საბა ლობჟანიძე: ფიზიკურად ძალიან კარგად ვარ, ფსიქოლოგიურად კი ფეხბურთი მეხმარება

AutoSharing Option
მონღოლეთთან ბათუმში ამხანაგური მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა საბა ლობჟანიძემ ისაუბრა:

"მონღოლური ფეხბურთს შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი ვიცით ქვეყნის და მისი ისტორიის შესახებ. როგორც მწვრთნელმა აღნიშნა, არ აქვს მნიშვნელობა, თამაში ამხანაგურია თუ ოფიციალური. გავდივართ და ასი პროცენტით ვიხარჯებით და ხვალინდელ შეხვედრაშიც ასე იქნება.

ყველამ იცის თურქეთში განვითარებული მოვლენების შესახებ. სამწუხაროდ, ეპიცენტრში მოვხვდი. ფიზიკურად ძალიან კარგად ვარ, ფსიქოლოგიურად კი ფეხბურთი მეხმარება, რადგან ყოველდღიური ვარჯიშების ფონზე ნაკლებად ვფიქრობ მომხდარზე".

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 11 /
იიიიიიიი :) საბა კაცია რომელიც ნაკრებისთვის სულსა და გულს დებს მოედანზე და შრომობს მთელი ცხოვრებაა. შენ უბნის ბესეტკაში ჯდომის მეტი რა გაგიკეთებია?
კაცს ამხელა ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს მიღებული და გვერდში დგომის ნაცვლად რეებს წერ
Superman
09:48 25-03-2023
9
ქარივით სწრაფი და მშრომელი ფეხბურთელია,ჩვენი საბა.ძალიან საყვარელი.წარმატებები მას ყველგან და ყველაფერში.
კოტე
10:42 25-03-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული