სანიოლი და ქეცბაია წილისყრის წინ - კვიპროსს დავუპირისპირდებით...

AutoSharing Option
გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა გაირკვა. ღონისძიებას კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაიაც ესწრებოდა. საქართველო და კვიპროსი ერთ ჯგუფში მოხვდნენ.

"ჯვაროსნების" პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ოთარ გიორგაძე "ფეიბუქგვერდზე" ფოტოს აქვეყნებს, სადაც მასთან ერთად, სანიოლი და ქეცბაიაცაა.

შეგახსენებთ, საქართველიოს ნაკრები მეოთხე კალათაში იმყოფებოდა, კვიპროსი კი - მეხუთეში. ვილი სანიოლისა და თემურ ქეცბაიას გუნდების მეტოქეები ესპანეთის, შოტლანდიისა და ერლინგ ჰოლანის ნორვეგიის ნაკრებები იქნებიან.


altქეცბაიას წინააღმდეგ - ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები

ცნობილია
მკითხველის კომენტარები / 18 /
არ იქნება ქეცბაია გახარებული საქართველოსთან ჯგუფში მოხვედრით, არცერთ პატრიოტს არ უხარია საკუთარ ქვეყანას რომ უპირისპირდება...
1
ერთადერთი კაცი იყო მარადონა ვინც მარტო იგებდა თამაშებს და მსოფლიო თასიც ასწია, ჰალანდი კიდე მარადონასგან ძალიან შორს არის, ასე რომ ძალიან ტვინი ნუ წაიღეთ ამ ჰალანდით, თუ მარტოს არ დავტოვებთ ჩვენ საჯარიმოში თავად არაფრის შემქმნელი არ არის, შენგელიას გაუმჯობესებული ვარიანტია, ნორვეგიას კიდე ყიფიანის ნაირი არავინ არა ჰყავს. სახლში ყველა თამაშის მოგება შეიძლება, ესპანეთიც აღარ არის ის რაც ადრე იყო
მამუკა
16:06 09-10-2022
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული