საქართველოს ნაკრების ახალწვეული: სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რასაც ვგრძნობ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა "ერთა ლიგის" ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი შეხვედრებისთვის შემადგენლობა დაასახელა. "ჯვაროსნებში" ერთი დებიუტანტია, წყალტუბოს "სამგურალის" 24 წლის მეკარე ლევან შოვნაძე, რასაც Sportall.ge ვარაუდობდა. კიპერი ეროვნულ ლიგაში გამორჩეულია, 10 მატჩი გოლგაუშვებლად ჩაატარა და მისი გუნდი ევროტურნირებზე გასასვლელად იბრძვის. სანიოლის მხრიდან დებიუტანტებისადმი თამამად ნდობა და სიის ობიექტურად დაკომპლექტება აქამდეც გვინახავს, რაც ნამდვილად სასიამოვნოა. შესაძლოა, ყველას თავისი აზრი გააჩნდეს, თუმცა შოვნაძე ნაკრების რიგებში ყოფნას ნამდვილად იმსახურებდა.

ეროვნული ნაკრების ახალწვეულმა "სამგურალის" ოფიციალურ გვერდთან კომენტარი გააკეთა:

"ეროვნულ ნაკრებში გამოძახება ჩემთვის
ნამდვილად მოულოდნელი იყო. საქართველოს ნაკრებში თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი და შემიძლია ვთქვა, რომ ეს ოცნება ამიხდა. ძალიან მიხარია და სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ ემოციას, რასაც ახლა ვგრძნობ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მწვრთნელებს და თანაგუნდელებს. მარტო ვერაფერს გავხდებოდი, ეს მათი დამსახურებაა, რომ ასეთ ფორმაში ვარ და ნაკრების მწვრთნელების ყურადღება დავიმსახურე. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მათი იმედები გავამართლო."

შეგახსენებთ, 23 სექტემბერს ჩრდ. მაკედონიას ვუმასპინძლებთ, სამი დღის შემდეგ კი გიბრალტარს ვესტუმრებით. საქართველოს ნაკრებს 10 ქულა აქვს და "ერთა ლიგაზე" როგორც ერთი დივიზიონით დაწინაურებასთან, ასევე ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფთან ახლოსაა. 

alt საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის მატჩებისთვის

altდებიუტანტი მეკარე ეროვნული ლიგიდან? - ნაკრების გაძლიერების რესურსი სანიოლისთვის

მკითხველის კომენტარები / 5 /
მეკარეების პრობლემა ნამდვილად არ გვიდგას. ეჰჰ ასე ყოფილიყო 90-იანებში!
მირზა
12:09 20-09-2022
0
მე ის მიკვირს ამდენხანს რატომ არ იწვევდნენ ნაკრებში.
მალხაზი
09:32 15-09-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული