ბულგარეთთან ერთა ლიგაზე ნამატჩევს (0:0) ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქარველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:
"4 თამაშის შემდეგ 10 ქულას ბევრი არ მოელოდა. გასაგებია, რომ დღეს იმედგაცრუებულნი დავრჩით, მაგრამ ეს კარგის ნიშანია და სექტემბრის მატჩებისთვის გამოგვადგება.
გასული წლის ოქტომბერში, კოსოვოსთან სტუმრად გამარჯვებიდან მოყოლებული, ბრწყინვალე მოგებათა და გოლგაუშვებელი სერია გვქონდა და ახლა თავში მხოლოდ დადებითი მოსაზრებები მიტრიალებს.
90 წუთის განმავლობაში, ბულგარელებს საგოლე მომენტი არ შეუქმნიათ, ასე რომ, დაცვის ხაზით კმაყოფილი ვარ.
შემადგენლობაში ცვლილებები ფორმატიდან გამომდინარე იყო. როცა რამდენიმე ახალი ფეხბურთელი შემოგყავს, შემდეგ თამაშის
გაგრძელება ისე მარტივი არაა, თუმცა ეს აუცილებელი იყო.
საბა ლობჟანიძე ბოლოსაც აქტიური იყო და გადავწყვიტე, რომ ოთარ კაკაბაძე აღარ შემომეყვანა. რამდენიმე მოთამაშე დაღლილი იყო, თუმცა მაინც გადავწყვიტე, მეხუთე ცვლილება აღარ გამომეყენებინა.

გიბრალტართან შეხვედრისგან განსხვავებით, ბოლოს "საწვავი ამოგვეწურა" და დაღლილობა დაგვეტყო. თუმცა, შანსები იყო - ბულგარეთის მეკარემ რამდენჯერმე კარგად ითამაშა, მსაჯმა ჩვენს სასარგებლოდ პენალტი არ დანიშნა. დღეს პრობლემა ფიზიკური მომზადების კუთხით იყო. შემდეგ თამაშებს იმედიანად ვუყურებთ.
შემადგენლობის ცვლილებების მთავარი მიზეზი ფორმატია. შეუძლებელია ასეთ მოკლე დროში ერთი და იგივე შემადგენლობით 4 შეხვედრაში ითამაშო. შესაძლოა, მე მყავდეს ფავორიტი თერთმეტეული, თუმცა მათი მუდმივად გამოყენება ასე მარტივი არაა. კარგია, რომ გუნდში კონკურენციააა, 29 ფეხბურთელი მყავდა გამოძახებული და მეტ-ნაკლებად ყველათი კმაყოფილი ვარ.

პრობლემა მხოლოდ მომენტების გამოუყენებლობა არ ყოფილა, ბურთი საკმაოდ ნელა მოძრაობდა. წიტაიშვილის შემოსვლის შემდეგ, 3-5-2-ზე გადავედით. დღეს მთავარი პრობლემა მაინც ენერგიის ნაკლებობა იყო. 4 შეხვედრაში 10 ქულა კარგი შედეგია და გუნდს უნდა მივულოცოთ".