საქართველოს ნაკრებმა მძიმე მატჩი ნორვეგიასთან ფრედ დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

ახალი ციკლი, ახალი იმედები, კიდევ უფრო ოპტიმისტური, ჩინებული ატმოსფერო პირთამდე სავსე სტადიონზე - ქართველი ფეხბურთელები საბრძოლო განწყობით გავიდნენ მოედანზე და უნდა დაემტკიცებინათ, რამდენად საფუძვლიანია გულშემატკივართა მოლოდინი.

სტუმრები დებიუტშივე დაეუფლნენ ინიციატივას და სიორლოტმა თავისი გუნდი დააწინაურა. საქართველოს ნაკრებს მეტოქის ნახევარზე აწევა უჭირდა, გადაცემებისას შეცდომებს უშვებდნენ, ბურთი კვარაცხელიამდე და მიქაუტაძემდე თითქმის არ მიდიოდა და თამაში მეტოქის კარნახით მიმდინარეობდა. „ვიკინგებმა“ კიდევ რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა ვერ გამოიყენა - ედეგორმა ვერ უწია მიზანს,
შემდეგ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა. პირველი შანსი "ჯვაროსნებისგან" ხვიჩას მიეცა, მაგრამ ოდნავ ააცილა ბურთი კარს და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად შეუტია. კაკაბაძეს მახვილი კუთხიდან მეკარე ნილუნდმა არ გაატანინა. მე-60 წუთზე კი მიქაუტაძე მოედნის ცენტრში ორ მეურვეს გაექცა და ანგარიში გაათანაბრა. სანიოლის შეგირდები უკვე უპირატესობას ფლობდნენ. შეცვლაზე შესული ლობჟანიძის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. თამაში ლამაზი სანახავი გახდა. მერე ტრავმირებული აზაროვი გოჩოლეიშვილმა შეცვალა. ნორდებმა კონტრიერიშისას ორი კარგი შანსი ხელიდან გაუშვეს - პირველ შემთხვევაში მამარდაშვილმა გვიხსნა, მეორეში კი ედეგორი იყო არაზუსტი. მორიგი შეტევისას კვარაცხელიამ ისევ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. ბოლოს ნორვეგიელები მიიჩნევდნენ, რომ ბურთი საჯარიმოში ჩვენს მცველს მოხვდა ხელზე, რაც VAR-მა არ დაადასტურა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 17 ივნისს გასვლაზე კვიპროსთან გამართავს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“

საქართველო - ნორვეგია 1:1
გოლები: 0:1 სიორლოტი (15), 1:1 მიქაუტაძე (60)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ტაბიძე (ლობჟანიძე 59), კაკაბაძე, დავითაშვილი (ზივზივაძე 59), კვეკვესკირი, აბურჯანია  (გაგნიძე 90), აზაროვი (გოჩოლეიშვილი 70), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ბერიძე 90)

ნორვეგია: ნილანდი, მეილინგი, სტანდბერგი, ესტეგორი, პედერესენი (რიერსონი 90+5), ეურსენსი, ბერგი (ტორსვედტი 90+5), ედეგორი, სოლბაკენი (ბრინჰილდსენი 82), ელიუნუსი (ბერგი 77), სიორლოტი

მკითხველის კომენტარები / 214 /
ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება სანიოლის ამ შეხვედრაში დავითაშვილის გაყვანა მიქაუტაძის დატოვება იყო. ორ ფორვარდზე რომ გადავედით დაიბნა ნორვეგიის დაცვა და შედეგად გოლი გავიტანეთ. მთლიანობაში ძალიან ცუდი დაგეგმვა იყო თამაშის. სამ მცველიანი ტაქტიკაც შედარებით სუსტ გუნდებთან მუშაობს, საშუალო და მაღალ დონეზე ცენტრი წართმეული გვაქვს, განსაკუთრებით მაშინ როცა უსუსტესი ცენტრალური ნახევარდაცვა გვყავს.
პელიდი
28 მარტი 2023 22:27
1
შეიძლება ითქვას გვაჩუქეს ქულა ნორვეგიელებმა ისეთი შანსები გაანიავეს.. მამარდას ამ თამაშის მერე კარგად დაიმახსოვრებენ მეთქი და ეგრეც იქნება, სასწაული ბურთები გამოაძრო. სანიოლმა პირწმინდად ჩააგდო ეს შეხვედრა, 5-3-2/5-4-1 რომელი საუკუნის ტაქტიკაა საერთოდ?? რისი მიღწევა უნდოდა ამით ნორვეგიასთან რომელთანაც პირველ რიგში ცენტრი არ უნდა დაგვეთმო! სასტარტოც გაუგებარი დააყენა და პირველ რიგში აზაროვი,რომელმაც ბოლოს როდის ითამაშა თავად არ ახსოვს და სანამ არ დაიმტვრა არ გაიყვანა! დუნე აბურჯანიაც სანამ არ დაიმტვრა არ გაიყვანა, იმის მაგივრად რომ ძალიან მობილური და ჭკვიანი გაგნიძე დაეყენებინა თავიდანვე. დავითაშვილმა ყაზაიშვილის მსგავსად ვერ ისწავლა რომ ფეხბურთი გუნდური თამაშია, პირველივე ტაიმში შევცვლიდი იმ მომენტის გამო! ჩაკვეც ასეთ თამაშში დატოვა სკამზე! ტაქტიკამაც ჩაისვარა და შემადგენლობაც ძალიან ცუდად შეარჩია. ამ თამაშით ერთი ქულა დიდი მიღწევაა და გილოცავთ.
ალექს
28 მარტი 2023 22:19
2
როდის უნდა ვისწავლოთ, რომ ზედმეტი მოლოდინების შექმნას, კარგი არაფერი მოაქვს.ისეთი ატმოსფერო იყო ყველგან, და ბიჭებიც ეგრე გამოვიდნენ, რომ უკვე მოგებული გვქონდა თამაში. კიდევ კარგი მეორე ტაიმში აზრზე მოვიდნენ სად იყვნენ. იბრძოლეს, ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ამდენი შეცდომა? მაგრამ, რაც არის არის. მთავარია გუნდი გვყავს, ახლა გაზრდა ჭირდებათ, ოღონდ სწორი მიდგომით.
მადლობთ ბიჭებო, ბძოლისთვის!
დიდება საქართველოს!!!
ლევანი
28 მარტი 2023 22:17
1
ჩაკვეტაძემ უნდა თქვას იმ სპარტელის სიტყვები, 300 ში რომ ვერ მოხვდა _მიხარია თუ ჩემზე უკეთესი 11 ქართველი გყავთო
ზურაბ
28 მარტი 2023 22:22
0
გილოცავთ. ისე, დაცვა უბრალოდ არ გვყავს. ნახევარდაცვას წინ პასი არ შეუძლია. დავითაშვილი ბურთის ღორია, ეზოს ფეხბურთელია.
გიორგი
28 მარტი 2023 22:21
1
კვირკველია მგონი 20 წელია ფეხბურთს თამაშობს და 2 მეტრში პასს ვერ აკეთებს ამხელა კაცი კატასტროფაა. ჩაჭრა და ართმევაში კარგია მაგრამ ელემენტარული პასი როგორ ვერ უნდა გააკეთო არვიცი. აზაროვი სუსტია ძალიან დაცვაში, გოჩოლეიშვილი ბევრად უკეთ იცავდა და ამწვავებდა კიდეც. მოკლედ ჰალანდი რო ყოფილიყო ძაან ცუდად დამთავრდებოდა ეს თამაში, 3-4 მომენტი 100%იანი გამაზეს
nedved
28 მარტი 2023 22:20
0
გადავრჩით... იღბალი იყო დღეს ჩვენს მხარეზე... ძირეული ცვლილებებია ნახევარდაცვაში საჭირო... ყოველთვის იღბლის იმედზე ვერ იქნები... წარმატებები ნაკრებს...
PS ჭკვიანი მწვრთნელი ამ ბიჭებით შედეგს დადებს... ორივე საყრდენი სასწრაფოდაა შესაცვლელი.
ქართველი
28 მარტი 2023 22:17
1
5-3-2 სქემაში კვარაცხელიამ რა პოზიციაზე უნდა ითამაშოს ვინმე ამიხსნით. ბურთის ამოტანის მცდელობაც არ გვქონდა მხოლოდ წინ გადაგდება გუნდთან რომელიც საშუალო ევროპული დონისაა. აბურჯანია ნაკრების დონის არ არის აშკარად ეტყობა ცალკე სანიოლის მწვრთნელობამაც არ გაიშვა
გიო
28 მარტი 2023 23:53
1
ვაისი რომ ყოფილიყო ალბათ 94-ე წუთზე შემოიყვანდა შემტევებს, ვილი სწრაფად მოეგო გუნდს და გადააწყო 5-3-2 დან 4-4-2 ზე და ეგრევე გავიტანეთ. მამარდა სუპერ, ნუ, ხვიჩამ არაფრისგან შექმნა 4 მომენტი, გოჩო - გაგნიძე სასწრაფოდ ძირითადში!!
ilar10N Youtube
28 მარტი 2023 23:42
1

სივრცეებს რ ა ტ ო მ უტოვებთ მოწინააღმდეგეებს,სივრცეებს,რას ელოდებით- თავად დაუშვებენ შეცდომეეეებს(?!),თუ გეშინიათ პრესინგი-აგრესიული თამაშის(?!) ან,ჩაკვეტაძე ნახევარდაცვაში როგორ არ ათამაშეთ(?!),
ამ ფიზიკა,ფსიქიკით ვაპირებთ ევროპა,მსოფლიოზე გასვლას(?!)
კახაბერი
28 მარტი 2023 22:39
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული