09:34
0
მე ასეთი საქართველოს ნაკრები არ მინახავს. ყოჩაღ ბიჭებს და მწვრთნელებს. ე.ი. ფეხბურთში აღმასვლა დაწყებულია.
ლევანი
10 ივნისი 2022 07:03
0
ის სუსტები უფრო მაინტერესებს
ფეოლა
10 ივნისი 2022 01:16
1
წინ კიდევ ბევრი სიხარულია.. გენაცვალეთ!
თემური
10 ივნისი 2022 01:11
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული