0:3 - საქართველოს ნაკრები მაროკოსთან უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
არაბთა გაერთიანებული საემიროების ქალაქ შარჯაში საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში მაროკოსთან 0:3 დამარცხდა.

პირველ რიგში, ძალიან საინტერესო იყო, როგორ ითამაშებდა ჩვენი ეროვნული გუნდი თავისი ლიდერის, კვარაცხელიას გარეშე. მეტოქემ თავიდანვე შემოგვიტია და ენ-ნესირიმ თავისი გუნდი დააწინაურა. მაროკოელები უპირატესობას ფლობდნენ, ტექნიკურად თამაშობდნენ, ორივე ფლანგიდან გვიტევდნენ და ელ-ნესირს გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. საპასუხო იერიშისას კი ვოლკოვმა კარის წინ ვერ შეძლო ბურთის კარში გადაგზავნა. მოწინააღმდეგე თავადაც თამაშობდა, „ჯვაროსნებსაც“ აძლევდა თამაშის საშუალებას და შეხვედრა საკმაოდ ლამაზი სანახავი გახლდათ. 25-ე წუთზე ჰაკიმი ლოჩოშვილს გაექცა და ისევ მეკარემ
გადაგვარჩინა. მერე ზიეშმა წინ გამოსულ მამარდაშვილს მოედნის საკუთარი ნახევრიდან თავზე გადაუგდო ბურთი და ვიზავი 2:0 გავიდა წინ. ცოტა ხანში აფრიკელებს მესამე გოლის გატანა შეეძლოთ, თუმცა მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა და პირველი ტაიმი, რომელშიც საქართველოს ნაკრები აშკარად დაიჯაბნა, 0:2 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ მაროკოელთა მწვრთნელმა წამყვანი ფეხბურთელები ჰაკიმი და ენ-ნესირი შეცვალა. თამაში გათანაბრდა, მაგრამ სანიოლის შეგირდები სახიფათო მომენტების შექმნას ვერ ახერხებდნენ. 72-ე წუთზე ჩვენს საჯარიმოში დარტყმული ბურთი ხელზე კვირკველიას მოხვდა და ბუფალმა პენალტით ანგარიში გაზარდა. ცხადი შეიქნა, რომ მოედანზე არ გვყავდა ლიდერი, რომელიც თამაშს დაალაგებდა და გაამწვავებდა, ჩვენი შეტევები ერთფეროვანი და უხიფათო იყო. მხოლოდ ერთხელ მიეცათ გატანის შესაძლებლობა და ბერიძის ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმულ ბურთს მეკარე ბუნუ ადვილად დაეუფლა.

მოკლედ, ვაღიაროთ, უკეთესი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა უკეთესმა გუნდმა ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაიმარჯვა, თან ძალებიც დაზოგა და მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ მშვენიერი გენერალური რეპეტიცია გაიარა.

ამით შეწყდა საქართველოს ნაკრების 11-მატჩიანი წაუგებელი სერია და სამწუხაროდ, გამოჩნდა, რომ კვარაცხელიასთან ერთად სხვა გუნდია და მის გარეშე - სულ სხვა.

შარჯა. „შარჯა სტადიუმი“
მაროკო - საქართველო 3:0
გოლები: 1:0 ენ-ნესირი (5), 2:0 ზიეში (30), 3:0 ბუფალი (72, პენ)

მაროკო: ბუნუ, საისი (ელ იამიგი 63), აგერდი, ჰაკიმი (მაზრაუი 46), ატიატ-ალა, ზიეში (ზაროური 69), ამალა (ჩაირი 63), ჟაბრანი, უნაი, ბუფალი, ენ-ნესირი (ჰამდალა 46)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია (საზონოვი 78), კაშია, ლოჩოშვილი, გოჩოლეიშვილი, კვეკვესკირი (ბერიძე 78), აბურჯანია (მექვაბიშვილი 78), წიტაიშვილი (შენგელია 35), დავითაშვილი (ლობჟანიძე 62), კიტეიშვილი, ვოლკოვი (ქვილითაია 62)

მკითხველის კომენტარები / 164 /
მასურად ეზარება სასტავს დაკარგულ ბურთზე უკან ჩამოსვალა. რით ვერ შევკრიბეთ 11კაცი ამ ქვეყანაში ვისაც სირბილი არ ეზარება?! სანიოლი ვერაფერს გახდება, დისციპლინაა გუნდში ‘0’( სერთოდ თუ შეიძლება გუნდი ვთქვათ)
ლაშა
18 ნოემბერი 2022 09:01
1
უნდა ვაღიაროთ დაბალი კლასის მოთამაშეები გვყავს.
მაროკოში თამაშობენ ჩელსის და სევილიას მოთამაშეები
და ჩვენთან ? ნუ კი იცით სადაც თამაშობენ მაგათ საცოდაობას თუ თამაში ქვია.
ბუდუ გვაკლდაო? კარგით რა ხალხო. ბუდუ ?!
las
18 ნოემბერი 2022 08:10
2
ადრე ,,იუთუბიზე,, ვნახე ვიდეო, რომელსაც ეწერა, ,,ცაცაცილო,, ვიდეოები. თვითონ ვიდეოები არ მახსოვს.
დღეს ჩვენ ყველა ვიყავით, ,ცაცაცილოები,,.
100%
17 ნოემბერი 2022 23:01
2
Mekaris garda arceti araferchi varga namdvili fermaa
Glgo
17 ნოემბერი 2022 22:16
4
რატომ წავაგეთ?რა ხდება არ ეცელათ თამაშისთვის თუ უქეიფოდ იყვნენ?
ზუროსი
17 ნოემბერი 2022 23:17
1
ყოველგვარი პოპულისტური სმსის გარეშე ვაჟკაცურად, ვინმენ იცით ვინ ლობირებს (კრიშავს) კვირკველიას ნაკრებში? დანარჩენი არაფერი ახალი არ მოხდა, მეტი ანგარიშითაც წაგებასაც ველოდი.
ავჭალიდან
18 ნოემბერი 2022 09:51
3
საქართველოს რეიტინგი 76
მაროკოს 22
ფეხბურთელებმა ითამაშეს რაც შეეძლოთ.
ფედერაციის უნდა მოეკითხოს
გიგი
18 ნოემბერი 2022 01:25
8
მართალი ბრძნდებით, რას სხედან ოფისში რბილ სკამებში გამოვიდნენ და ითამაშონ სხვა რა საქმე აქვსთ? და სოფელიც აშენდება.
გიზოგ
18 ნოემბერი 2022 11:46
0
Tqveen jurnalistebo ro daceroot kvekveskirze da aburjaniaze statia xma miacvdinot zemoot argindaat.? Balastia es ori naxevarmcveli ertia da ukan ukan pasi da meorea Sam metrs 6camshi faravs. Tqveen Tqveen jurnalists arginda ro kargi gundi iyos
Oqri
17 ნოემბერი 2022 23:50
0
მგონი ჩვენი მწვრთნელი ასე არიგებს ფეხბურთელებს:
- ამის იმისქნა არ დაგავიწყდეს.
ირაკლი
17 ნოემბერი 2022 23:50
1
რა მოგვცა ამ ამხანაგურმა, ვინ იცის?
ამას მოხერხება ხომ უნდა, რომ (მწვრთნელმა თქვა) სრული შემადგენლობით არ გვივარჯიშიაო.
მე შემრცხვა, ამის ყურებისას. რავი აბა, ...
რამდენი რამის თქმა მინდა, მაგრამ ეეჰ...
ქომაგი
17 ნოემბერი 2022 22:12
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული