ვინ იყო საუკეთესო? - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები "ერთა ლიგაზე" B დივიზიონში დაწინაურდა, ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში კი ყაზახებს დაუპირისპირდება. 9 ოქტომბერს მეტოქეებს შესარჩევ ეტაპზე გავიგებთ, სადაც შეხვედრები მომავალი წლის მარტიდან დაიწყება, მანამდე კი ამხანაგური მატჩები ჩატარდება.

უკანასკნელ ტურში გიბრალტართან (2:1) დაპირისპირების ბოლო წუთები ნერვული გვქონდა და გამარჯვების შენარჩუნება გაგვიჭირდა. გთავაზობთ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასებას.

გიორგი ლორია (7.0) - გიბრალტარელები იშვიათად გვიტევდნენ, თუმცა პირველი ტაიმის ბოლოს სერიოზული იერიში განახორციელეს, საქართველოს ნაკრების მეკარემ ზედიზედ ორი რთული დარტყმული მოიგერია, რა დროსაც მუხლის ტრავმა
მიიღო და შესვენების შემდეგ, შესაცვლელი შეიქმნა.

გიორგი მამარდაშვილი (6.5) - "ვალენსიას" მეკარე კვლავ თავდაჯერებული იყი. "მშრალი" მატჩების სერია ვერ გააგრძელა, თუმცა გოლის დროს ვერაფრით დავადანაშაულებთ, ახლო მანძილიდან გაუტანეს.

ოთარ კაკაბაძე (6.5) - მეტოქიდან გამომდინარე, კაკაბაძეს საშუალება ეძლეოდა, შეეტია და უკანა ხაზი ორი ცენტრალური მცველის ამარა დაეტოვებინა. რაც შეეხება უშუალო მოვალეობას, გიბრალტარელები იშვიათად "იჩხვლიტებოდნენ", თუმცა ოთარმა პოზიციურად გარკვეული შეცდომები დაუშვა.

გურამ კაშია (6.5
) - ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ მატჩისა არ იყოს, ჩვენს საჯარიმოში შესვლა გიბრალტარელებსაც უჭირდათ, რაც დაცვის მწყობრ თამაშზე მიუთითებს. გაშვებული გოლის დროს "ჯვაროსნების" კაპიტანს, რომელიც ნაკრების მაისურით მე-100 შეხვედრას ატარებდა, ბურთი თავზე გადააფრინდა და მარტოდ დარჩენილმა მეტოქემ თამაშგარის ზღვარიდან გაიტანა.

დავით ხოჭოლავა (6.5) - ჯარიმა, რომლის შემდეგაც გოლი გავუშვით, სწორედ ხოჭოლავას მიერ თამაშის წესის დარღვევას მოჰყვა. საჯარიმოს მისადგომებთან მეტი სიფრთხილეა საჭირო. დათას მსგავსი ეპიზოდი წინა ტურის შეხვედრაშიც ჰქონდა, სხვა მხვრივ, "კოპენჰაგენის" მცველი ნამდვილად საიმედოა.

საბა ლობჟანიძე (5.5) - "ჰათაისპორის" ნახევარმცველი რომ ოპტიმალურ ფორმაში არაა, ეს ახლაც კარგად გამოჩნდა. საბამ თამაში სულ რამდენჯერმე გაამწვავა, არადა ვიცით, რომ გაცილებით მეტი შეუძლია.

Sportall.Ge

ნიკა კვეკვესკირი (6.5) - წინა მატჩისგან განსხვავებით, ნიკამ თავისი თამაში იპოვა, ბურთს ხშირად იღებდა და გრძელი პასებით თამაშს ამწვავებდა, თუმცა კიდევ უფრო მრავალფეროვნება და სისწრაფე გვჭირდებოდა.

ანზორ მექვაბიშვილი (5.5) - თბილისის "დინამოს" შუახაზელმა წიტაიშვილს გაატანინა, თუმცა მას მეტი მოეთხოვება როგორც შექმნის თვალსაზრისით, ასევე დაცვითი ფუნქციებისას. რამდენჯერმე იოლად გასცდნენ.

Sportall.Ge

ირაკლი აზაროვი (7.0)  - "ცრვენა ზვეზდას" ფლანგელმა კვარაცხელიას მახვილგონიერი პასი გაუკეთა, რასაც ხვიჩას მიერ თერთმეტმეტრიანის მოპოვება მოჰყვა. მთლიანობაში, ირაკლი დამაჯერებელი იყო და გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე რამდენიმე დღით ადრე, თბილისში.

გიორგი წიტაიშვილი (7.5) - ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფენაბაა ისეთი მოთამაშის ყოლა, როგორიც წიტაიშვილია. ის თავდაპირველად, მარჯვენა შემტევად ვიხილეთ და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა, შემდეგ კი ისევ მარცხენა ფლანგს დაუბრუნდა. შემოქმედების თვალსაზრისით, გიორგის კიდევ უფრო დიდი რესურსი აქვს.

Sportall.Ge

ხვიჩა კვარაცხელია (8.0) - საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ლიდერზე ისევ იმავეს გამეორება შეიძლება - ის ახერხებს, რომ მის წინააღმდეგ ამხელა მეურვეობის მიუხედავად, ყოველთვის რაღაც ღირებული შემქნას.
იმ ფონზე, რაც მან "ლივერპულისა" თუ "მილანის" მცველებს "ჩაუტარა", გიბრალტარელებთან დომინანტობა რა გასაკვირია. ის მოწინააღმდეგეებს ცრუმოძრაობებს უკეთებს და ისინიც იძულებულები არიან, თამაშის წესი დაარღვიონ, ერთადერთი რისი შიშიც გვაქვს, ხოლმე, "კვარას" ტრავმა არ მიაყენონ.

ბუდუ ზივზივაძე (6.0) - მატჩის წინაც ვთქვით, რომ წინა ბრწყინვალე შეხვედრის შემდეგ, მისი დასვენება მთლად სამართლიანი არ იქნებოდა და ეს სანიოოლმაც ასე ჩათვალა. ბუდუ ისეთივე აქტიური და მოძრავი არ ყოფილა, თუმცა ერთხელ უკვე საფირმოდ, მოწინააღმდეგეს ბურთი "მოჰპარა" და შეტევა ხვიჩას გაუგრძელა. "კვარას" დარტყმა შეეძლო, თუმცა ერთგვარად "ვალი დააბრუნა", ზივზივაძემ კი საგოლედ ვეღარ მოიქნია.

Sportall.Ge

გიორგი მიქაუტაძე (6.0) - საქართველოს ნაკრების ცვლილებებმა არ გაამართლა, თუმცა ამას მიქაუტაძეზე ნაკლებად ვიტყვით. გიორგი მონდომებული და აქტიური იყო, კვლავ მარჯვენა ფლანგზე გადადიოდა და გოლის გატანა ძალიან სურდა. შესაძლოა, მას უფრო მეტი დრო უნდა მისცემოდა.

ზურიკო დავითაშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი - ფეხბურთში არის დღეები, რომლებიც უბრალოდ, უიღბლოა. საქართველოს ნაკრებმა ცვლილებებიდან თამაში არა თუ გააძლიერა, ამის შემდეგ, უფრო დიდი პრობლემები შეგვექმნა. ამის მიზეზი სხვადასხვაა, ჩვენი თვითმიზანი კი ის არაა, ვინმეს დაბალი შეფასება დავუწეროთ, ამიტომ დღეს ზოგიერთებთან მისგან თავს შევიკავებთ, მიზეზი სხვადასხვაა.

ზურიკო დავითაშვილი ჩვენი ნაკრებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ის რომ სანიოლის ახალი ტაქტიკა 11 მატჩია წარმატებით მუშაობს, ამაში ზურიკოს წვლილი დიდია. მას გიბრალტარში ბევრი დრო არ მისცემია, თუმცა საკუთარ თავს არ ჰგავდა, გაფრთხილებაც მიიღო და თითქოს, ენერგიაც აკლდა.

ვაკო ყაზაიშვილმა უკვე ტრადიციულად, ხვიჩა კვარაცხელია შეცვლა, ამის შემდეგ კი ჩვენი ნაკრების შესრულებით კარგი ეპიზოდები ფაქტობრივად, არ გვინახავს. კონკრეტულ ფეხბურთელზე ჯოხის გადატეხვა მართებული არაა, უბრალოდ გუნდური მექანიზმი მოიშალა, თუმცა ყაზაიშვილი ძალიან პასიურობდა.

რაც შეეხება ლოჩოშვილს, მას ძალიან ცოტა დრო მიეცა, რაც შესაფასებლად ისედაც რთულია. სანიოლმა მისი შემოყვანით დაცვას კიდევ ერთი მოთამაშე დაამატა და მშვიდი ბოლო წუთების იმედი ჰქონდა, თუმცა "კრემონეზეს" მცველი ბოლოს გაუმართლებლად დაჯარიმდა და გამარჯვება ეჭვქვეშ დადგა.

Sportall.Ge

ვილი სანიოლი (6.0) - უკანასკნელი ორი შეხვედრიდან გამომდინარე, სანიოლს თავს ისეთი კრიტიკა დაატყდა, რაც ამ წარმატებული სერიის განმავლობაში არ ჰქონია. ჩვენი ნაკრების თამაშის ხარისხი მართლაც გარკვეულ უკმაყოფილებას იმსახურებს, თუმცა შედეგს მაინც მივაღწიეთ. 

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იდელაურ ტაქტიკურ განლაგებას მიაგნო, ფეხბურთელების რესურს ბოლომდე იყენებს და გუნდში ჯანსაღი სიტუაცია აქვს, თუმცა აუცილებელია, შეტევაში შედეგის მისაღწევად კიდევ უფრო მეტი მრავალფეროვნება გვქონდეს და ისე არ ჩანდეს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ზოგადად, ინდივიდუალური ქმედებების გარეშე, გატანას ვერ ვახერხებდეთ.

ფრანგ სპეციალისტს განსაკუთრებით, გიბრალტართან მატჩის მეორე ტაიმი ჩაუვარდა - გუნდი მოდუნდა, ცვლილებებმა ვერ გაამართლა და სუსტ მეტოქეეთან გამარჯვება სათუო გახდა. 

მთავარია, სანიოლმა საკადრო რესურსის ძიება ისევ ასე განაგრძოს და მომაბალში არსებული შეცდომები გაითვალისწინოს.

alt"ფეოლას" "გაგიჭირდებოდათ" არ შედგა - რა აკლია და სჭირდება საქართველოს ნაკრებს?

მკითხველის კომენტარები / 18 /
ლორიას ოფრო მეტად შევაფასებდი !
ბესო
20:32 28-09-2022
1
საჭიროა და აუცილებელი კრიტიკა ყველა ფეხბურთელის..ვინც არ უნდა იყოს. ერთ დონეზე ყველა თამაშს ვერ ჩაატარებს. ქინქლაძეს,არველაძეს და სხვა ლიდერებსაც არ აკლდა კრიტიკა და ლანძღვა გინება თავის დროზე. კვარაცხელიასაც არ გამოუვიდეს ყველა თამაში და სხვებსაც. აი ყაზაიშვილის დაბულინგება რა აუცილებელია სულ. კაცი პლანეტის საპირისპირო მხარიდან ჩამოდის ნაკრებში სათამაშოდ, არასდროს მოუმიზებებია ტრამვა ან გადაღლილობა. რეაქტიული არასდროს ყოფილა მაგრამ ცუდი ფეხბურთელი და ადამიანი არაა. ამ თამაშში ბურთი რამდენჯერმე დაიჭირა...ორჯერ დასარტყმელი პოზიციაზე იყო და პასი არ თუ ვერ მისცეს... სხვებმა იმატაოს ბურთი დაკარგოს და ამან მთელი მოედანი წინ და უკან ირბინოს და პასი არ მისცენ...და კიდე ეს ლანძღონ...
ლაშა
20:16 28-09-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული