საქართველოსთვის ორივე მატჩის რაც შეიძლება დიდი ანგარიშით მოგება აუცილებელია - თურქეთი წაგებას გადაურჩა და პლეი-ოფში გავიდა

AutoSharing Option
ერთა ლიგის С1 ჯგუფში თურქეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ფრეს მიაღწია ლუქსემბურგთან (3:3) და ვადამდე მოიპოვა B დივიზიონისა და ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალის საგზური.

С დივიზიონიდან პლეი-ოფში ყაზახეთი, თურქეთი და საბერძნეთი გავიდნენ, მეოთხე მონაწილე კი, იმედია, საქართველო იქნება, რომელიც დღეს ჩრდილოეთ მაკედონიას მასპინძლობს. ჩვენს გუნდს ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად 1 ქულაც ჰყოფნის, მაგრამ დარჩენილ ორ მატჩში ქულათა მაქსიმუმი და ბურთების საუკეთესო შეფარდება სჭირდება, რათა ნახევარფინალის სახლში ჩატარების უფლება მიიღოს.

ამჟამად გუნდებს ასეთი მაჩვენებლები აქვთ:

თურქეთი - 5 ტურის შემდეგ 13
ქულა
(ბურთების შეფარდება 17:3).
ყაზახეთი - 5 ტურის შემდეგ 13 ქულა (8:3).
საბერძნეთი - 4 ტურის შემდეგ 12 ქულა (7:0)
საქართველო - 4 ტურის შემდეგ 10 ქულა (12:2).

სტამბოლი. „ბაშაკშეჰირი“
თურქეთი - ლუქსემბურგი 3:3
გოლები: 0:1 მარტინსი (8), 1:1 უნდერი (16, პენ), 1:2 სინანი (37), 2:2 შანო (39, საკ. კარში), 2:3 როდრიგეში (69), 3:3 იუკსეჩი (87)

მკითხველის კომენტარები / 17 /
4-0 მოვიგოთ მაკედონიასთან და გვეყოფა )))
ბესო
23 სექტემბერი 2022 18:11
0
წარმატებები საქართველოს ნაკრებს!!! პირადად მე, დღეს ფრეზეც თანახმა ვარ. გასვლაზე თამაშში პრობლემას ვერ ვხედავ. ჩვენ სწრაფი და კონტრშეტევის გუნდი გვყვავს!!!
tngh
23 სექტემბერი 2022 15:38
6
მიბგენთ ბო,აბა მუჭო✊❤️❤️
emigrant
23 სექტემბერი 2022 15:01
10
ფაქტია. 2 გამარჯვება გვინდა თან დიდი ანგარიშით :)
las
23 სექტემბერი 2022 14:23
0
ჩრდილო მაკედონიელები აქ სახუმაროდ არ ჩამოდიან , აქვთ მოტივაცია და შესაბამისად გეგმაც, ფრემ ბულგარეთთან იმედებიც გაუჩინა,არც ჩვენის მხრიდან იქნება უპრიანი ნაადრევად გულის დამშვიდება , გვახსოვდეს ბურთი მრგვალია! სავარაუდოდ არ გვექნება იოლი შეხვედრა, ფრთხილად , გამოზომილად და გულმოდგინებით უნდა მივაღწიოთ ჩვენსას, თუ პირველ გოლს დავდებთ თამაშიც გაიხსნება და მეტი შანსებიც გვექნება.
ბაბაია
23 სექტემბერი 2022 13:06
0
2:0-ს ვიგებთ
gio
23 სექტემბერი 2022 15:02
0
ვისთან და რატომ უნდა წავაგოთ, განა ბაღჩოს ბაღია ტოო,,,
ჩვენები თეთრებბით იწყებენ და იგებენ. 3 0 გვაწყობს ხო? ან რითი ვართ აზერებზე ნაკლები გუშინ დაადუღეს ბერძნები ხვალ პოლონეთს მოუგებენ და მერე ჩვენ გვხვდებიან ქუმელის თასზე..
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
23 სექტემბერი 2022 12:42
2
ქეცბაია იმედია სამერძნეთს ქულებს დააკარგვინებს და ნახევარ ფინალსაც ფინალსაც თბილისი უმასპინძლებს
Tete1234
23 სექტემბერი 2022 12:13
1
მთავარია, სწორად ითამაშონ, გუნდურად და ხალისიანად.
ჰაჰა
23 სექტემბერი 2022 10:30
0
მთავარი მატჩი დღესაა და არ უნდა წავაგოთ დიდი ანგარიშით.გიბლარტარს აუცილებლად მოვუგებთ და ვის სად შევხვდებით მნიშვნელობა არ ექნება.ისეთი გუნდი გვყავს საკვალიფიკაციოდანაც რომ გავა მუორე ადგილით მაინც.ეხლანდელი ნაკრები ძალიან ჰგავს იმ დინამოს ახალკაცი რომ მივიდა.
ენძო
23 სექტემბერი 2022 09:46
1
კვიპროსი კი გავარდნის კანდიდატია და არაა გამორიცხული, პირიქით მისცეს თამაში საბერძნეთმა
ქომაგი
23 სექტემბერი 2022 08:49
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული