ტრავმა საქართველოს ნაკრებში - იმედია, გაგრძელება აღარ მოჰყვება...

AutoSharing Option
დღეს, 19 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები უახლოესი მატჩებისთვის მზადებას იწყებს. სამწუხაროდ, დანაკლისს ისევ ვერ ავცდით, თუმცა იმედია, ამას გაგრძელება აღარ მოჰყვება. ვილი სანიოლის გუნდში საკმაოდ დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა, თბილისის "დინამოს" მცველმა ჯიმი ტაბიძემ, ტრავმა მიიღო და ის "ჯვაროსნებს" ვერ დაეხმარება.

Sportall.Ge

26 წლის ტაბიძეს ქვეყნის მთავარ გუნდში 2017 წლიდან იწვევენ და ერთი გოლის ავტორიცაა. მას ბათუმის "დინამოელი" გრიგოლ ჩაბრაძე ჩაანაცვლებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლევან შოვნაძე („სამგურალი“, წყალტუბო, საქართველო)

დაცვა: გურამ
კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა („კოპენჰაგენი“, დანია), სოლომონ კვირკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გურამ გიორბელიძე („ზაგლებიე“, ლუბინი, პოლონეთი), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გრიგოლ ჩაბრაძე ("დინამო", ბათუმი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე („ჰათაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ვაკო ყაზაიშვილი („ულსან ჰიუნდაი“, სამხრეთი კორეა), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ფეჰერვარი“, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი)

შეგახსენებთ, 23 სექტემბერს (20:00 სთ) ჩრდ. მაკედონიას ვუმასპინძლებთ, სამი დღის შემდეგ კი გიბრალტარს (22:45 სთ) ვესტუმრებით. საქართველოს ნაკრებს 10 ქულა აქვს და "ერთა ლიგაზე" როგორც ერთი დივიზიონით დაწინაურებასთან, ასევე ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფთან ახლოსაა.

altშეტევაში უკეთესი საქართველო - როგორ ფორმაში ვხვდებით ჩრდ. მაკედონიას?

მკითხველის კომენტარები / 13 /
ბერიძე შემტევია , ტაბიძე მცველია, მაგრამ მეც მგონია რომ ბერიძე უნდა გამოიძახოს! 4 ცენტრალური მცველი რომლებსაც ფლანგებზეც შეუძლია თამაში და ორი ფლანგის მცველი საკმარისია ამ ორი თამაშისთვის.
Vasili
15:45 19-09-2022
0
ბერიძეს ეკუთნის შანსი ანკარაგიჯში მშვენიერ სეზონს ატარებს
დავიჯერო სანიოლმა არ იცის ამ ბიჭის შესახებ?
შარშანაც კარგი სეზონი ქონდა
ზზზზ
16:31 19-09-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული