ჩრდილოეთი მაკედონია თბილისში დანაკლისით და გამარჯვების იმედით ჩამოდის

AutoSharing Option
23 სექტემბერს საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის მატჩში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს ტრავმების გამო დარკო ჩურლინოვი (ბარნლი), ვალონ ეტემი (ისტანბულსპორი), სტეფან რისტოვსკი და არიან ადემი (ორივე ზაგრების დინამო) ვერ დაეხმარებიან.
მიუხედავად ამისა, ჩვენი მეტოქის ფეხბურთელები მაინც ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებენ.

იანი ატანასოვი: "თბილისში დანაკლისით მივემგზავრებით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ აგრესიულობას გამოვიჩენთ და 3 ქულისთვის ვიბრძოლებთ. ახალგაზრდული გუნდი ვართ, წარმატებისთვის ვისწრაფვით და ამის მოედანზე ჩვენების იმედი გვაქვს. მწვრთნელმა დავალებები მოგვცა და მათი შესრულება გვმართებს".

ბოიან მიოვსკი: "საქართველოს ნაკრები ძალიან გაძლიერდა. ეს ვიცით. სკოპიეში მეორე ტაიმში
თავინთი კლასი აჩვენეს. ვფიქრობ, თუ პირველ ტაიმში გოლს გავიტანთ, სულ სხვა თამაში წავა. წამყვანი ფეხბურთელები გვაკლია, მაგრამ ბოლომდე დავიხარჯებით. ვიცით, როგორი ატმოსფერო იქნება. მოწინააღმდეგე უფრო მომგებიან სიტუაციაშია, პირველ ადგილზე გასასვლელად მხოლოდ ერთი ქულა სჭირდება. მძიმე შეხვედრას მოუთმენლად ველით და თავის საუკეთესოდ წარმოსაჩენად მზად ვართ. ფეხბურთი - ეს მიზანია, ეფექტურობის ამაღლება გვჭირდება. რა თქმა უნდა, მწვრთნელი ვარჯიშებზე დავალებებს გვაძლევს და ცდილობს აგვიხსნას, თუ რა სუსტი წერტილები აქვს მეტოქეს".

ენის ფაზლაგიჩი: "უნდა გვჯეროდეს, რომ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება შეგვიძლია, რაც რეალურია. საქართველო მაღალი დონის მეტოქეა და საბრძოლველად მაქსიმალურად მოვემზადებით. ყველაზე მთავარია მოვიგოთ და სამი ქულა მოვიპოვოთ".

დორიან ბაბუნსკი: "ბოლო რამდენიმე მატჩი კარგად ჩავატარეთ და თუ ასევე გავაგრძელებთ, დადებითი შედეგების მიღწევას შევძლებთ. სკოპიეში ქართველებთან პირველ 60 წუთში ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. მათზე უკეთ გამოვიყურებოდით, მაგრამ დავიღალეთ და დავმარცხდით. მთელი 90 წუთის განმავლობაში ტემპის შენარჩუნებაა აუცილებელი".

მკითხველის კომენტარები / 25 /
ნახევარი გუნდი არა გყავთ და რას ბაქიბუქობთ! სახლში ძირითადი "სასტავით" 3-0 წააგეთ და მეორე "სასტავით" აპირებთ მოგებას? აქ ჩვნ მაშინ ბუბულს ვწეწავთ, თუ რა ხდება?
მწრთვნელი
20 სექტემბერი 2022 20:48
0
საერთოდ არ იქნება მარტივი თამაში, ვფიქრობ წაგებაც არაა გამორიცხული, ამიტომ მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ, არაა საჭირო ეს გულზე მჯიღი და სადღეგრძელოები
!!
20 სექტემბერი 2022 23:48
10
დანაკლისი თორემ თქვენც გყავთ რა დონე ფეხბურთელები! ხომ გეყოლებათ ელმასი ნაპოლის სათადარიგო სკამის ფეხბურთელი და იმაზე ააგეთ თამაში. ხვიჩას ჰეკტრიკს ველოდებით ჩვენ! და ასევ სხვებიც დაგამწუხრებენ!
დავით 67
21 სექტემბერი 2022 03:23
0
ჩემი აზრით,აქ უფრო ძნელი იქნება თამაში,ვიდრე იქ.დიდი ზეწოლას როცა შენი გულშემატკივარი აუცილებლად მოგების გარდა სხვა შედეგს არ ცნობს.იქ კიდევ თამაშს სულ სხვა დატვირთვა აქვს.რა თქმა უნდა აქაც და იქაც სამი ქულაა ასაღები,მაგრამ აქ ფსიქოლოგიური მომენტია გასათვალისწინებელი,რა დასამალია და რაშიც ძალიან გვიჭირს,მაგრამ 21-ში ყველაფერი უნდა გადავლახოთ ბიჭებო,აბა თქვენ იცით.წარმატებები!!!
კახა ქ.
21 სექტემბერი 2022 02:29
0
ისე მეშინია ამ თამაშის რომ,არ ვიცი როგორ გითხრათ.თითქოს იოლად მოვიგეთ იქ ხომ,მაგრამ....სტაჟიან გულშემატკივარს ემახსოვრება დონეცკის შახტიორი სსრკ-ჩემპინატში,სტარუხინი,როგოვსკი,საკალოვსკის,აი იმ გუნდა მაგონებს,სახში შეეძლოთ წაეგოთ და გასვლაზე კიდევ მაგარი გუნდისთვის მოეგოთ.წარმატებები ბიჭებს!!!
კახა ქ.
21 სექტემბერი 2022 02:07
0
Eseni im droshi arian charchenili chven ro chveni tavi "ubadlo teqnikis" gvegona da yvela-danarcheni msoflio "uteaniko rusebi" es sawylebi ase fiqroben.
Is mogeba alali iyos mainc- vaisis nakrebi oqri-vako-qvilitaia evroze ise shegvarcxvenda jer Aravin Ro ar shercxvenila.
Levani
20 სექტემბერი 2022 20:21
0
იმედი ბოლოს კვდება და ეს ბოლოა ჩრდ. მაკედონიისთვის!
ლაშა
21 სექტემბერი 2022 10:05
0
ეს გვარები ვაბშე არ გამიგია,ცოტა ნორმალური ხალხის ინტერვიუები გეჩალიჩათ უკრთესი იქნებოდა
მირო
21 სექტემბერი 2022 02:08
1
Damijeret zagrebis dinamos fexburtelelebis arkofna supertragediaa magatvis,ristovski kapitani da tan kvaras kraize ar ekolebat plus amas ademi sakrdeni...ixtibars ar itexen ganwirulebi mochanan tu chvenebma araferi glaxa moifiqres...
Givi
20 სექტემბერი 2022 22:06
1
არცერთი ნაკრების მიმართ, თუგინდ ეს ფარერები იყოს პატივი უნდა სცე, მაგრამ უნდა მოუგო! ჩვენი ბიჭები ერთმანეთს პატივს სცემენ და ეს დიდი მონაპოვარია უკვე. ახლა საჭიროა ყველასადმი პატივისცემა და არა ჩრდ. მაკედონიისებრი ტრაბაზი, აქაოდა ერთ ბურთსაც კი არ გავუშვებო და მსგავსი მისთანანი!
ლაშა
21 სექტემბერი 2022 16:30
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული