კვარაცხელია "ნიცაში" გადასვლასთან ახლოს იყო - რატომ არ შედგა მისი ტრანსფერი ფრანგულ გუნდში
AutoSharing Option
Nice-Matin-ის ჟურნალისტი ვინსენტ მენიშინი აქვეყნებს ინფორმაციას, რომ "ნაპოლიში" გადაბარგებამდე "ნიცა" ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას ცდილობდა და საკმაოდ აქტიურ მოლაპარაკებებსაც აწარმოებდა...
აღნიშნული წყაროს ცნობით, გარიგების ჩაშლის მთავარი მიზეზი ის გახდა, რომ მოულოდნელად ფრანგული გუნდის სპორტულმა დირექტორმა ჟულიენ ფურნიემ თანამდეობა დატოვა.
Nice-Matin წერს, რომ კვარაცხელია ბათუმის "დინამოდან" "ნაპოლში" 5 მილიონ ევროდ გადაბარგდა.
მაგრად მიკვირს რომ თავს იკავებდნენ, ნაკრებში კვარა დაფრინავდა და ესპანეთთან ეგეთი აქტიური თამაში + გოლი და სხვა ნაკრებებთან თამაში ნიშნავს რომ მოთამაშეს შეუძლია მაღალ დონეზე თამაში თან მის ასაკში მომატების რესურსიც აქვს. ნაკრებში თამაშში ბევრად რთულია. ესენი კიდევ ფიქრობდნენ რუბინი რა გუნდიაო, იქ კორეელმა გამთამაშებელმა ტრავმა მიიღო მერე მეორე კარგი ფლანგელი გადავიდა დინამო მოსკოვში და ფაქტიურად 3 კაცი ედგა კვარას, ისე რომ კარგი ბურთიც არ მიდიოდა და ფაქტიურად საკუთარ მოედნიდან უნდა წასულიყო და მოეტყუებინა მთელი გუნდი. ამას დაემატა ფსიქოლოგიური პრობლემა, კვარა ხვდებოდა რომ ძალიან დიდ თანხას არ იხდიდნენ მასში კლუბები და რუბინში მოტივაცია დაკარგა რაც მის თამაშების ხარისხსაც შეეტყო და სკაუტს რუბინის თამაში რომ ენახა დიდად არ მოაწონებდა კვარა თავს. რუბინმა სერიოზული შეცდომა დაუშვა მას უნდა გაეყიდა ვთქვათ 10 მილიონად, იმ პირობით რომ კარგი თამაშის შემთხვევაში თანხის დამატების ვალდებულებით, არსებობს მსგავსი კონტრაქტები.
ხან 10 მლ, ხან 12, ახლა 5, იქეთ ბერიძემ ჩვენ კაპიკი არ აგვიღია ხვიჩას ტრანსფერშიო, იმედია რაღაც მახინაციას არ ქონია ადგილი და მაგას რამე სკანდალი და გამოძიებები არ მოყვება, ხვიჩა არ დაზიანდეს თორემ პრეზიდენტებს და მენეჯერებს თავში ქვა უხლიათ.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.