სანიოლი და ქეცბაია წილისყრის წინ - კვიპროსს დავუპირისპირდებით...

AutoSharing Option
გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა გაირკვა. ღონისძიებას კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაიაც ესწრებოდა. საქართველო და კვიპროსი ერთ ჯგუფში მოხვდნენ.

"ჯვაროსნების" პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ოთარ გიორგაძე "ფეიბუქგვერდზე" ფოტოს აქვეყნებს, სადაც მასთან ერთად, სანიოლი და ქეცბაიაცაა.

შეგახსენებთ, საქართველიოს ნაკრები მეოთხე კალათაში იმყოფებოდა, კვიპროსი კი - მეხუთეში. ვილი სანიოლისა და თემურ ქეცბაიას გუნდების მეტოქეები ესპანეთის, შოტლანდიისა და ერლინგ ჰოლანის ნორვეგიის ნაკრებები იქნებიან.


altქეცბაიას წინააღმდეგ - ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები

ცნობილია
მკითხველის კომენტარები / 18 /
ქეცბას დიდი სიყვარულით წარმატებები! რა თქმა უნდა სანიოლისაც!!! ვიოცნებებდი რომ ჩვენ ორი გავსულიყავით ამ ჯგუფიდან, ხანდახან სასწაულებიც ხო ხდება :) ეს პორტირებული უპრინციპო შუაშისტი ოთარა კი დიდი უთავმოყვარეო რამეა და აფუჭევს ამ ლეგენდების ფოტოს!!!
ლადო
22:43 09-10-2022
0
ქეცბას კონტრაქტში უწერია რომ თუ კლუბისგან მიიღებს შეთავაზებას დატოვებს პოსტს. ასე რომ ალბათ არ ჩამოვა კვიპროსელი თავკაცის რანგით
ვანჩოპე
16:08 09-10-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული