სანიოლი: ნორვეგიის ნაკრები სულ სხვა დონისაა და მზად უნდა ვიყოთ!

AutoSharing Option
28 მარტს ნორვეგიის ნაკრებთან ჩასატარებელი მატჩის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა:

"რა თქმა უნდა, ესპანეთი-ნორვეგიის მატჩს ვუყურეთ. პირველი დასკვნა, რაც გამოვიტანეთ, ისინი ამხელა ანგარიშით მარცხს არ იმსახურებდნენ. ჩვენმა ნაკრებმა კარგად იცის, რამდენად რთულ მეტოქესთან ექნებათ ურთიერთობა.

ყველაზე მეტად გუნდური ასპარეზობა მაინტერესებს და ცალკეულ მოწინააღმდეგეებს მნიშვნელობა არ აქვს.

დიდი პატივისცემა "ერთა ლიგის" მეტოქეებთან, მაგრამ ნორვეგიის ნაკრები სულ სხვა დონისაა და მათთან დაპირისპირებას მოუთმენლად ველით.

როგორც ფეხბურთის მოყვარულს, ყოველთვის მსურს, საუკეთესოებმა ითამაშონ. ეს ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაციაა. ჰოლანის
დანაკლისი დიდია, მეტოქე ამის გამო სხვანაირად ითამაშებს და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

ჩვენ და "ნაპოლი" სხვადასხვა ფილოსოფიით ვთამაშობთ. შესაბამისად, ხვიჩა კვარაცხელიას თამაში განსხვავდება, თუმცა ის ორივეგან ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ეროვნულ ნაკრებში ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე მივიწვიე. ისინი ბევრს მუშაობენ, რათა ნაკრებს დაეხმარონ."

altსაუკეთესო ჩაკვეტაძე და სანიოლის გამართლებული იმედები - საქართველოს ნაკრები ქულებში

მკითხველის კომენტარები / 49 /
90 წუთი ტემპში თამაში თუ შევძელით გავიმარჯვებთ აუცილებლად.ესპანელებმა დასწრებაზე ააგეს თამაში და 3 გოლიც გაუტანეს.უბურთოდ თამაშიც შეგვიძლია როცა ვწადინობთ.როცა ქართველები მოძრავ ფეხბურთს თამაშობენ-მათი შეჩერება ძალზედ ძნელია.გამარჯვება ბიჭებო
giorgi janikashvili
27 მარტი 2023 22:22
0
მთავარია კვარამ ითამაშოს თავისი ფეხბურთი და ერთ ადგილს მიჯაჭვული არ იტყოს ეგ ნაპოლიში ამართლებს ჯერ ჯერობით .
dato
27 მარტი 2023 20:44
0
ნორვეგიის ფაშისტური მთავრობის გამოხდომას პასუხი, ჩვენმა ფეხბურთელებმა უნდა გასცონ.
ჟორა გაბრიჭიძე
27 მარტი 2023 18:16
16
რა იმედის მომცემი კომენტარებია, პირდაპირ გემრიელი. მაგრამ რატომღაც მგონია თამაშის შემდეგ 360გრადუსით შეიცვლება. უფრო მკაცრი, ზოგიც შეურაცხმყოფელი კომენტარები იქნება. ვერ მოვუგებთ ნორვეგიას! ხვიჩას გარდა, ყველა ერთია. ასე რომ შემადგენლობის დაყენებაზე თავს ტყუილად იწუხებთ. ამას მაინც სანიოლი თუ ხიზანა გააკეთებს. ყველა მაღალი ბურთი მათი იქნება, ფიზიკური მომზადება ხომ საერთოდ... ესპანეთთან უამრავი მომენტები შექმნეს. ანგარიში 3-0 არ იყო ადეკვატური. პენალტი რომ დაენიშნა მსაჯს,რაც 100% იანი იყო, შეიძლება სულ სხვანაირად განვითარებულიყო მოვლენები. ანგარიში 1-3 მგონია.
დავით 67
27 მარტი 2023 17:51
29
ფეხბურთის გაგებაში არ ხარ, ნუ ექსპერტობ თუ კაცი ხარ. დღეს ბევრია ისეთი გუნდი, ვისაც არ ჰყავს ხვიჩას დონის ფეხბურთელი და ზოგადად ტოპ ფეხბურთელები, მაგრამ იგებენ თამაშებს. მაგალოთად ყაზახეთიც გამოდგება, რომელმაც ერთა ლიგაზე სლოვაკეთს ორივე თამაში მოუგო, ახლა კი დანიის ვარსკვლავურ გუნდს ტაიმბოლი ეთამაშა და 0-2 დან 3-2 მოუგო.
სიმართლე
27 მარტი 2023 21:23
3
დავით სანამ იპროფესორებ ჯერ გრადუსებში გაერკვიე კარგად. 360 გრადუსით თუ შეიცვალა იგივე დარჩება. ნუ მიცდენ გაკვეთილებს ოროსანო ))))))
H
27 მარტი 2023 18:48
0
ყველა გამოხმაურება
ხვალ მოვიგებთ, არამარტო ნორვეგიის მხრიდან მიშას დაჯილდოების გამო ადამიანის უფლებების კუთხით!
რაღა მაინცდამაინც ეხლა დაჯილდოვდა მიშა?!
ლაშა
27 მარტი 2023 17:37
11
Avoieee ra misha???saiti shegeshala....bichebs warmateba...
L.J .
27 მარტი 2023 18:10
4
Lasha arvicodi da ar mainteresebda,gavige sheni natqvami magram pegbutze vilaparakot 18 saatia tamashamde ra misha??bichebs warmateba !!!
L.J .
28 მარტი 2023 00:47
1
ყველა გამოხმაურება
შეიძლება სტატისტიკურად და ფურცელზე ნორვეგია არის ფავორიტი, მაგრამ რეალურად არ არის ნორვეგიის ნაკრები ძლიერი და ტრადიციების ნაკრები. ბევრი ფაქტორის გამო ხვალ საქართველოს ნაკრები არის ფავორიტი და მგონია, რომ ფორით მოვიგებთ 3-1
იგორ
27 მარტი 2023 21:29
2
საქართველო - ნორვეგია

3 : 1
07
28 მარტი 2023 10:51
0
თუ ბიჭებს თამაში წაუვიდათ- ხვიჩას,ჩაკვეს,წიტაიშვილს,ზურიკოს,მიქაუტაძეს,იქ უკნიდან კიდე მაგარი ბიჭებია-გოჩოლეიშვილი,აზაროვი,ლობჟანიძე-
ესენი ყველა ბზიჯებივით არიან და არ ვიცი მე ნორვეგიის კიბორგებმა რა უნდა დაუპირისპირონ,
მე მგონია რო საქართველო ხვალ ნორვეგიას სოლიდურად მოუგებს.
პს- ეს გუნდი არ არის ჯამარა-შოთი-მენთეშაშვილი და აკაკი დევაძე,
არც ქეცბაიას და ცაიშის ნაკრებია,სულ სხვა გუნდია და ამ ბიჭებმა თამაში იციან
Levani
28 მარტი 2023 01:33
3
თუ ჩვენ ვითამაშებთ, ჩვენს ქართულ ფეხბურთს აი ისეთს 60-იან და 70 წლებში ქართული ფეხბურთი რომ ერქვა, ანუ აქცენტს გავაკეთებთ მოწინააღმდეგის მატაობით გაბითურებაზე, ჟარგონზე რომ ვთქვათ "ვატანცავებთ", მოედნის ცენტრში ბურთს არ ვაჩუქებთ, გავაკეთებთ ფლანგებისკენ გრძელ პასებს... აი თუ რაღაცას არ გამოიგონებენ სამწვრთნელო შტაბში და ჩვენებს მისცემენ ფეხბურთის თამაშის საშუალებას, ნორვეგიას გავანგრევთ! სასტიკი ფიასკო ელის მაგ უბედურებს!
aburjga
27 მარტი 2023 19:53
9
50/60 წლების სჯობია ,,,, აიიიი კამერა& აბალოჩკა ბურთები რომ იყო ,,,,
FEOLA
27 მარტი 2023 21:06
3
ის რაც კარგია მაგალითად ბუნდესმაშინისათვის ჩვენთვის კარგი ვერ იქნება! ბანანიც გემრიელი ხილია, მაგრამ ნორვეგიაში და დანიაში არ იზრდება! ჩვენ ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, ისევე როგორც ბრაზილიამ ითამაშა ჯინგა 58-ში და 62-ში, მერე 70-ში! დოღბურთი ჩვენი საქმე არ არის. ტექნიკა, კაცის ერთი-ერთზე მოტყუების უნარი, დრიბლინგი... ჩვენ ბოლო პერიოდში 1 თამაში წავაგეთ ისიც მაროკოს რეაქტიულ ნაკრებთან, როიმელმაც ძალიან მაგარი შედეგი დადო მსოფლო ჩემპიონატზე და გუშხამ ბრაზილიასაც კი მოუგო!!! ჩვენი ნაკრები უძლიერესია, თუ მწვრთნელებმა არ აურიეს დღეს ნორვეგიას გავდრკავთ!!!
aburjga
28 მარტი 2023 09:24
1
სხვა დონისაა კი:)) ეს თუ მონღოლეთს ადარებს ნორვეგიას კარგად ყოფილა საქმე
toti
27 მარტი 2023 17:05
10
როგორ გიყვართ ეგ ინტრიგანობა. ერთა ლიგაზე მიღწეული წარმატება და მოწინააღმდეგეები, რომლებიც დავჩაგრეთ. სად შენ და სად სანიოლი, ამაზეც იფიქრე ხოლმე როცა ექსპერტობ!!!
სიმართლე
27 მარტი 2023 21:18
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული