0:3 - საქართველოს ნაკრები მაროკოსთან უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
არაბთა გაერთიანებული საემიროების ქალაქ შარჯაში საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში მაროკოსთან 0:3 დამარცხდა.

პირველ რიგში, ძალიან საინტერესო იყო, როგორ ითამაშებდა ჩვენი ეროვნული გუნდი თავისი ლიდერის, კვარაცხელიას გარეშე. მეტოქემ თავიდანვე შემოგვიტია და ენ-ნესირიმ თავისი გუნდი დააწინაურა. მაროკოელები უპირატესობას ფლობდნენ, ტექნიკურად თამაშობდნენ, ორივე ფლანგიდან გვიტევდნენ და ელ-ნესირს გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. საპასუხო იერიშისას კი ვოლკოვმა კარის წინ ვერ შეძლო ბურთის კარში გადაგზავნა. მოწინააღმდეგე თავადაც თამაშობდა, „ჯვაროსნებსაც“ აძლევდა თამაშის საშუალებას და შეხვედრა საკმაოდ ლამაზი სანახავი გახლდათ. 25-ე წუთზე ჰაკიმი ლოჩოშვილს გაექცა და ისევ მეკარემ
გადაგვარჩინა. მერე ზიეშმა წინ გამოსულ მამარდაშვილს მოედნის საკუთარი ნახევრიდან თავზე გადაუგდო ბურთი და ვიზავი 2:0 გავიდა წინ. ცოტა ხანში აფრიკელებს მესამე გოლის გატანა შეეძლოთ, თუმცა მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა და პირველი ტაიმი, რომელშიც საქართველოს ნაკრები აშკარად დაიჯაბნა, 0:2 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ მაროკოელთა მწვრთნელმა წამყვანი ფეხბურთელები ჰაკიმი და ენ-ნესირი შეცვალა. თამაში გათანაბრდა, მაგრამ სანიოლის შეგირდები სახიფათო მომენტების შექმნას ვერ ახერხებდნენ. 72-ე წუთზე ჩვენს საჯარიმოში დარტყმული ბურთი ხელზე კვირკველიას მოხვდა და ბუფალმა პენალტით ანგარიში გაზარდა. ცხადი შეიქნა, რომ მოედანზე არ გვყავდა ლიდერი, რომელიც თამაშს დაალაგებდა და გაამწვავებდა, ჩვენი შეტევები ერთფეროვანი და უხიფათო იყო. მხოლოდ ერთხელ მიეცათ გატანის შესაძლებლობა და ბერიძის ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმულ ბურთს მეკარე ბუნუ ადვილად დაეუფლა.

მოკლედ, ვაღიაროთ, უკეთესი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა უკეთესმა გუნდმა ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაიმარჯვა, თან ძალებიც დაზოგა და მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ მშვენიერი გენერალური რეპეტიცია გაიარა.

ამით შეწყდა საქართველოს ნაკრების 11-მატჩიანი წაუგებელი სერია და სამწუხაროდ, გამოჩნდა, რომ კვარაცხელიასთან ერთად სხვა გუნდია და მის გარეშე - სულ სხვა.

შარჯა. „შარჯა სტადიუმი“
მაროკო - საქართველო 3:0
გოლები: 1:0 ენ-ნესირი (5), 2:0 ზიეში (30), 3:0 ბუფალი (72, პენ)

მაროკო: ბუნუ, საისი (ელ იამიგი 63), აგერდი, ჰაკიმი (მაზრაუი 46), ატიატ-ალა, ზიეში (ზაროური 69), ამალა (ჩაირი 63), ჟაბრანი, უნაი, ბუფალი, ენ-ნესირი (ჰამდალა 46)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია (საზონოვი 78), კაშია, ლოჩოშვილი, გოჩოლეიშვილი, კვეკვესკირი (ბერიძე 78), აბურჯანია (მექვაბიშვილი 78), წიტაიშვილი (შენგელია 35), დავითაშვილი (ლობჟანიძე 62), კიტეიშვილი, ვოლკოვი (ქვილითაია 62)

მკითხველის კომენტარები / 164 /
ერთი თამაშის ფეხბურთელზე ხაზის გადასმა არ მიმაჩნია სწორედ,მაგრამ დღეს რაც ვოლკოვმა გააკეთა ხაზი გადაესვა. საქართველოს ნაკრებს რაიმე ამბიციები თუ აქვს ნორმალური გუნდობის,ქუჩის ფეხბურთელები არ უნდა გამოიძახოს. ესეთ კარგ,ზუსტ გადაცემაზე,ასე კარის წინ ფეხს მოიქნევ და ბურთს ააცილებ ( თან თავდასხმელი) ხარ ქუჩის ცუდი ფეხბურთელი და ეგეთი ფეხბურთელების გამოძახება და თამაში მერე გუნდის დისციპლინაზე მოქმედებს.
დავითი
17 ნოემბერი 2022 22:19
1
კვეკვესკირი? ტიპს წინ პასი არ გაუკეთებია
ბექა
17 ნოემბერი 2022 22:35
1
გამოჩნდა რომ საშუალო დონემდეც არ ვართ...
შეიძლება ითქვას ნახევარი ძალით გვეთამაშნენ და ისე მოგვიგეს
ბაბუ
17 ნოემბერი 2022 22:16
2
საიდან მოიტანე რო საშუალოსთან ოდნავადაც მიახლოებული გუნდი გვყავს? კვარა მამარდა და ჩაკვე. მორჩა აქ პროფესიონალი ფეხბურთელების ჩამოთვლა. დანარჩენები ყველანი კვეკვესკირები არიან
გიო
17 ნოემბერი 2022 22:28
2
ნეტა ღარიბაშვილი არ შეხვდება ნაკრების ფეხბურთელებს?!
*
18 ნოემბერი 2022 00:44
10
რომელი ნაკრების ფეხბურთელებს?მაროკოსი? მაგას მარტო წარმატებული ხალხი უყვარს.ეგაა ოღონდ თვითონ ვერ გახდა წარმატებული
დავით 67
18 ნოემბერი 2022 02:29
10
ორივეს გყავთ მაგარი წარმეტებული ტიპი--ხაბეიშვილი DDD
zura222
19 ნოემბერი 2022 08:26
0
გოჩოლეიშვილი მომეწონა. ძარღვი აქვს ბიჭს. ბერიძე და საზონოვი შეცვალაზე კარგი იყვნენ.
გიორგი
18 ნოემბერი 2022 00:26
2
არ იყო გასაკვირი სამარცხვინო თამაში: არ არსებობს ქართული ფეხბურთი, მოკლეს, დიდი ხანია, უცოდინარმა და ამბიციურმა ფეხბურთელ-პოლიტიკოსებმა. კვარაცხელია ერთადერთი იმედია.
ტაბუ
17 ნოემბერი 2022 23:07
8
დღევანდელი ნაკრები ერთიანი კვეკვესკირი იყო.
alex
17 ნოემბერი 2022 22:45
1
უფრო დაკვეკვესკირებული. იმედია ბევრჯერ ნახავს ამ თამაშს, თავის თამაშს. დასკვნების გამოტანა ძალიან, ძალიან და კიდევ ერთხელ ძალიან ადვილი გამოსატანია
კვეკვე
17 ნოემბერი 2022 22:51
2
კაშიას შეცდომაა მეტად ვიდრე მამარდასი
კაშია. კვირკველია.კვეკვესკირი.აბურჯანია კარებისკენ . ეგენი არიან მუხრუჭები
rembo
17 ნოემბერი 2022 22:24
3
რათქმა უნდა კაშიას შეცდომა იყო. ნეტა მამარდას დონესთან მიახლოებული ყოფილიყო ვინმე დღეს. ისე კაშიასაც რა ექნა? 50 პასი მისცა კვეკვესკირს და იმან 49 უკან დაუბრუნა და 1 მეკარეს. მოეშალა ალბათ ნერვები კაშოს
გიო
17 ნოემბერი 2022 22:31
2
ჰოო,მეგრელებს დააბრალეთ ყველაფერი,რომ არა მეგრელი ბიჭები მთლად სან მარტინო ვიქნებით,გულზე ხელი დაიდეთ და აღიარეთ ეს,მე ვაღიარებ დიდი ხანია...
გომორძგუა მარგალეფც
17 ნოემბერი 2022 22:44
22
ყველა გამოხმაურება
კორექტულ სიტყვებს ვერ ვპოულობ ისეთ ხასიათზე დავდექი. ვინმემ 1 მიზეზი მაინც მითხრას კვეკვესკირს რა უნდა საფეხბურთო გუნდში საერთოდ, რომელიმეში. 1 პასი გამახსენოთ იქნებ წინ გაკეთებული. კაშიასაც ნერვები მოეშალა არაზუსტი პასი რო გააკეთა მაშინ
კვეკვე
17 ნოემბერი 2022 22:08
0
სამწუხაროდ, რაც დღეს ვნახეთ, ესაა ქართული ფეხბურთის ნამდვილი სახე და დონე! ჩვენ ილუზიებში ვცხოვრობთ!
იტყვიან, აი, კვარაცხელია რომ გვყოლოდაო… სასაცილოა! და რომ გვყოლოდა რა? კვარაცხელიამ იცის უკან ჩამოსვლა და თავქუდმოგლეჯილი სირბილი თუ რა?
მამარდაშვილმა ბევრჯერ გადაარჩინა ნაკრები, მაგრამ ასაღები აიღო და რაიმე განსაკუთრებულს ამაში ვერ ვხედავ, მაგრამ მოედნის ცენტრიდან გოლის გაშვება, მეკარისთვის ნამდვილად დიდი სირცხვილია! თამაშის წაკითხვა უნდა შეძლო, რაც ვერ შეძლო!
მიშა
18 ნოემბერი 2022 10:00
1
ვიყოთ სამართლიანი და მხოლოდ მამარდაშვილზე ნუ გადავტეხავთ ჯოხს. როდესაც გუნდი შეტევაზეა მეკარე მუდამ ამოდის წინ, ხოლო ბურთის დაკარგვის შემთხვევაში სწრაფად იწევს უკან. აქ კი რა მოხდა ჩვენმა მოთამაშემ სრულიად უწყინარ სიტუაცისში, როცა შეტევის რამდენიმე კარგი ვარიანტი არსებობდა პირდაპირ მეტოქეს მისცა პასი. მეკარემ მაშინვე დაიწყო უკან დახევა მაგრამ ... და შედეგმაც არ დააყოვნა.
გიზოგ
18 ნოემბერი 2022 11:02
1
წააგებდა ეს ჯოგი რა გასაკვირია,ხვიჩა არ იყო და ხვიჩას გარეშე ნაკრები თავის ვაი გულშემატკივრებიანად ერთად ჩაცმული ჯოგია…
საკო
17 ნოემბერი 2022 22:17
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული