საქართველოს ნაკრების სავარაუდო მეტოქეები ევროპის ჩემპიონატის გზაზე - ყველაფერი "ერთა ლიგაზე"

AutoSharing Option
"ერთა ლიგის" ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 2 ტური დარჩა; ოთხეულის საუკეთესო ნაკრებები ერთი დივიზიონით დაწინაურდებიან, ბოლოადგილოსნები კი - დაქვეითდებიან.

საქართველოს ნაკრების მდგომარეობა

ვილი სანიოლის მიერ გაწვრთნილი "ჯვაროსნები" ჯგუფს 10 ქულით ლიდერობენ და მის ბოლომდე მისაყვანად 3 ქულა სჭირდებათ.

რა თქმა უნდა, დარჩენილ მატჩებში 6 ქულის ამბიცია გვაქვს და პლეი-ოფში რაც შეიძლება მაღალი ქულით შესვლა გვჭირდება (თუ რატომ, ქვემოთ დავწერთ), მაგრამ ჩრდ. მაკედონიასთან თანაბარი ქულების შემთხვევაში (ამჟამად მათ 3 ქულით აღვემატებით), უპირველესად, ურთიერთშეხვედრებს აქვს მნიშვნელობა, ისინი კი სტუმრად დიდი ანგარიშით (3:0) დავამარცხეთ.
მეორე პარამეტრი, ბურთების ბალანსიც, ბევრად უკეთესი გვაქვს - 12:2.

აქვე შეგახსენებთ, რომ ჩრდ. მაკედონიას 23 სექტემბერს დავუხვდებით, 3 დღის შემდეგ კი ჯგუფურ ეტაპს გიბრალტარში დავხურავთ.

სიტუაცია პლეი-ოფში

"ერთა ლიგაზე" ჯგუფის გამარჯვებულები უფრო მაღალ დივიზიონში დაწინაურდებიან, ერთი საუკეთესო ნაკრები კი კვლავაც ევროპის ჩემპიონატზე გავა. "ერთა ლიგის" ჯგუფური ეტაპისა და ზამთარში გასამართი მუნდიალის შემდეგ, 2023 წლის მარტიდან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დაიწყება, საიდანაც ტურნირზე მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც შეეცდება. იმ ნაკრებს, რომელიც 2024 წლის ჩემპიონატზე შესარჩევიდან მოხვდება და "ერთა ლიგის" პლეი-ოფშია გასული, ამ უკანასკნელში სხვა ჩაანაცვლებს.

რაც შეეხება "ერთა ლიგის" ნახევარფინალურ პლეი-ოფს, 4 ჯგუფიდან გასული ნაკრებები შემდეგი პრინციპით უპირისპირდებიან - ყველაზე მეტი ქულის მქონე ნაკრები საკუთარ მოედანზე ოთხეულის ყველაზე მწირქულიან წევრს მიიღებს, ხოლო მეორე მესამეს უმასპინძლებს. ფინალში მასპინძლის ბედს კი წილისყრა გაარკვევს.

Sportall.Ge

სავარაუდო მეტოქეები

C ლიგაში, სადაც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, ჯგუფში გამარჯვება, ანუ B ლიგაში დაწინაურება, საბერძნეთის ნაკრებმა ოფიციალურად გაიფორმა. ურუგვაელი გუსტავო პოიეტის გუნდს 12 ქულა აქვს, უახლოეს მდევარს, ალენ ჟირესის კოსოვოს 6 ქულით აღემატება და დარჩენილ მატჩებში, წაგების შემთხვევაშიც, მიუწვდომელია.

ბერძნებში თურქეთის ჩემპიონი, "ტრაბზონსპორის" 28 წლის ნახევარმცველი ანასტასიოს ბაკასეტასი გამოირჩევა, რომელიც 3 გოლისა და 1 შედეგიანი პასის ავტორია. საბერძნეთის ნაკრებს ბურთების ბალანსი 7:0-ზე აქვს - საკუთარ კარში გოლი არ მიუღიათ.

თავის ჯგუფში 12 ქულა აქვს თურქეთის ნაკრებსაც, გოლი არც მათ გაუშვიათ და 14 გაიტანეს, მათ შორის 2 ჰაკან ჩალხანოღლუს ზუსტად შესრულებული პენალტია. თეორიულად, მათი გადასწრება ლუქსემბურგს შეუძლია, თუმცა გერმანელი კუნცის გუნდი მშვენიერ ფორმაშია და C ლიგის საუკეთესო ნაკრებობისთვის დიდი ნაბიჯიც აქვს გადადგმული. "ფენერბაჰჩეს" 30 წლის ფორვარდ სერდან დურსუნის ანგარიშზე 4 გოლია - მეტი, ვიდრე ხვიჩა კვარაცხელიას (3).

თურქებს ევროპირველობაზე მოხვედრის დიდი შანსი შესარჩევი ეტაპიდანაც აქვთ, რაც შანსს "ერთა ლიგის" სხვა ნაკრებს გაუხსნის.

დაგვრჩა C დივიზიონის ბოლო ჯგუფი, სადაც საკმაოდ მოულოდნელი ვითარებაა. ოთხეულს ყაზახეთის ნაკრები ლიდერობს, რომელმაც ფავორიტად მიჩნეულ სლოვაკებს უკვე 2 შეხვედრა მოუგო და მათ აზერბაიჯანელებიც მიაყოლა. ახალგაზრდა რუსი მწვრთნელის, ადიევის გუნდმა ქულები მხოლოდ ბელარუსში (1:1) დაკარგა. "ასტანას" 26 წლის ფორვარდმა აბატ აიმბეტოვმა 3 გოლი გაიტანა.

Sportall.Ge

ვინ ვის შეხვდება?

იმედია, სექტემბერში ყველაფერი ისე დალაგდება, საქართველოს ნაკრები C ლიგის საუკეთესო გუნდი იქნება, დღეის მდგომარეობით კი, პლეი-ოფის ნახევარფინალში ასეთი წყვილები გვექნება: თურქეთი-ყაზახეთი, საბერძნეთი-საქართველო. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდის ჯერ შესარჩევ ეტაპზეც გვჯერა და შემდეგ იმისაც, რომ საბერძნეთში გამარჯვება შეგვიძლია, რასთანაც გასულ შესარჩევ ციკლში ახლოს ვიყავით. ეს შორეული ამბებია, უახლოესი სწორება კი მომავალ სექტემბერზე უნდა გვქონდეს და ჯგუფში გამარჯვება საბოლოოდ გავიფორმოთ.

altვინ იყო საქართველოს ნაკრებში საუკეთესო და ვის აქვს ყველაზე დაბალი შეფასება?

altრა დაგვაკლდა გამარჯვებისთვის და რა შეიცვლება მომავალში? - მადლობა ნაკრებს

მკითხველის კომენტარები / 17 /
საბერძნეთთან შესარჩევში გასვლა გაცილებით უკეთ ვითამაშეთ ვიდრე სახლში , ასე რომ კიდე საკითხავია სად თამაში ჯობია.დდ
რრრ
12:25 16-06-2022
0
ეს ხალხი რაზე ნერვიულობს? დარწმუნებული ვარ ევროზე შესარჩევით გავალთ.
ჰაჰა
21:12 15-06-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული