0:3 - საქართველოს ნაკრები მაროკოსთან უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
არაბთა გაერთიანებული საემიროების ქალაქ შარჯაში საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში მაროკოსთან 0:3 დამარცხდა.

პირველ რიგში, ძალიან საინტერესო იყო, როგორ ითამაშებდა ჩვენი ეროვნული გუნდი თავისი ლიდერის, კვარაცხელიას გარეშე. მეტოქემ თავიდანვე შემოგვიტია და ენ-ნესირიმ თავისი გუნდი დააწინაურა. მაროკოელები უპირატესობას ფლობდნენ, ტექნიკურად თამაშობდნენ, ორივე ფლანგიდან გვიტევდნენ და ელ-ნესირს გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. საპასუხო იერიშისას კი ვოლკოვმა კარის წინ ვერ შეძლო ბურთის კარში გადაგზავნა. მოწინააღმდეგე თავადაც თამაშობდა, „ჯვაროსნებსაც“ აძლევდა თამაშის საშუალებას და შეხვედრა საკმაოდ ლამაზი სანახავი გახლდათ. 25-ე წუთზე ჰაკიმი ლოჩოშვილს გაექცა და ისევ მეკარემ
გადაგვარჩინა. მერე ზიეშმა წინ გამოსულ მამარდაშვილს მოედნის საკუთარი ნახევრიდან თავზე გადაუგდო ბურთი და ვიზავი 2:0 გავიდა წინ. ცოტა ხანში აფრიკელებს მესამე გოლის გატანა შეეძლოთ, თუმცა მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა და პირველი ტაიმი, რომელშიც საქართველოს ნაკრები აშკარად დაიჯაბნა, 0:2 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ მაროკოელთა მწვრთნელმა წამყვანი ფეხბურთელები ჰაკიმი და ენ-ნესირი შეცვალა. თამაში გათანაბრდა, მაგრამ სანიოლის შეგირდები სახიფათო მომენტების შექმნას ვერ ახერხებდნენ. 72-ე წუთზე ჩვენს საჯარიმოში დარტყმული ბურთი ხელზე კვირკველიას მოხვდა და ბუფალმა პენალტით ანგარიში გაზარდა. ცხადი შეიქნა, რომ მოედანზე არ გვყავდა ლიდერი, რომელიც თამაშს დაალაგებდა და გაამწვავებდა, ჩვენი შეტევები ერთფეროვანი და უხიფათო იყო. მხოლოდ ერთხელ მიეცათ გატანის შესაძლებლობა და ბერიძის ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმულ ბურთს მეკარე ბუნუ ადვილად დაეუფლა.

მოკლედ, ვაღიაროთ, უკეთესი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა უკეთესმა გუნდმა ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაიმარჯვა, თან ძალებიც დაზოგა და მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ მშვენიერი გენერალური რეპეტიცია გაიარა.

ამით შეწყდა საქართველოს ნაკრების 11-მატჩიანი წაუგებელი სერია და სამწუხაროდ, გამოჩნდა, რომ კვარაცხელიასთან ერთად სხვა გუნდია და მის გარეშე - სულ სხვა.

შარჯა. „შარჯა სტადიუმი“
მაროკო - საქართველო 3:0
გოლები: 1:0 ენ-ნესირი (5), 2:0 ზიეში (30), 3:0 ბუფალი (72, პენ)

მაროკო: ბუნუ, საისი (ელ იამიგი 63), აგერდი, ჰაკიმი (მაზრაუი 46), ატიატ-ალა, ზიეში (ზაროური 69), ამალა (ჩაირი 63), ჟაბრანი, უნაი, ბუფალი, ენ-ნესირი (ჰამდალა 46)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია (საზონოვი 78), კაშია, ლოჩოშვილი, გოჩოლეიშვილი, კვეკვესკირი (ბერიძე 78), აბურჯანია (მექვაბიშვილი 78), წიტაიშვილი (შენგელია 35), დავითაშვილი (ლობჟანიძე 62), კიტეიშვილი, ვოლკოვი (ქვილითაია 62)

მკითხველის კომენტარები / 164 /
გასაგებია რომნ ჩვენზე ძლიერი მეტოქე გვყვავდა, მაგრამ ბრძოლას და თავდადებას რა უშლიდა ხელს, იმათი მასხრად ასეგდები რომ არ გავმხდარიყავით, გიბრალტარი რომ გიბრალტარია ჩვენთან ბოლომდე იბრძოლა ყოველგვარი მანდრაჟის გარეშე და ბურთიც გაგვიტანა, არა სამარცხვინო საყურებელი იყო, კვარას გარეშე ისევ ის ძველი ჩამორჩენილი გუნდია
ალეკსანდრე
18 ნოემბერი 2022 10:15
1
საქართველოს ნაკრების (სერიოზული) წარმატების ფორმულა: კვარაცხელია, ზივზივაძე, მიქაუტაძე, წიტაიშვილი და კიდევ 1-2 დაახლოებით ამ დონის ფეხბურთელი, მეტ-ნაკლებად კარგ ფორმაში მყოფი (და მოედანზე ერთად გამოსული); პლიუს იღბალი - თუ პირველ გოლს გავიტანთ როგორმე, წარმატება მინიმუმ 90%-ით არის გარანტირებული.
ამას სამწუხაროდ ვერაფერი შეცვლის უახლოეს წლებში. სამწუხაროდ, არ გვყავს სტაბილურად მოთამაშე გუნდი (როგორც სისტემა) ამ ეტაპზე. ასე რომ, მეგობრებო, არ ღირს ზედმეტი ნერვიულობა, ანალიტიკა, თამაშის გარჩევა და დასკვნების გამოტანა სიტუაციის გამოსწორების იმედით. რაც ვართ, ის ვართ. მივენდოთ იღბალს.
Nodari
18 ნოემბერი 2022 02:01
1
გაშვებულ მეორე ბურთზე, ჩემს დროს იტყოდნენ: "გაგრის პლიაჟიდან დაურტყეს და გაუტანესო"... ეს ტერმინი დაიბადა ქალაქ გაგრაში. გაგრის ცენტრალური სტადიონი, ზღვის ნაპირის მიჯნაზე იყო. ჰოდა ამ სტადიონზე მოსკოვის "დინამოელს", ლეგენდარულ ლევ იაშინს(მაშინ ახალგაზრდა იყო) მოწინააღმდეგე გუნდის მეკარემ, თავისი საჯარიმო მოედნიდან, გოლი გაუტანა. სწორედ მაშინ იხუმრა მიხეილ იაკუშინმა(მოსკოვის "დინამო"ს მწვრთნელი): "ფუ ბლიად, ს გაგრისკოვა პლიაჟა პროპუსტილ გოლ".
პეტკა დემენტიევი
18 ნოემბერი 2022 00:13
1
მამარდა და საზონოვი, დანარჩენი .........
სტალინი
17 ნოემბერი 2022 22:44
3
ჩვენი ნაკრების ყველაზე დიდი მინუსია სტაბილურობის არქონა, განსაკუთრებით სინდის-ნამუსის და გულშემატკივართა წინაშე პასუხისმგებლობის.
ეს მუდამ ჰქონდათ დაქვეითებული და მუდამ ასე იქნება, ამიტომაც 10 მოგებულ მატჩს ერთი უნამუსოდ და უხრხემლოდ, უტიფრად წაგებული მატჩით გადაგვიხაზავენ ყველა წინა ემოციებს.
ვიღაცეება უნდა იქონიოთ სინდისი და თვითონ თქვათ უარი ნაკრებში თამაშზე, აი კაცები უნდა იყოთ და კვერცხები უნდა გქონდეთ რა...
Jango
17 ნოემბერი 2022 22:36
2
ნუ შექმნით ეხლა ტრაგედიებს, არაუშავს ამხანაგური იყო, მთავარია ოფიციალურებში არიყოს ესეთი თამაშები, მე მჯერა ამგუნდის იმედია ევროპაზე გავალთ
ბაჩო
17 ნოემბერი 2022 22:23
8
ყოჩაღ, ბიჭებო! დღეს ყველანი ღირსნი ხართ ხისთავიანთან გადაიღოთ ერთად სურათი!
ყველაფერი წააგეს: რაგბი, კალათბურთი, წყალბურთი, ფეხბურთი. მაგრამ, რაც მთავარია, ეკონომიკა ხომ დუღს და ყვავის. უნგრეთი ნაყიდი გვყავს და ყველაფრის გაპრავება გარანტირებული გვაქვს. მალე ჩრდ. კორეასაც გვიყიდის ის კაცი და სამოთხეში შევალთ გრიალ-გრიალით. კვარა ამ იდიოტებს ვერ უშველის.
ელიასი
17 ნოემბერი 2022 22:16
28
ღმერთმა ჯანმრთელად გვიმყოფოს კვარა მამარდა და ჩაკვე ესენი თუ გაათრევენ თოკმობმულებს დანარჩენ ამ საწყლებს თორემ სხვა საშველი არ არის
ასე უსასოო და პირდაღებულები როგორ არიან?
თენგო
17 ნოემბერი 2022 22:12
7
მამარდა რომ არ ყოფილიყო ანგარიში მერე გენახა
გია
17 ნოემბერი 2022 22:23
3
რა არის იცი მეგობრებო? თამაშის მერე რეაგირება მაგარია, მარა იქამდე, ან იმის დროს აქვს ფასი. მამარდა რომ არ ყოფილიყო ნახავდიო და მეორე გოლი რომ არ გასულიყო ასეთი სულელური, ნაკრები ჯერ თამაშში იქნებოდა. ძალიან უხეში შეცდომაა მეკარის, როცა იმ სიშორეზე ხარ გასული, რომ არათუ ვერ ჩაასწრებ, დაჟე ფორით ვერ ჩაასწრებდა კარამდე. ლორიას სიწყნარე მოაქვს უკან, აი ეს არ გესმით რა თქვენ. თქვენ ითვლით კარში აღებულ ბურთებს და მამარდა კი მაგარია ხაზზე ძალიან (ტფუ ტფუ ტფუ, წარმატებები ამ უნიჭიერეს ბიჭს, მაგრამ) დარტყმამდე არ უნდა მივიდეს საქმე და როცა მცველების უკან მეკარე ვერ ალაგებს ჯერ წყნარად დაცვას და სიტუაციას, იმიტომაც მიდის ხშირად დარტყმები კარში. ასე იყო ისიც, ესპანეთში რომ გამოდიოდა, ვწერდი სულ და იქაც დისლაიქებს მიწერდნენ, არადა რამდენი დადგებოდა იმდენი გოლი გადიოდა, ხან აქ და ხან ესპანეთ- პორტუგალიაში. ჩვენი ნაკრების აღზევებაც და წარმატებას ემთხვევა კაში ლორიას დგომას და ამის დაუნახაობა მაკვირვებს უბრალოდ
კაპიტან გარდენბურგი
17 ნოემბერი 2022 22:38
9
ყველა გამოხმაურება
დღეს სოფელი სასირეთი თამაშობდა მაროკოს წინააღმდეგ...
კვარა-ჩაკვეს გარეშე ის გუნდია თავში რო ავღნიშნე
გიო
17 ნოემბერი 2022 22:11
6
მეთანხმები იმაში რომ კვარასთან ერთად ქვილითაიაც მაგარია?
ბაჩი
17 ნოემბერი 2022 22:18
4
არ შეიძლება დაცვაში გედგეს 3 კაცი, რომელთა ფიზიკური წონა რეგბის პირველხაზელთა წონას უტოლდება.დაცვის ცენტრი და "აპორნია" პირველი რიგის მისახედი; მერე ბურთის სწრაფად ამოტანა და ასევე სწრაფად ტაქტიკური გადაწყობა სიტუაციის შესაბამისად.
ერთია ძალისმიერ ნელ გუნდთან თამაში და სხვაა მაროკოსთანა ტექნიკურ და სწრაფთან
მაროკოს კონდიციები რა თქმა უნდა უფრო მაღალი იყო იმიტომ რომ მას მსოფლიო ჩემპიონატი აქვს სათამაშო ...კვარა და ჩაკვე რა თქმა უნდა სხვანაირად ათამაშებდნენ გუნდს, მაგრამ ასე უმწეოები მაინც არ უნდა ვყოფილიყავით
3 დღეში ნახავთ მაროკოს ეგზეკუციას ხორვატებთან
მერაბ გ.
18 ნოემბერი 2022 10:32
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული