ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სანიოლს თამამი ექსპერიმენტებისკენ მოუწოდებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ჩრდ. მაკედონია (2:0) დაამარცხა, "ერთა ლიგის" B დივიზიონში აღზევდა და ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში თამაშიც გაინაღდა. თბილისში გამართულ შეხვედრას "პალიტრანიუსის" ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი "ფეისბუქპოსტით" გამოეხმაურა:

"მოკლედ, გუშინდელმა თამაშმა ნათლად გამოაჩინა, რომ საქართველს ნაკრებს აქვს ერთი ყველაზე სუსტი რგოლი და ეს საყრდენი ნახევრმცველების ზონაა.

სხვა ყველა რგოლში გვვყავს მეტ-ნაკლებად მაღალი დონის ფეხბერთელები და გვაქვს კონკურენციაც. შეტევაში ამ მხრივ მშვნეიერი სიტუცაიაა . იგივეა დაცვაშიც - აქაც არიან მაღალი კლაისის ფეხბურთელები. ასევე არაგვიშავს ფლანგებზე. აი, ცენტრალური ზონა კი ჩავარდნილია.

ბერვს კი ეგონა,
რომ ნაკრებმა სპეციალურად აირჩია გუშინ მეორე ნომრად თამაში და სპეციალურად დათმო ცენტრი, მაგრამ სანიოლმა პრესკონფერნციაზე ნათლად თქვა, საერთოდ არ ვგეგმავდით ცენტრის დათმობასო ანუ დაგვათმობინეს. ეს კი, პირველ რიგში, ჩვენი ცენტრის ჩაავრდნის შედეგია.

ჩვენ თუ ამ ზონაში კონკურენცია არ გავზარდეთ, არაფერი გამოგვივა უფრო მაღალ დონეზე. მარტო ხვიჩა ყველა თამაშს ვერ მოიგებს. ერთი კიტეიშვილია, ვინც შეიძლება აქ სიტუაცია გამოაწოროს, მაგრამ სულ ტრავმა აქვს და კიდევ გვჭირდება რამდენიმე მისი დონის საყრდენი, ვისაც ართმეავც შეუძლია, ბურთის დაჭერაც და შეტევაში სწრაფად გადასვლაც . ბევრს ლუკა გაგნიძის ეიმედება, მაგრამ ის ჯერ ახალგაზრდულში თამაშობს.

ამიტომ ამ ეტაპზე, ჩემი აზრით, ერთადერთი გამოსავალი გვაქვს: თამამი ექსპერიემტები ჩავატაროთ და რამდენიმე ფეხბურთელს ამპლუა შევუცვალოთ. რადგან შეტევაში ბევრი გვყავს მაღალი კლასიის ფეხბურთელი, სწორედ იქ მოვძებნოთ ისეთები, ვინც შეიძლება საყრდენობასაც გაართვას თავი. თორემ ვიღებთ სიტუაციას, როცა რამდნეიმე მაღალი დონის ფეხბურთელი სკამზე გვიზის, რადგან შეტევაში დიდი კონკურენციაა. ამის ფუფუნება კი ჩვენ ნამდვილად არ გვავქს.

იგივე ჩაკვეტაძე ავიღოთ, მაგალითად. ვინც "სლოვანის" თამაშებს თვალს ადევნებს, ნახავდა, რომ ნელ-ნელა ფორმაში შედის. ძველ კონდიციამდე ბევრი უკლია, მაგრამ 90 წუთი უკვე ჩვეულებრივად თამაშობს. ახლა სიცხეს რომ არ მიეცა, სად უნდა დაეყენებინა სანიოლს? მარცხნივ მის ადგილზე ხვიჩა თამაშობს, ცენტრში ათიანის პოზიცია სანილის ტაქტიკურ სქემაში, 3-4-3 საერთოდ არაა. მარჯვნივ ზურიკო დგას კარგად. ანუ სკამზე უნდა დაესვა. გვაქვს კი ჩვენ იმის ფფუნება, რომ ჩაკვეტაძის დონის ფეხბურთელი სკამზე გვეჯდეს? ან ლობჟანიძის? საყრდენ ზონაში მოთამაშე რომელი ფეხბურთელია მათი დონის?

Sportall.Ge

ამიტომ თუნდაც ისეთ მეტოქესთან, როგორიც გიბლალტარია, ღირს ექსპერიმეტის ჩატარება და საყრდენებად ჩაკვეტაძის და ლობჟანიძის მოსინჯვა. ლობჟანიძე სწრაფი და თავდაუზოგავი მოთამაშეა და დარწმუბული ვარ, სადაც უნდა დააყენო, ყველგან გაამართლებს. "ჩაკვეზე" უფრო შეიძლება იყოს კითხვები, მაგრამ "სლოვანში" ვიასი მას უკვე სტაბილურად აყენებს ცენტრში, მართალია უფრო ათიანის პოზიციაზე, მაგრამ უკნიდანაც ხშირად უწევს თამაში და ურიგოდ არ გამოიყურება. იგივე შეიძლება ამ პოზიციაზე "ბათუმელი" მამუჩაშვილის მოსინჯვაც.

ვარიანტები არის, მხოლოდ საჭიროა თამამი გადაწყვეტილებები. არ დაგავიწყდეთ, რომ არც ანანიძე იყო საყრდენი, ვიდრე ის კახა ცხადაძემ არ მოსინჯა ამ პოზციაზე და გახსოვთ, თავისი საუკეთესო თამაში ჩაატარა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მაღალი დონის საყრდნების გარეშე, გუნდი სრულყოფილი ვერ იქნება და მაკედონიაზე ცოტა უკეთესი გუნდიც კი წელში გადაგვტეხავს."

შეგახსენებთ, ჯგუფის უკანასკნელ მატჩს ორშაბათს, 26 სექტემბერს, გიბრალტარში ჩავატარებთ.

altსაქართველოს ნაკრები - დაწინაურება ორი ლიგით და პრეტენზიები თამაშის ხარისხზე

მკითხველის კომენტარები / 59 /
დავიწყოთ იმით რომ ნაკრებზე აზრის გამოთქმა ყველას შეუძლია. კორექტული ფორმით ცხადია.

ამ აზრს რაც შეეხება საინტერესო იქნებოდა ჩაკვეტაძის ნახვა და გამოცდა
მინდია
24 სექტემბერი 2022 18:16
1
თამაშამდეც ვამბობდი საყრდენი ნახევარმცველები ჭირდება ნაკრებს, რადგან დღეს ნაკრებს ამ პოზიციასე უჭირს,ვფიქრობ კვეკვესკირმა საუკეთესო წლები უკან მოიტოვა,აბურჯანია კარგი საყრდენია მაგრამ უთამაშებლობა ეტყობა კლუბში ძალიან ცოტას თამაშობს,რაც შეეხება სხვა ვარიანტებს კიტეიშვილი მალე უნდა დაუბრუნდეს ნაკრებს ის ნახევარდაცვის ცენტრში შეუცვლელია და კარგი იქნება ტრამვებს ხშირად თუ აღარ მიიღებს,მარადიშვილი აუცილებლად უნდა ჩამოიყვანონ ნაკრებში სწორედ ამ პოზიციაზე თამაშობს ძალიან მაგრად,ასევე ლუკა გაგნიძეს უნდა დააკვირდნენ,კარგი იყო პაოკში ნინუას გაემართლებინა მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა,ვფიქრობ მამუჩაშვილი კარგი საყრდენია და აუცილებლად უნდა მიეცეს მეტი სათამაშო დრო,მას უფრო მაღალ დონეზე შეუძლია თამაში ვიდრე საქართველოს ჩემპიონატია,იმედია უფრო ძლიერ ლიგაში გადავა.ჩაკვეტაძე კი საყრდენების წინ უნდა თამაშობდეს, ლობჟანიძე კი მარჯვენა გარემარბად როგორც თავის კლუბში თამაშობს,ის ძალიან სწრაფია და გუშინდელ თამაშში შეიძლებოდა მისი გამოყენება.მე ვფიქრობ ნაკრები დღეს არსებული შემადგენლობიდან გამომდინარე არა 5-2-2-1-ით კი არა 4-2-3-1-ით უნდა თამაშობდეს, 2 საყრდენი და მათ წინ ერთი გამთამაშებელი.
qomagi
24 სექტემბერი 2022 18:08
3
ამ ტიპზე ალერგია მაქვს, მაგრამ ეს ერთადერთი შემთხვევაა მგონი, როცა მისი ნათქვამი რეალობასთან ახლოსაა.
ბმბ
24 სექტემბერი 2022 18:08
2
ჩემი აზრით სწორი მოწოდებაა. ჩაკვე სკამზე გვეჯდეს არ მგონია მართებული და სარგებლიანი იყოს ნაკრებისთვის. ლობჟანიძეზე მეც დავწერე ადრე კაკაბაძის მაგივრად ბევრად უკეთესი იქნებოდა მეთქი და არც ცენტრში იქნება ურიგო მისი გამოცდა. სწრაფია ართმევაც იცის პასიც და მგონი უნევერსალია კარგად გამოუვა ცენტრშიც.
G.LA
24 სექტემბერი 2022 18:05
5
რავა ჩერჩეტობთ, ჩემო ბატონო!
უპრინციპულესი მნიშვნელობა აქვს გიბრალტართან მატჩს და ის, რომ ამის შესახებ არ უწყის ბატონმა მერაბმა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თავის აზრები უნდა აფრქვიოს!
Gimzeri
24 სექტემბერი 2022 17:58
8
ისე ეს ქართველები საოცარი ერი ვართ. ყველაფერი ჩვენ ვიცით. ყველას ჭკუას ვასწავლით და ჩვენ საკუთარ საქმეს 80 % კარგად ვერ ვაკეთებთ. ასე რომ ყველამ მისი საქმე აკეთოს გვეშველება. ნუ პროფესორობთ და ენდეთ მას ვინც გვყავს კარგია თუ ცუდი ჩვენია და თუ ერთი თამაში ვერ ითამაშა უმაღლეს დონეზე იმიტომ ნახევარდაცვა არ გვყავს? მოგეწონათ ბულგარეთს რომ გადავახიეთ ბურთი და გოლი ვერ გავუტანეთ?
roma bejanidze
24 სექტემბერი 2022 17:31
5
100% ხარ!
გეგი
24 სექტემბერი 2022 20:30
2
მერაბ მოდი აცალე სანიოლის,ესეთი მწრთვნელი,ჯერ ჩვენს ნაკრებს არ ყოლია!!!
არ გავთვალოთ
24 სექტემბერი 2022 17:30
3
ამის მოწოდებები აკლდა სანიოლს, მიხედოს მის საქმეს
ლადო
24 სექტემბერი 2022 17:29
3
ვიცოდი, რომ პოლიტიკაში აზრზე არა ხარ, ახლა საკუთარ სიბრძნეს
ფეხბურთზე აფრქვევ, საერთოდ გითამაშია ფეხბურთი? იცი კი რას ნიშნავს
საყრდენად თამაში, იცი კი რომელი იყო საყრდენი, სულაქველიძე, მაჩაიძე, თუ
დაუშვილი, იცი, რომ საყრდენად თამაში საზონოვსაც შეუძლია, რატმ
არ ამბობ, რომ გიბრალტართან გამოვიძახოთ, ლოჟანიძის საყრდენობა ვის გაუგია,
ბურთის თრევა შეუძლია? ის სწრაფია და ფლანგის მოთამაშეა, შენ მაგდენი არ გესმის მერაბ.
პატრიოტი
24 სექტემბერი 2022 17:27
5
ერთი მანუჩარ მაჩაიძე სჭირდება გუნდს. კაცი არაა ნახევარდაცვაში ბურთის დამჭერი.
ამო
24 სექტემბერი 2022 17:27
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული