ზედიზედ შვიდი მარცხი საერთო ანგარიშით 0:50 - საქართველოს ქალთა ნაკრები გოლის გატანას ვერ ახერხებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურში საკუთარ მოედანზე ირლანდიასთან, რომელთანაც პირველ წრეში სტუმრად 0:11 განადგურდა, ამჯერად 0:9 დამარცხდა.

ჰეთ-თრიკი „არსენალის“ თავდამსხმელმა კეტი მაკეიბმა შეასრულა, რომელმაც ორი საგოლე გადაცემაც გააკეთა.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე A ჯგუფში ზედიზედ მეშვიდე მარცხი განიცადა (ბურთების შეფარდება 0:50) და 1-ელ სექტემბერს, ბოლო ტურში, სლოვაკეთს უმასპინძლებს.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
საქართველო - ირლანდია 0:9
გოლები: 0:1 მაკეიბი (6), 0:2 ფაჰი (12), 0:3 კონოლი (19), 0:4 მაკეიბი (45+1), 0:5 ქუინი (49), 0:6 ქუინი (73), 0:7 მაკეიბი (75),
0:8 ლარკინი (82), 0:9 სალივანი (90+3)

საქართველო: გაბუნია, ჩხარტიშვილი, ქველიძე, კალანდაძე, პასიკაშვილი, დანელია, ბაქრაძე (ხაბურძანია 46) (ალელიშვილი 89), ჩემინავა, დანელია (გუჯაბიძე 62), ჭიჭინაძე (გოცირიძე 83), ჭყონია

მკითხველის კომენტარები / 9 /
იქნებ ჯობია თავი დაანაბონ ფეხბურთის თამაშს, აუვციებელი ხომ არ არის ყველეფერში გვყავდეს ქალთა ნაკრები გუნდი? სირცხვილი ბოლო ბოლო ამდენი განადგურება. წადით შახმატი ითამაშთ ჩვენი გოგონები ჭკვიანები ხართ.
G.LA
22:34 27-06-2022
7
ობიქტურად ძალიან სუსტი ნაკრები გყვავს და შედეგი ლოგიკურია, გოგოები კი ცდილობენ და იბრძვიან მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ არის. ერთი კითხვა მაქვს მთავარ მწვრთნელთან, ესე შიშით რომ გოლი არ გაუშვან შეტევაში რატომ არ გადავდივართ მთელი გუნდით? რა მნიშვნელობა აქვს 8 ან 10 ბურთით წაგებას, ხო შეიძლება შემთხვევითი გოლი გავიტანოთ.
zaza
22:04 27-06-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული