სოლიდური კონკურენტი ლორიასა და მამარდაშვილს - რევიშვილის სასწაული სეივი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნუკრი რევიშვილს საქართველოს ეროვნული ნაკრების რიგებში 33 მატჩი აქვს ჩატარებული და კარიერა 4 წლის წინ რომ არ დაესრულებინა, დიდი ალბათობით, ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნებოდა. თუმცა საქართველოს ვეტერანთა ნაკრების შემადგენლობაში სომხეთის წინააღმდეგ 35 წლის მეკარემ ისეთი ბურთები (განსაკუთრებით, ერთი) მოიგერია, შეიძლება ვიფიქროთ, "ჯვაროსნების" გოლკიპერებს ძველი კონკურენტი დაუბრუნდათ...

მართალია, საქართველოს ვეტერანთა ნაკრები ერევანში 1:4 დამარცხდა, თუმცა მატჩის ყველა გოლი მეორე ტაიმში გავიდა, რევიშვილმა კი პირველ ნახევარში ითამაშა. 23-ე წუთზე კი მოსკოვის "სპარტაკისა" და "რეალ სალთ ლეიქის" ამერიკელ-სომეხ ექსფორვარდ იურა მოვსისიანს 3
მეტრიდან საოცარი ბურთი აუღო. ტაიმის მიწურულს კი ქუთაისელმა მეკარემ სანპაულოელი მარკოს პიზელის ძალიან რთული დარტყმაც მოიგერია. ჯამში ნუკრის 4 სეივი ჰქონდა და საქართველოს ნაკრების კარი მშრალად შეინახა.

ცხადია, სათაურში კონკურენტი ხუმრობით გვიწერია, რადგან ნუკრი რევიშვილი ფეხბურთში დაბრუნებას არ აპირებს, ეროვნულ გუნდს კი გიორგი ლორიას, გიორგი მამარდაშვილისა და ლაზარე კუპატაძის სახით ძალიან კარგი კიპერები ჰყავს. თუმცა რევიშვილის მოგერიებები გვიჩვენებს, რომ თუ საჭირო გახდა, ნუკრის საქართველოს ნაკრების კარის დაცვა ისევ მაღალ დონეზე შეუძლია...

altეროვნული ლიგა. VII ტური: მეკარე რევიშვილმა 90+5-ე წუთზე "დილას" გოლი გაუტანა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა [VIDEO]

altნუკრი რევიშვილის ბენეფისი გრძელდება!

altნუკრი რევიშვილი - პენალტების სპეციალისტი [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 10 /
სომხეთში საერთოდ აღარ უნდა ჩავიდნენ არც ჩვენი ვეტერანები და არც სხვები ეგეთი "ამხანაგური" თამაშების ჩასატარებლად @ ასეთი არაკაცობა არსად არ მინაცავს რაც იმათმა იკადრეს @ ლამის ახალგაზრდული ნაკრები დაახვედრეს ჩვენ ბებერ და ღიპიან ვეტერანებს მოედანზე ისე დაქროდნენ მოედანზე და მაყურებლებიც ისე უსტვენდნენ ჩვენებს გეგონება მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვნლელი ფინალი იყო @ მსაჯობა ხომ სართოდ ამაზრზენი და სამარცხბინო იყო @@ მოკლედ სომხებს მოგება უნდოდათ ყველა საშუალებებიტ და კიდევაც "მოიგეს" @@
zura222
19:31 24-06-2022
2
კომენტარებში საქართველოს ნაკრების თამაშზე რომ წერთ და ამინუსებთ, ნაკრებს კი არა, ერთ ფეხბურთელს ეხება სტატია და ძალიან მაგრად ითამაშა ნუკრიმ, გოლი არ გაუშვია და მაგარი ბურთელი აიღო
ვაი ჩვენს პატრონს
14:28 24-06-2022
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული