0:3 - საქართველოს ნაკრები მაროკოსთან უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
არაბთა გაერთიანებული საემიროების ქალაქ შარჯაში საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში მაროკოსთან 0:3 დამარცხდა.

პირველ რიგში, ძალიან საინტერესო იყო, როგორ ითამაშებდა ჩვენი ეროვნული გუნდი თავისი ლიდერის, კვარაცხელიას გარეშე. მეტოქემ თავიდანვე შემოგვიტია და ენ-ნესირიმ თავისი გუნდი დააწინაურა. მაროკოელები უპირატესობას ფლობდნენ, ტექნიკურად თამაშობდნენ, ორივე ფლანგიდან გვიტევდნენ და ელ-ნესირს გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. საპასუხო იერიშისას კი ვოლკოვმა კარის წინ ვერ შეძლო ბურთის კარში გადაგზავნა. მოწინააღმდეგე თავადაც თამაშობდა, „ჯვაროსნებსაც“ აძლევდა თამაშის საშუალებას და შეხვედრა საკმაოდ ლამაზი სანახავი გახლდათ. 25-ე წუთზე ჰაკიმი ლოჩოშვილს გაექცა და ისევ მეკარემ
გადაგვარჩინა. მერე ზიეშმა წინ გამოსულ მამარდაშვილს მოედნის საკუთარი ნახევრიდან თავზე გადაუგდო ბურთი და ვიზავი 2:0 გავიდა წინ. ცოტა ხანში აფრიკელებს მესამე გოლის გატანა შეეძლოთ, თუმცა მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა და პირველი ტაიმი, რომელშიც საქართველოს ნაკრები აშკარად დაიჯაბნა, 0:2 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ მაროკოელთა მწვრთნელმა წამყვანი ფეხბურთელები ჰაკიმი და ენ-ნესირი შეცვალა. თამაში გათანაბრდა, მაგრამ სანიოლის შეგირდები სახიფათო მომენტების შექმნას ვერ ახერხებდნენ. 72-ე წუთზე ჩვენს საჯარიმოში დარტყმული ბურთი ხელზე კვირკველიას მოხვდა და ბუფალმა პენალტით ანგარიში გაზარდა. ცხადი შეიქნა, რომ მოედანზე არ გვყავდა ლიდერი, რომელიც თამაშს დაალაგებდა და გაამწვავებდა, ჩვენი შეტევები ერთფეროვანი და უხიფათო იყო. მხოლოდ ერთხელ მიეცათ გატანის შესაძლებლობა და ბერიძის ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმულ ბურთს მეკარე ბუნუ ადვილად დაეუფლა.

მოკლედ, ვაღიაროთ, უკეთესი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა უკეთესმა გუნდმა ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაიმარჯვა, თან ძალებიც დაზოგა და მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ მშვენიერი გენერალური რეპეტიცია გაიარა.

ამით შეწყდა საქართველოს ნაკრების 11-მატჩიანი წაუგებელი სერია და სამწუხაროდ, გამოჩნდა, რომ კვარაცხელიასთან ერთად სხვა გუნდია და მის გარეშე - სულ სხვა.

შარჯა. „შარჯა სტადიუმი“
მაროკო - საქართველო 3:0
გოლები: 1:0 ენ-ნესირი (5), 2:0 ზიეში (30), 3:0 ბუფალი (72, პენ)

მაროკო: ბუნუ, საისი (ელ იამიგი 63), აგერდი, ჰაკიმი (მაზრაუი 46), ატიატ-ალა, ზიეში (ზაროური 69), ამალა (ჩაირი 63), ჟაბრანი, უნაი, ბუფალი, ენ-ნესირი (ჰამდალა 46)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია (საზონოვი 78), კაშია, ლოჩოშვილი, გოჩოლეიშვილი, კვეკვესკირი (ბერიძე 78), აბურჯანია (მექვაბიშვილი 78), წიტაიშვილი (შენგელია 35), დავითაშვილი (ლობჟანიძე 62), კიტეიშვილი, ვოლკოვი (ქვილითაია 62)

მკითხველის კომენტარები / 164 /
დედა რა იყო ეს? არ ჩაგვიქროლეს გნოლის ჯოგს ქორებივით? სამაგიეროდ ეკონომიკაში ორნიშნა მატება გვაქვს. რას ვდუღვართ და გადმოვდივართ ბიჯოს! ))))))) რაც ქვეყანა,ის ნაკრებები და ფედერავიები.
გავკვირდი გავკარიშვილი
17 ნოემბერი 2022 22:49
16
აბაა რაა ნაცები რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში მაროკოს 10-0 მოვუგებდით და მსოფლიოს ჩემპიონებიც გავხდებოდიით !!!
zura222
17 ნოემბერი 2022 23:04
22
დისლაიქშიკებს მივმართავ!დაეშვით მიწაზე? რომ დავწერე კვარას გარეშე გუნდი 0-ია თქო და დიდი ანგარიშით წააგებს გუნდი თქო უამრავი დისლაიქები დამაყარეს, თითქოს მე არ მინდოდა მოგება! ილუზიებში ცხოვრება კარგს არაფერს მოგვიტანს, არც ფეხბურთში და არც ისე როგორც უმრავლესობა ცხოვრობს. ამ თამაშის შემდეგ ხვიჩა მეცოდება ნაკრებში. მამარდა და კაშია. ერთი შეწვი და მეორე მოხარშე. სამარცხვინოები ყველა უკლებლივ. აქ ზოგი წერს ის კარგი იყო დღეს,ეს არა. რომელი იყო კარგი? რას იტყუებთ თავს? სამარცხვინო გუნდია. ეს გიბრალტართანაც ეტყობოდა. ჩრ.მაკედონიასთან უბრალოდ გაუმართლათ. ამბობენ ძლიერებს უმართლებთო,მაგრამ ამათ შემთხვევაში პირიქით მოხდა. ბევრი გამოთქვამს საყვედურს რატომ მაინცადამაინც ხვიჩას დროს დადიანო სტადიონზე და მის გამო უყურებენ ფეხბურთსო. ასეა და რა ვქნათ. ფეხბურთის ყურებით უნდა ისიამოვნო, აბა სხვა პრობლემები ისედაც გვაქვს ყველას, ამათზე რომ არ ვიშალოთ ნერვები!
დავით 67
18 ნოემბერი 2022 01:55
1
სილა გაგვაწნეს და მოგვსვეს ადგილზე თუ მე მომეჩვენა რამე?
რომა
17 ნოემბერი 2022 22:25
1
აუ რამე კომენტატორების კონკურსი რომ გამოცხადდეს არ შეიძლება? ოღონდ სტატისტიკა ვინ უკეთ იცის და ვინ რა დაწერა თამაშის წინ ის კი არა, თვითონ წაყვანა რომ მოისმინოს ხალხმა და ისე აირჩეს ახალი კომენტატორი)) მე მაინტერესებს ვცადო, სულ არ მინდა ხელფასი, ვიცი რომ საინტერესოდ წავიყვან და მგონია რომ ნაკრების აღმავლობაც დაიწყება ეგრევე :) მართლა, ძალიან მემუღამება. ამ კომენტატორებმა ხელფასი შეინარჩუნონ და მასალა მოამზადონ თამაშისთვის, მაგათი საყვარელი სტატისტიკა და ასე.შ )) ხოდა ვისაც სურვილი აქვს ანონიმურად მივიღოთ ჯერ მონაწილეობა, თორემ მოგვადგება ეგრევე მთელი ნაცნობ -უცნიბი და განაწყენებული საფეხბურთო სამყარო )))) ხოდა ეშველებოდა რამე ამ ნაკრებს, ან მინიმუმ ხალხის ნერვებს! კომენტატორი რომ სწორს ამბობს და აკრიტიკებს ვინც იმსახურებს, რომ წინასწარ შეუძლია გარისკოს რამე ვარაუდი და რომ თავისი თავის სჯერა და არა სტატისტიკის, ასეთი წაყვანით სულ რომ წავაგოთ გულს მაინც მოიფხან კაცი, ამათ რომ ვუსმენ ნერვები ლამისაა დამაწყდეს.
კაპიტან გარდენბურგი
18 ნოემბერი 2022 02:48
1
ამ თამაშის შემყურე ან მაროკოა უძლიერესი და წესით ამ მსოფლიოზე მინიმუმ მეოთხედფინალში უნდა გავიდეს ან ჩვენ ვართ სოფლის ბანდა(უფრო მეორეა) აი რატომ არ შეიძლება ერთ კაცზე მთელი გუნდის აწყობა ! ვაი და იმ ერთმა ტრავმა მიიღო (და ასეც მოხდა) მერე გუნდი გადაიქცევა იმად რაც დღეს ვნახეთ @ ეს იყო ყანა და არა გუნდი @ მამარდას რომ არ ეყოჩაღა მინიმუმ 6-0 წავაგებდით @ სამი მცველით თამაშმა აშკარად არ გაამართლა ჩვენი ფლანგები ვერ ასწრებდნენ დაცვაში ჩასვლას და რამდენჯერ გაიქცნენ მაროკოელები ფლანგებზე თვლა ამერია საშინლად გამოიყურებოდნენ კვირკველია-კაშიას და კვეკვესკირი-აბურჯანიას დუეტები @ კვირველიამ რეები ქნა თვითონაც ვერ იტყვის @ არც კაშია წყვეტდა ვარსკვლავებს სამივე გოლი მაგათ კისერზეა ! დღეს მოთამაშეებზე ვერცერთზე ვერ იტყვის კაცი რომ კარგად ითამაშა ! ვოლკოვი დავითაშვილი კიტეიშვილი საერთოდ ვერაფერს ვერ აკეთებდნენ და შენგელია რატომ გამოიყვანა მარცხენა ფლანგზე როცა მარჯვნივ თამაშობდა სულ @ რატომ არ გამიყვანა დროზე ბერიძე ? ერთადერთი ეგ ჩაერთო კარგად თამაში და ცოტა გამოაცოცხლა უფრო მეტი გააკეთა 12 წუთში ვიდრე მთელმა ჩვენმა შეტევამ მთელ თამაშში ! რატომ არ ათამაშებენ მაგ კაცს არ მესმის რაა @ არადა მშვენივრად თამაშობდა ჯერ უნგრეთში ეხლა თურქეთშიც მაგრა თამაშობს და მაგარ ფორმაშია ! ვიღაცამ თქვა რომ ნაცების მხარდამჭეერია და იმიტომ არ ათამაშებენო !!! ნაცები ვინც არიან ვიცით და რასაც მაგათ აგინებს ქართველი ხალხი ერთი არ ასცდეთ ! მაგრამ თუ მართლა ამიტომ არ ათამაშებენ ბერიძეს (და მიქელთაძესაც) მაშინ მართლა არ ვიცი რა ვთქვაააა ეს საერთოდ ნონსენსია @ პოლიტიკური მრწამსის გამო მარტო ჩრდილო კორეაში და ირანში არ თამაშებენ სპორტსმენებს !
zura222
17 ნოემბერი 2022 22:59
3
ხვიჩას სათრევია ეს ნაკრები და მეცოდება ეს ბიჭი. შესარჩევი უკვე ის ც ლიგა აღარ იქნება რაც გადავლახეთ. მარა მთლად ტრაგედიასაც ნუ შევქმნით. პირველი გოლი ვარის შემთხვევაში ალბათ არ ჩაითვლებოდა. მეორე კი ასეთ პასს მოწინააღმდეგეზე მოხერხება უნდა და ყოველთვის ვერ მოახერხებენ იმედია. ვოლკოვს ის გოლი უნდა გაეტანა. ბერიძე იყო მგონი ერთი შეხებით კარში ვერ დაარტყა და დაემუშავებინა კარის წინ იდგა. ცოტა გაუმართლებლობაც იყო და უკლასობაც რა თქმა უნდა. ვოლკოვს რომ გაეტანა 1-1 ხდებოდა და სწრაფი პასუხი იქნებოდა. აი კვეკესკირს რა უშველოთ ეგ არ ვიცი. იქნებ ვთხოვოთ ნაკრებში ცოტა ხნით თავი შეიკავოს? საზონოვი ვფიქრობ უნდა მივაჩვიოთ ძირითადს. დავითაშვილი ისევ ისე პატარა ქუჩის ბიჭივით თამაშობს ხშირად და სკამი უნდა ხეხოს ცოტა რომ ჩაყაროს თავში. ბერიძემ ვერ გაამართლა. ტაბიძე მაინტერესებდა და ვერ ვხვდები დაცვა სრულყოფილი იყო რომ ვერავინ შეცვალეს? ნაკრებში ბევრი ბალასტია ჩვენაირი გუნდისთვის.
G.LA
17 ნოემბერი 2022 23:24
3
თამაშამდე ვწერდი, ეხლა პოვნა მეზარება, და კამათობდნენ ვიღაცეები, ვიცოდი რომ მაგრად წავაგებდით, ამას კიდევ არაუშავს. ვწერდი, რომ ვიღაცეები არ ელოდნენ მარცხს და ნუთუ წინასწარ ძნელი დასანახია, რომ ცენტრს წავაგებდით დღეს? მეორე ტაიმში სანიოლმა სწორი მითითებები მისცა, რაც ჰყავდა ეხბურთელები, ყველას ცენტრში მჭიდროდ თამაში დაავალა, რადგან ამ რბილად რომ ვთქვათ რაღაც საშინელი კომენტატორებისგან განსხვავებით ხედავდა რომ ცენტრს მაგრად უგებდნენ. ამან გაამართლა, რადგან დათმო მაროკომ, არ უნდოდათ ფეხების ლეწვა ჩემპიონატამდე. კვარას 70% აკლდება გუნდს (არამარტო აქ, ნაპოლიშიც , უბრალოდ იქ ინერციიაა მაგარი აღებული და ასე ვერ ხვდებიან ჯერ) და ჩაკვეს, ბუდუს და ლორიას გარეშე კიდევ 20%. ასევე გაიგეთ რომ მამარდაშვილი ძალიან ნიჭიერია, მარა პატარაა ჯერ, ლორია ამიტომ მირჩევნია 100ჯერ. ამაშიც სანიოლს რესპექტ. მამარდას დრო ცხადია მოვა, მარა ჯერ ნაკრების ნომერ 1 მეკარე ლორიაა. სანიოლს ყოჩაღ! საერთო ჯამში, მისი ბრალი არაფერი არაა, ხედავს რომ აკლია შემსრულებლები და ყველას ერთდროულად ხომ არ გამოცვლის, საყრდენებზე ვერ გარისკა ახლების შემოყვანა, არადა დიდი ხანია აბურჯანია და კვეკვესკირი გასაშვებია ნაკრებიდან, ბოდიში ბიჭებო, უბრალოდ არ გამოდის სხვანაირად , გუნდი ნელდება ძალიან. კვეკვესკირი იდგა საერთოდ და რეებს აკეთებდა, იმენნო მოკლა თამაში, სულ უკან და უკან, თან დგომიდან პასებს არიგებდა. ვოლკოვი, ლოჩოშვილი, ბერიძე კატასტროფულ თამაში, ქვილითაია საერთოდ რატომ დააბრუნეს გაუგებარია. მომეწონა გოჩოლეიშვილი და საზონოვი. მადლობა ყველას, ვისაც გაახსენდა ჩემი წინასწარ ნაწერი და ზუსტად ნახა რომ ახდა 1-1 ში რაც დავწერე. დისლაიქებს ვინც მიწერდა კიდევ ვურჩევ ვაი პატრიოტობას სანიოლს მიეხმარონ იმით, რომ უბრალოდ ქებას და "დავანგრევთ მაროკოს" ძახილს საღად შეხედონ რეალურ პრობლემას ნაკრებში, რადგან არსობრივად კარგ თამაშს თამაშობს ნაკრები, როცა კვარა და ლორიაა გუნდში. ის უკან სიწყნარეს აძლევს დაცვას და ეს კიდევ მთელ გუნდს მოტივაციას, გოლების გარდა. სანიოლმა ახალი ფეხბურთელები უნდა ცადოს საქმეში ისე, რომ მერე არ ეშინოდეს კრიტიკის. ჩემგან სრული ნდობა ამ კაცს, ესმის საგანი. წარმატებები ნაკრებს და ჩაკვეს ველოდებით :)
კაპიტან გარდენბურგი
17 ნოემბერი 2022 22:14
4
მამარდასთან რა გინდათ მაინც ვერ ვხდები, მეორე გოლში რომ ადანაშაულებთ რა მისი ბრალია.კაშიამ გააკეთა ეგრე არასწორი პასი. პლუს ნებისმიერი მეკარე გამოდის ეგეთ დროს წინ. არაფერს არ ვერჩი ლორიას, მაგრამ ეგრე ესპანეთთან ბო წუთზე რაც გაუშვა მაგაზე რას იტყვით? ის მართლა მეკარის ბრალი იყო და ეს არ იყო იმდენად მამარდაშვილის ბრალი ვიდრე გურმა.კაშიას.
გიორგი
17 ნოემბერი 2022 22:23
3
ყველაფერში გეთანხმები მამარდაშვილის საკითხის გარდა. ბევრჯერ გვიხსნა დღეს და ცენტრიდან გაშვებული ბურთი უფრო კაშიას უხეში შეცდომის ბრალია და არა მისი დაუდევრობის. სხვა მხრივ ჯერ კიდევ გიბრალტარმა დაგვანახა ჩვენი დონე კვარას და ჩაკვეტაძის გარეშე. მოედნის ცენტრში სრული ვაკუუმი გვაქვს.
ირაკლი
17 ნოემბერი 2022 22:23
0
ყველა გამოხმაურება
მაროკო არც ბულგარეთი იყო და არც მაკედონია, როგორც აღმოჩნდა არც ჩვენ, ბევრს ეწყინება კიდევაც მაგრამ სიმართლეს ვერსად გავექცევით ვართ ერთ ბიჭის კრეატივზე ძალიან დამოკიდებული საშუალოსთან მიახლოებული ნაკრები მის გარეშე კი ტიპიური უფანტაზიო მესამე ეშელონის გუნდი. დღეს რა მოხდა ჩვენზე გაცილებით ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა ნაკრებმა მაგრამ არა ტოპ გუნდმა მაგრად მიგვაპრესინგა, თამაში სწრაფ დინამიკაში შემოგვთავაზა და ჩვენი გუნდი მოედნიდან გაქრა. განსაკუთრებით პირველ ტაიმში მეორეში მეტოქე ფეხებსაც გაუფრთხილდა ბურთიც დაგვითმო მაგრამ ჩვენი გუნდის კრეატივი შეტევაში იგივე ნიშნულზე იყო რაც პირველში. ეს მატჩი საგანგაშო სიგნალის ზარს გავდა კარსმომდგარ ევროსაკვალიფიკაციოს წინ, ჯგუფში ამ მაროკოს დონის 2 ნაკრები ხოლო მასზე უკეთესი ერთი გვყავს, პრესინგით თუ ასე დაგვანგრიეს და ბურთი ცენტრიდან ვერ ამოვიტანეთ. ვეჭვობ კვარამდე ასეთი დონის ნაკრებებმა ბურთი საერთოდ მიგვატანიოს მაქსიმუმ კონტრზე ერთი ორჯერ. ამ გუნდს ჰაერივით სჭირდება კვარას დონის თუ არა მისი ნახევარი ლეველის მაინც 2-3 ფეხბურთელი განსაკუთრებით. ცენტრ: დაცვა , ცენტრ: ნახევარდაცვაში. ფაქტია ნაკრები საშუალო ევროპული დონის კვალიფიციური ფეხბურთელების სერიოზულ დეფიციტს განიცდის. და მეორე ნომრად თამაშის მაშინ აქვს შედეგი როცა დაცვის ხაზი მოწესრიგებულია და იმ კრეატიულ მოთამაშემდე ვინმეს სწრაფად და ზუსტად პასის მიცემა შეუძლია ეს პერსპექტივაში ჩაკვეტაძე უნდა იყოს.
Charley
18 ნოემბერი 2022 00:05
5
რაგბი წავაგეთ,
კალათბურთში დავმარცხდით,
ფეხბურთში ჩავისვარეთ,
დემოკრატიაში ჩავიჭერით,
სამაგიეროდ ზარქუა გვყავს
კაკო
18 ნოემბერი 2022 08:29
14
ჩაგეთვალა)))))
ჰარი
18 ნოემბერი 2022 10:31
4
მამარდა, საზონოვი, წიტაიშვილი, ლობჟანიძე, კვარა, ჩაკვე, ზურიკო, ჟორჟი. დანარჩენებს დავემშვიდოებოდი მწვრთნელებიანად. სწრაფი და რაც მთავარია სხარტად მოაზროვნე ფეხბურთელებია საჭირო. ამ ფორმაციის გუნდს, დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ხვიჩაც ვერ უშველიდა. ან ევროპა-მსოფლიოზე რა გვესაქმება ასეთი ნაკრებით.
ბონდო
17 ნოემბერი 2022 23:11
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული