კაშია: კარგი ხარისხის ფეხბურთს ვთამაშობთ და იმედია გავიმარჯვებთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთთან მატჩამდე "დინამო არენაზე" ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 29 ფეხბურთელი მონაწილეობდა. nakrebi.ge-სთან კომენტარი ჩვენი გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ გააკეთა:

"მინდა გუშინდელ ინციდენტს გამოვეხმაურო. ძალიან ცუდი რამ მოხდა და იმედი მაქვს, დაშავებული ფეხბურთელი მალე დაუბრუნდება მოედანს. გუნდის სახელით მხარდაჭერას ვუცხადებ ბულგარეთს.

ძალიან მაგარი შეკრება გვაქვს. კარგი ხარისხის ფეხბურთს ვთამაშობთ და ვიცით, რომ ბოლო მატჩი ურთულესი იქნება. რაც მთავარია, ძალებს ვიღდგენთ კიდევ. იმედია, გამარჯვებით და 12 ქულით დავამთავრებთ ამ შეკრებას. სასიამოვნოა ფაქტია, რომ ყველა ბილეთი გაყიდულია. გულშემეატკივარი დამატებით მუხტს გაძლევს მოედანზე.
ყველა ფეხბურთელის ოცნებაა საკუთარი ქვეყნის მაისურით სავსე ტრიბუნების წინ ითამაშოს. ამიტომ, ფეხბურთელები დიდ სიამოვნებას მივიღებთ".

მკითხველის კომენტარები / 2 /
Nu daibnevit miiyvanet bolomde saqme
0
რათქმაუნდა გახარებულები ვართ ყველა ფეხბურთელებიც გულშემატკივრებიც ოღონდ გაიაზრეთ რომ უკვე მეტი მოგეთხოვებათ, აწი არავინ გაპატიებთ უაზრო გადაცემებს, ბურთის დაკარგვას, პოზიციის არასწორად შერჩევას, ერთადგილზე დგომას, იშრომეთ ისწავლეთ მაქსიმალურად მობილიზება, ერთმანეთის დაზღვევა, მთავარი თავში არ აგივარდეთ იმავე ბულგარეთმა გიბრალტარს ვერ მოუგო, უკვე გულშემატკივარი თუ მოგებას არა გრანდებთან ტოლსწორ ბრძოლას მოგთხოვთ, დაიხსომეთ შრომით და ერთად დგომით ყველაფერი მიიღწევა არაფრით ჩამორჩებით არავის ირწმუნეთ საკუთარი თავის მუხლი არ უნდა გიკანკალებდეს ვის წინააღმდეგაც არ უნდა დადგე იბრძოლე და ხალხი ყოველთვის დაგიფასებს თამასა აწეულია დაბლა დაშვებას არავინ გაპატიებთ წარმატებები ყველას ჩვენი მთავარი გზავნილია: " ძალა ერთობაშია"
კახა
23:21 11-06-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული