"პროვოკაცია, ორგანიზაციული კოლაფსი თუ სოფლის კოოპერატივი თბილისში" - მაკედონიელები სტადიონზე დაგვიანებით მიყვანის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ

AutoSharing Option
23 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს, მეტოქე გუნდი კი თბილისში საცობების გამო "დინამო არენაზე" სავარჯიშოდ 45 წუთის დაგვიანებით მივიდა. ეს უკვე პირველი შემთხვევა არაა, როდესაც სტუმართა ნაკრების დანიშნულების ადგილზე დროულად და უხიფათოდ მიყვანა ვერ ხერხდება. 11 ივნისს ჩამოსული ბულგარეთის ეროვნული გუნდი ავტოავარიაში მოყვა, მათი ნახევარმცველი ტოდორ ნედელევი სერიოზულად დაშავდა და ოპერაცია გაუკეთეს. შეგახსენებთ, საცობების გამო ევრობასკეტისას "თბილისი არენაზე" დაგვიანებით მისვლაზე ჩიოდა თურქეთის კალათბურთელთა ნაკრებიც.

ამასთან დაკავშირებით ჩრდილომაკედონიურმა sportmedia.mk-მ წერილი გამოაქვეყნა სათაურით - "პროვოკაცია თუ ორგანიზაციული კოლაფსი"

"ეს
მასპინძელთა მხრიდან პროვოკაციაა თუ უბრალოდ ორგანიზაციული მხარე არ უვარგათ - ეს იმის გათვალისწინებით, რომ მილიონიან ქალაქში გზებზე უზარმაზარი საცობებია და გუნდის სტადიონზე მისვლა პრობლემა გახდა. ეს ჩვენთვის გამოცანაა.

ჩვენს ავტობუსს თან არ ახლდა პოლიციის კორტეჟი, რომელიც გზას გაუთავისუფლებდა, რაც სოფლის კოოპერატივს მოგვაგონებს", - წერს გამოცემა.

მკითხველის კომენტარები / 54 /
სტრუქტურებს ნაცებისგან როგორღა გაწმენდნენ, თუკი დღემდე დიდ საქმეებში ერთმანეთთან წილში არიან და ფულს იყოფენ...?!

სირცხვილია, რაც თბილისის ქუჩებში ხდება. ევროპერსპექტივა კი არა, ჭუბურხინჯ პერსპექტივაც არ გვეკუთვნის... :)))))
ჯუმბერ ქირია
23 სექტემბერი 2022 03:13
22
არა, ტურისტები ხომ უნდათ, ასევე ტურიზმიდან ბიუჯეტში შემოსული პრემიები. აი ხალხისთვის პრემია-დანამატები რატომღაც ლექსიკონში არ წერია. ზედა კომენტარში დისლაიქი აშკარად საცობების მომხრისაა. ეტყობა მერიის თანა-მშრომელია... არსად არ დაგეკარგოთ!
ლაშა
22 სექტემბერი 2022 23:05
8
სოფლის კოოპერატივი
პასუხი
23 სექტემბერი 2022 11:27
6
ვაშა დსთ-წევრი მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატობას, ვაშა შენებას, ტაში ამხანაგებო ლგთბ ქიუ არ უფლებებზე გადამკვდარი ევროპიდან ტაში ორმაგ სტანდარტებს ვაშაააა!!! ერთი პარამეტრი მაინც გეთქვათ ამხანაგო ევროპელებო რითია მოლდივა საქართველოზე წინ და ბაქოში რომ დაიწყეთ ეხლა სირბილი გაზის გამო, ალიევი დიქტატორი აღარ არის ევროპელი გახდა?! ვაი თქვენ პატრონს!!!!
!!!
23 სექტემბერი 2022 08:55
10
ბაქოს თავი დავანებოთ საუდის არაბეთში ოდნავი კრიტიკის გამო სახალხოდ თავებს აჭრიან ხალხს და ეხლა აპირებენ 16 წლის ბიჭის ასე დასჯას და მესის სთხოვეს შველა იმისმა მსობლებმა ! და ასეთ ქვეყანაზე ამერიკა ამბობს დემოკრატიულიაო !!! (მაგათი ცნობილი გამოთქმაა --კი ძაღლიშვილია მაგრამ ჩვენი ძაღლიშვილიაო) მიზეზი ერთია--ვისაც ნავთობი და გაზი აქვს ყველა დემოკრატიულია DDD
zura222
23 სექტემბერი 2022 12:00
4
მაგ ევროპაში საკვები ბრჭყვიალა ქაღალდებში რომ გაახვიეს და მას შემდეგ სინდისი დაკარგეს ამას აღარ სჭირდება დიდი განსჯა, ყველაფერი ცხადია!
ეხხხ!
23 სექტემბერი 2022 11:36
1
შეფასება გადამატებულია მარა მართლა სამწუხაროდ ჩაფლავდნენ უკვე მერამდენეჯერ. რა გახდა პოლიციის ესკორტი საერთაშორისო დონეზე რო არ ალაპარაკონ? არასასიამოვნოა ნამდვილად ყველა წუთი რო გაწერილი გაქვს და მეორე დღეს სათამაშო და 45 წუთი ავტობუსში ამყოფებ ზედმეტად. არც ჩვენ მოგვეწონებოდა სხვა ქვეყანაში ჩვენ ნაკრებს ეგრე რო უქნან!
სამწუხარო სიმართლე
23 სექტემბერი 2022 08:18
3
შემოგიტიეს მიკრობებმა? - შეუტიეთ თქვენც.
რეკლამა!
22 სექტემბერი 2022 23:30
5
აი ეხლა ამათი მე !!!! მოუგეთ ბიჭებო ისე რომ მათ საყვარელ მაკედონიაში რომ ჩავლენ თავისიანებმა აგინონ
თაზო
23 სექტემბერი 2022 11:31
6
დღეს პროვოკაციულად დაგადებთ სოფლის კოოპერატივი და მერე ნახეთ თქვენ კოლაფსი!!! წაგების მიზეზებთ ეძებთ უკვე? ისე კი მართლა მიხედეთ ამ ორგანიზაციულ მხარეს ვისავ გეხებათ ხომ არ შეიძლება ყველაფერში გამოვავლინით ქართული მოუწესრიგებლობა და არაპუნქტუალურობა!!!
!!!
23 სექტემბერი 2022 08:25
2
სოფლის კოოპერატივის დონის ორგანიზება
დავითი
23 სექტემბერი 2022 11:06
7
ვთხოვ ნაკრების ხელმძღვანელობას, თუ ეს შესაძლებელია ამ არშემდგარებთან თამაში 10 კაცით დავიწყოთ, 9 კაცითაც შეიძლება! ესენი ვინ ყოფილან კაცო, დიდ ქალაქში "პრობკები" არც უნახავთ, არც გაუგონიათ?!
aburjga
23 სექტემბერი 2022 09:03
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული