კაპიტანი ლორია
ვილი სანიოლმა უკვე თქვა, რომ კარს გიორგი ლორია დაიცავს და კაპიტანიც იქნება. აქვს დარწმუნებით ვივარაუდებთ, რომ ნორვეგიელებთან გიორგი მამარდაშვილს ვნახავთ.
დარჩენილი დღეები ბევრს გადაწყვეტს, თუმცა გურამ კაშიასა და საბა კვირკველიას გარეშე ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ გამოსვლა რთულად წარმოგვიდგენია. მათ გვერდით თამაშის დაახლოებით თანაბარი შანსები აქვთ ლაშა დვალსა და საბა საზონოვს, ჯიმი ტაბიძეს კი, ალბათ, უფრო ნაკლები. მონღოლეთთან დაპირისპირება ფრანგმა დამრიგებელმა იქნებ ზუსტად იმის გარკვევას დაუთმოს, თუ ვინ იქნება მესამე ცენტრალური მცველი და ამისთვის ეს მატჩი მაქსიმალურად გამოიყენოს. ლორიას კაპიტნობა გვაფიქრებს, რომ კაშია დაისვენებს.
ფლანგები
თუკი ცენტრალურ მცველად გამოყენებას არ აპირებენ, ოთარ კაკაბაძე ნორვეგიასთან მარჯვენა ფლანგზე უნდა იყოს მოაზრებული. ის 3-მცველიანი ტაქტიკისას შეტევაში ძალიან აქტიური არ არის, თუმცა, მეტოქიდან გამომდინარე, საჭიროებამ იქნებ ასეც მოიტანოს. აი, რაც შეეხება მონღოლეთის ნაკრებთან მატჩს, აქ გიორგი გოჩოლეიშვილისა და საბა ლობჟანიძისთვის დროის მიცემას ვვარაუდობთ. ერთი თუ "შახტარში" ახლა იწყებს, მეორეს თურქეთში განვითარებული მოვლენების გამო საკმაოდ გაუცდა და სანაკრებო მატჩი ძალიან გამოადგებათ. ლობჟანიძის პრესკონფერენციაზე განოჩენა გვაფიქრებს, რომ ის პირველივე წუთებიდან ითამაშებს. იქნებ სანიოლი რომელიმე მათგანის ნორვეგიელთა წინააღმდეგ დაყრდნობაზეც დაფიქრდეს.
რაც შეეხება მარცხენა ფლანგს, ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აქ არსებულ პრობლემებზე ისაუბრა, რაც უთამაშებლობას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, ირაკლი აზაროვისთვის დიდი დროის მიცემა და მასზე დაკვირვება ძალიან ლოგიკური გადაწვეტილება იქნება.
ნახევარდაცვა
სანიოლის თქმით, ლუკა გაგნიძე ახლა ნამდვილად მზადაა, ეროვნულ ნაკრებში ითამაშოს. მის ამ სიტყვებს დამტკიცება სჭირდება და ფრანგს ამაზე უკეთესი საშუალება ნაკლებად ექნება, მოსკოვის "დინამოს" შუახაზელს სასტარტოში ველით. მაინც ვივარაუდოთ, რომ ის გიორგი აბურჯანიას შეუწყვილდება (ვიცე-კაპიტანი კვეკვესკირს სათადარიგო იქნება). ვილიმ 17 წლის გაბრიელ სიგუა ძალიან შეაქო და არ გამოვრიცხავთ, დრო მასაც მიეცეს.
ხვიჩას გარეშე
ფორმაში შესვლა გიორგი წიტაიშვილსაც სჭირდება. ის ძალიან, ძალიან ცოტას თამაშობს. "ლეხის" მოთამაშე მრავალპროფილურია, მას ნაკრებში ორივე ფლანგსა და სხვადასხვა პოზიციაზე ვხედავთ. ის, რომ ზურიკო დავითაშვილმა მაქსიმალურად დაისვენოს, ნორვეგიისთვის მოემზადოს და წიტაიშვილს დრო მიეცეს, მშვენიერი ვარიანტი უნდა იყოს. თავის შანსს გიორგი ბერიძეც ელის.
ფორვარდი
თუკი სათამაშო ფორმის მიხედვით განვსაზღვრავთ, აქ საკამათო არაფერია, გიორგი მიქაუტაძე მშვენივრად გამოიყურება, საფრანგეთის ლიგა 2-ში 14 გოლი და 7 საგოლე პასი აქვს. თუმცა ტრავმიდან ახლად დაბრუნებული და კლუბშეცვლილი ბუდუ ზივზივაძე ჩვენი ნაკრების სათამაშო სქემისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და გასული მატჩები ამას ადასტურებს. სათამაშო წუთები ბუდუსაც სჭირდება და ვვარაუდობთ, მონღოლეთთან მას მიიღებს კიდეც. ამით სანიოლს ზუსტი შეფასებაც შეეძლება, ნორვეგიის ნაკრებთან მისი იმედი ძველებურად ჰქონდეს თუ არა.
დანაკლისი ნაკრებში - ეროვნული გუნდი მზადებას 25 ფეხბურთელით განაგრძობს
შანსი გაგნიძეს! სანიოლის სია სერია "ა"-ს მცველის გარეშე - რისი ფუფუნება არ გვაქვს?!
რა სურს სანიოლს? - მონღოლთა ისტორია, დღევანდელობა და 0:14 იაპონიასთან